სილამაზე/ჯანმრთელობა

გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ყოველწლიურად 800 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება

fun time

14:10 კვი. 22 თებერვალი

გადატვირთული სამუშაო
გრაფიკი

14
დაკოპირებულია

სამხრეთკორეელმა მეცნიერებმა, 110 სამედიცინო მუშაკის მონაწილეობით, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანების ტვინში, რომლებიც კვირაში 52 ან მეტ საათს მუშაობენ, სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობს. ცვლილებები ყველაზე მეტად იმ უბნებში შეინიშნებოდა, რომლებიც აღმასრულებელ ფუნქციებსა და ემოციებზეა პასუხისმგებელი.

გადატვირთული გრაფიკით მომუშავე ადამიანებში, მარცხენა შუა შუბლის ხვეულის მოცულობა სტანდარტული გრაფიკით მომუშავეებთან შედარებით 19%-ით დიდი აღმოჩნდა. ეს ხვეული კოგნიტიურ ფუნქციებს უკავშირდება. გარდა ამისა, ცვლილებები დაფიქსირდა კუნძულოვან ქერქსა და ზედა საფეთქლის ხვეულში, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ: ა) სამუშაო მეხსიერების შენარჩუნებაში; ბ) პრობლემების გადაჭრაში; გ) ემოციების მართვაში.

მკვლევართა ვარაუდით, ტვინის მოცულობის გაზრდა შესაძლოა ქრონიკულ სტრესზე ნეიროადაპტაციური რეაქცია იყოს, თუმცა ზუსტი მექანიზმები ჯერ კიდევ დასადგენია.

ხანგრძლივი გადაღლა ძილის რეჟიმსაც არღვევს, რაც სტრესულ რეაქციას ააქტიურებს და შფოთვისა და დეპრესიის რისკს ზრდის. ქრონიკული სტრესი და არასათანადო დასვენება ტვინის მორფოლოგიასა და კავშირებს ცვლის, რაც საბოლოოდ კოგნიტიურ და ემოციურ დარღვევებამდე მიდის.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად 800 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს წინასწარი დასკვნებია. იმის დასადგენად, შესაძლებელია თუ არა სამუშაო დატვირთვის შემცირებით ცვლილებებთან გამკლავება, აუცილებელია გრძელვადიანი კვლევები.

ჟურნალში Occupational & Environmental Medicine გამოქვეყნებული კვლევის თანახმად სამსახურში გადატვირთვა ჯანდაცვის კრიტიკულ პრობლემად უნდა განიხილებოდეს. შესაბამისად, ექსტრემალური სამუშაო საათების შესამცირებლად სპეციალური პოლიტიკის შემუშავებაა საჭირო.

***

სამუშაო საათები მსოფლიოში - ქვეყნები ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები სამუშაო დროით

იაპონელების კვლევა: დისტანციური მუშაობა და ჯანმრთელობა

ტვინის მუშაობის გაუმჯობესება - 12 შეუცვლელი პროდუქტი!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

აქვთ თუ არა ტყუპისცალებს ერთსა და ი...

ტყუპები და ალერგიულობა

ტომატპასტა კაცის ჯანმრთელობისთვის!

ტომატპასტა მამაკაცის
ჯანმრთელობისთვის

სიჩუმეში ყოფნა ჯანმრთელობაა — ახალი...

სიჩუმეში ყოფნა
ჯანმრთელობა

ყველაზე სასარგებლო ჩირი!

რომელია ყველაზე
სასარგებლო ჩირი?

რისი მომზადება შეიძლება და რისი არა...

ალუმინის ჭურჭელი

როცა ფრჩხილი ზოლიანი და უფერულია -...

რაზე მეტყველებს ფრჩხილის
პათოლოგიები?

ტკბილი პუტერია - სასწაულმოქმედი კენ...

ტკბილი პუტერია -
სასწაულმოქმედი კენკრა!

როგორ გავარჩიოთ ბუნებრივად მოწეული...

როგორ გავარჩიოთ
ბუნებრივად მოწეული
მარწყვი ქიმიკატებით
დამუშავებულისგან

6 ყველაზე სასარგებლო ოთახის მცენარე...

Chlorophytum