იცით თუ არა

იაპონელების კვლევა: დისტანციური მუშაობა და ჯანმრთელობა

fun time

11:39 სამ. 10 იანვარი, 2023 წელი

დისტანციური მუშაობა და
ჯანმრთელობა

14
დაკოპირებულია

რა გავლენა მოახდინა პანდემიის პერიოდმა ადამიანის ჯანმრთელობაზე? ამის დასადგენად იაპონიაში, ქალაქ ცუკუბას უნივერსიტეტის მკვლევრებმა ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაატარეს და გაარკვიეს, რომ პანდემიის დროს ყველაზე მეტად დისტანციურად მომუშავე ადამიანების ჯანმრთელობა დაზარალდა. 

ონლაინ-გამოკითხვაში, რომელიც კორონავირუსული კარანტინის დაწყებამდე და მის შემდგომ, საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს მოიცავდა, სხვადასხვა ოფისში დასაქმებული 4,5 ათასი თანამშრომელი მონაწილეობდა.

იაპონელი მეცნიერების მუშაობის შედეგები ჟურნალ Transportation Research Interdicular Perspectives-ში გამოქვეყნდა.

როგორც გაირკვა, პანდემიის შემდგომ ჯანმრთელობის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა მათთან, ვინც ტრადიციულად, ოფისში მუშაობდა. დისტანციურად მომუშავე ადამიანების რეაქციების აქტივობა კი მნიშვნელოვნად შემცირდა.

განსაკუთრებით შემაშფოთებელი 18-იდან 29 წლამდე ასაკის თანამშრომლების მდგომარეობა აღმოჩნდა. მათ შორის ბევრმა გადაწყვიტა პანდემიის დასრულების შემდეგ ოფისში არ დაბრუნებულიყო.

მეცნიერების განმარტებით, დისტანციური მუშაობის ფორმატის უპირატესობა ხშირად წარმოსახვითია. სხვა ფაქტორებთან ერთად, ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს უმოძრაობა და სუფთა ჰაერის ნაკლებობა. ეს კი დეპრესიას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებს იწვევს.

და მაინც, თუ თქვენი არჩევანი დისტანციური მუშაობაა, წაიკითხეთ:

5 საუკეთესო ქალაქი დისტანციური მუშაობისთვის



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ იქცა ამერიკული აბრევიატურა OK...

ამერიკული აბრევიატურა OK

შექმნეს ნაყინი, რომელიც არ დნება (v...

Kanazawa Ice cream

მამაკაცებს ქალებზე ცუდი სმენა აქვთ?...

მამაკაცებს ქალებზე ცუდი
სმენა აქვთ?

თუ სახლში შენიშნეთ, გაუფრთხილდით —...

რატომ არ უნდა მოკლათ
მრავალფეხა

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი