საკნატუნო ამბები

5 საუკეთესო ქალაქი დისტანციური მუშაობისთვის

fun time

20:00 სამ. 23 ნოემბერი, 2021 წელი

აბრუცო, იტალია

14
დაკოპირებულია

კომპიუტერებისა და ინტერნეტის ეპოქაში, რასაც კოვიდ პანდემიაც დაემატა, დისტანციურ მუშაობაზე სულ უფრო მეტი ადამიანი გადადის. ინტერნეტპორტალ Live and Invest Overseas-ის შემქმნელი კეიტლინ პედიკორდი გვთავაზობს 5 ქვეყანას, სადაც ცხოვრება იაფია, ხოლო დისტანციური მუშაობისა და კომფორტით ცხოვრებისთვის ხელსაყრელი პირობებია შექმნილი.

 

აბრუცო, იტალია 👇

იტალიის მონახულებაზე უამრავი ადამიანი ოცნებობს. ადამიანებს ამ ქვეყანაში დაუვიწყარი პეიზაჟები, გემრიელი კერძები და კარგი კლიმატი იზიდავთ, მაგრამ აბრუცოს რეგიონში ყოველთვის ცოტა ტურისტია. აქ დისტანციური მუშაობისთვის ყველა პირობაა შექმნილი და ცხოვრებაც იაფია, მაგრამ იტალიური ენის ცოდნა აუცილებელია.
აბრუცოში ცხოვრებისთვის ორი ადამიანისთვის 1500$ სრულიად საკმარისია. უძრავი ქონების ფასებიც ასევე ხელმისაწვდომია. მაგალითად, 6000 დოლარად შეგიძლიათ ლამაზი სახლი შეიძინოთ.

2. პლაია დელ კარმენი, მექსიკა 👇

ეს ქალაქი კარიბის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ულამაზესი პლაჟები და თეთრი ქვიშა ამ ადგილას მუდმივად ახალ მოსახლეობას იზიდავს.

აქ შეიძლება მარტოხელა ახალგაზრდებს, დაოჯახებულ წყვილებს ან მშვიდად მოსეირნე პენსიონერებს შეხვდეთ. ამ რეგიონში სახლის ქირაობა თვეში 1500 დოლარად შესაძლებელია. ქალაქი იზიდავს როგორც ევროპელებს, ასევე და აშშ-ს მოქალაქეებს.

3. ჯორჯთაუნი, მალაიზია 👇

ბრიტანეთის ყოფილი კოლონია, სადაც დღეს, დაახლოებით, 700-800 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ბიზნესმენების საყვარელი ადგილია. აქ ყველა ყველაფერია, რაც ადამიანს ბედნიერი ცხოვრებისთვის სჭირდება: კარგი ინფრასტრუქტურა, შესანიშნავი ბუნება და ჯანდაცვის სისტემა. აქ ორი ადამიანისთვის 30-35 დღის განმავლობაში 1200 დოლარი სრულიად საკმარისია და ბინის ქირაც ამ თანხაში შედის.

4. პედასი, პანამა 👇

პანამის ეკონომიკა მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ქვეყანას იაფი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება აქვს. მიუხედავად პანამის მცირე ზომისა, აქ ცხოვრება საინტერესო და დატვირთულია.

ადამიანებისთვის, რომლებსაც მეგაპოლისებსა და ცათამბჯენებს ოკეანისპირა სოფლებში ცხოვრება ურჩევნიათ, პედასი საყვარელი ადგილია. სურვილის შემთხვევაში, აქედან დედაქალაქში ჩასვლა 4-4,5 საათშია შესაძლებელი. პედასში ცხოვრებისთვის ორ ადამიანს თვეში 1200 დოლარი სჭირდება და ამ თანხაში ბინის ქირაც შედის.

5. ფორტალეზა, ბრაზილია 👇

ეს ადგილი ადამიანებს ატლანტიკის თბილი წყლებით, ულამაზესი პლაჟებით, ღამის ცხოვრებით და მშვენიერი ამინდით იზიდავს. აქ თითქმის მთელი წლის განმავლობაში თბილი და მშრალი ამინდია.

ფორტალეზას სანაპიროზე სამოთახიანი ბინის დაქირავება თვეში, დაახლოებით, 650-700 დოლარად შეიძლება, ადგილობრივ რესტორნებში სადილი კი, დაახლოებით, 8 დოლარი ჯდება. სიიაფე და ზღაპრული ბუნება ფორტალეზას ტურისტების საოცნებო ადგილად აქცევს.

🔰

მსოფლიოს ქალაქები, რომლებიც 2100 წლამდე შეიძლება რუკიდან გაქრეს

შენ ოღონდ ჩამოდი! - ქალაქები, სადაც სახლს და ფულს გაჩუქებენ...



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ძროხა, რომელსაც სახელი აქვს მეტს იწ...

ძროხა, რომელსაც სახელი
აქვს, მეტს იწველება

რატომ უწოდეს დედამიწაზე ერთ-ერთ ყვე...

აღდგომის კუნძული

მინგუნის ზარი - უნიკალური გიგანტი,...

მინგუნის ზარი

ამერიკაში მოტორიზებული თხილამურები...

ძრავიანი თხილამური

4 შემთხვევა, როდესაც ციდან ფული მარ...

4 შემთხვევა, როდესაც ციდან
ფული მართლა ცვიოდა

ალასკის მკაცრ კლიმატს რომ გაუძლონ,...

როგორ უძლებს ბაყაყი
ყინვას?

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?