მსოფლიოს ქალაქები, რომლებიც 2100 წლამდე შეიძლება რუკიდან გაქრეს
14:40 პარ. 4 ივნისი, 2021 წელი
თუ მალის სანაპიროზე გარუჯვას გეგმავთ, ვენეციაში გონდოლით გასეირნებას აპირებთ ან სან-ფრანცისკოს ოქროს კარიბჭის ხიდი უნდა მოინახულოთ, ფოტოაპარატის წაღება არ დაგავიწყდეთ. მკვლევარების აზრით, გამორიცხული არაა, რომ ეს ფოტოები თქვენი შვილიშვილებისთვის ყველა ამ ადგილის შესახებ ინფორმაციის გადაცემის ერთადერთი საშუალება იყოს.
დედა ბუნებამ უკვე მონიშნა ადგილები, რომლებიც 2100 წლამდე დედამიწის რუკიდან მთლიანად გაქრება. მეცნიერების აზრით, ეს დაკავშირებული იქნება კლიმატის ცვლილებასთან, ნიადაგისა და ზღვის დონის ცვლილებებთან, სტიქიურ უბედურებებთან და ეკონომიკურ პრობლემებთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უახლოეს მომავალში, ქვემოთ ჩამოთვლილი ადგილები შეიძლება ახალ ატლანტიდად იქცნენ.
1. სან-ფრანცისკო, აშშ
კალიფორნიის უნივერსიტეტის ექსპერტებმა გამოთვლალეს, რომ 75%-იანი ალბათობით, 2086 წელს სან-ფრანცისკოს 7 ბალიანი მიწისძვრა შეაზზანზარებს.
აღადგენენ თუ არა კატასტროფას გადარჩენილები თავიანთ ქალაქს? შეძლებენ თუ არა ამის გაკეთებას?
სანამ ახალ ორლეანს ქარიშხალი კატრინა დაატყდებოდა, მისი მოსახლეობა დაახლოებით 500,000 შეადგენდა. ქარიშხლის შემდეგ ეს რიცხვი თითქმის განახევრდა. ახლა ის ისევ თანდათან იზრდება, მაგრამ დემოგრაფიული მაჩვენებლები გაცილებით დაბალია, ვიდრე „კატრინამდე“ იყო.
სან-ფრანცისკოს მოსახლეობა, დაახლოებით, 900,000 ადამიანია, თუმცა აქ ყოველ კვადრატულ კილომეტრზე 6,803 ადამიანი ცხოვრობს და, ნიუ-იორკის შემდეგ, აშშ-ს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.
აქ უამრავი ცათამბჯენია და მიწისძვრისგან არც ერთი დაცული არ არის. ბოლო დროს სულ უფრო მეტ სან-ფრანცისკოელს უჩნდება კითხვა - საერთოდ, ღირს კი ასეთ პოტენციურად საშიშ ადგილას ცხოვრება?
2. ვენეცია, იტალია
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ქალაქი ათასწლეულის განმავლობაში იძირება. ბოლო 100 წლის განმავლობაში, ჩაძირვის სიჩქარე მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო ნიადაგმა 24 სმ-ით დაიწია. თუ 100 წლის წინ, წმინდა მარკოზის მოედანი წელიწადში დაახლოებით 9-ჯერ იტბორებოდა, ახლა ეს რიცხვი100-მდე გაიზარდა. იტალიის მთავრობა ვენეციის დასაცავად სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს, თუმცა არავინ იცის საკმარისია თუ არა ეს ზომები ქალაქის გადასარჩენად.
დაახლოებით, 30 წლის განმავლობაში ვენეციის გადარჩენა იტალიის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. წყალდიდობისგან დაცვის ყველაზე დიდი სისტემის - MOSE -ს მშენებლობაში რამდენიმე მილიარდი ევრო დაიხარჯა. ახლახან კი გაირკვა, რომ ეს ყველაფერი უკანონო იყო. მიმდინარე წლის ივნისში, ქალაქის მერი და სხვა მაღალჩინოსნები MOSE-ს პროექტთან დაკავშირებული კორუფციის ბრალდებით დააკავეს.
3. მეხიკო, მექსიკა
მეხიკოს ადგილზზე აცტეკების უძველესი იმპერიის დედაქალაქი ტენოჩტიტლანი მდებარეობდა, რომელიც თანდათან პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი თანამედროვე ქალაქი გახდა. დღეს მეხიკოში 20 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. 1519 წელს, ლეგენდარული კორტესი სწორედ ამ ადგილზე შეხვდა აცტეკების იმპერატორ მონტესუმას, დღეს კი ულამაზესი სასახლეებისა და ტაძრების სამშობლო, ფაქტობრივად, იძირება.
პრობლემა ნიადაგია. დამშრალი ტბის ფსკერი ქალაქისთვის ძალიან ცუდი საძირკველია. ოფიციალური მონაცემების თანახმად, მეხიკო ყოველწლიურად 9 სმ-ით იძირება, რაც ბოლო 60 წლის მონაცემებით, 10 მეტრს შეადგენს.
4. ბანჯული, გამბია
დასავლეთ აფრიკაში მდებარე პატარა ქვეყანამ გამბიამ შეიძლება ნიადაგის ეროზიისა და ზღვის დონის გაზრდის გამო დედაქალაქი დაკარგოს. კლიმატის ცვლილების მიზეზით ზღვის დონემ უკვე მეტრით აიწია და გამორიცხული არ არის, რომ ბანჯული მალე წყლის ქვეშ აღმოჩნდეს.
ვარაუდობენ, რომ თანდათან ყველა დასახლებული პუნქტი, ტყეების ნახევარზე მეტი და ბრინჯის მინდვრების მეხუთედი დაიტბორება. ბრინჯის წარმოების შემცირება ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება, ისევე როგორც ეკოლოგიური ცვლილებები, მათ შორის გვალვა და წყალდიდობა.
ვინაიდან ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და თევზჭერის ცენტრების უმეტესობა სანაპირო ზოლში მდებარეობს, ეკონომიკა მძიმე დარტყმას მიიღებს. ამჟამად მთავრობა სანაპირო ზოლის გამაგრებას ცდილობს, თუმცა უცნობია რამდენად წარმატებული იქნება მათი მცდელობა.
5. ტომბუქტუ, მალი
ყოველთვის, როდესაც ქვიშის დიუნები ნაყოფიერ მიწებზე გადადიან, სამხრეთ აფრიკის ქალაქი ტომბუქტუ სერიოზული პრობლემის წინაშე დგება. ქალაქი, რომლის ასაკი 1000 წელზე მეტს ითვლის, თავისი ატრაქციონებით მთელ მსოფლიოში ცნობილია. მათ შორისაა, ულამაზესი პლაჟები ფირუზის რიფებით და ისტორიული ძეგლით. სამწუხაროდ, ჩვენს შვილიშვილებს წყალქვეშა ცურვისთვის სხვა ეგზოტიკური ადგილების მოებნა მოუწევთ, რადგან ადგილობრივი ხელისუფლების დიდი მცდელობის მიუხედავად, ტომბუქტუს ზოგი რაიონი უკვე სანახევროდ ქვიშაში ჩაფლულია.
6. ბანგკოკი, ტაილანდი
ბანგკოკსაც პრობლემები აქვს. ქალაქი ზღვის დონის აწევისთანავე იძირება. ბოლო 100 წლის მანძილზე ზოგიერთი ქუჩა ნამდვილ წყალსატევად იქცა.
ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ პრობლემა სასწრაფოდ გადასაჭრელია, მაგრამ ტაილანდის ხელისუფლება არ ჩქარობს. რა თქმა უნდა, ქალაქი ერთ ღამეში არ დაიტბორება, მაგრამ თუ ქალაქის ზოგიერთი უნიკალური ნაგობობის ნახვა გსურთ, ჯობს აჩქარდეთ.
7. ამერიკის ქალაქები
გლობალური დათბობისა და ზღვის დონის ზრდის გამო, შეერთებული შტატების ბევრი ზღვისპირა ქალაქი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობა სულ უფრო ხშირად ფიქრობს შედარებით მაღალ ადგილზე გადასვლაზე. 1889 წლიდან მსოფლიო ოკეანის დონემ 20 სმ-ით მოიმატა და ეს პროცესი გრძელდება, რაც ძლიერი შტორმის დროს სანაპირო ზონის სერიოზული დაზიანების შანსებს აორმაგებს.
გარდა ამისა, ამ სიტუაციის ანალიზმა აჩვენა, რომ 2030 წლისთვის სანაპირო ზოლში წყალდიდობისგან გამოწვეული ზარალი თითქმის გაორმაგდება. ქალაქებს შორის, რომლებსაც ეს პრობლემა შეეხება, არიან: ბალტიმორი, ჩარლსტონი, ჰიუსტონი, გალვესტონი, ლოს-ანჯელესი, ლონგ-აილენდი, საკრამენტო, ფილადელფია, პორტლენდი, პროვიდენსი, სან-დიეგო, სავანე, სიეტლი, თაკომა, ვირჯინიის სანაპირო და ნორფოლკი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან