საკნატუნო ამბები

რომელი ხეები არ იწვის ცეცხლში?

fun time

18:17 ოთხ. 10 სექტემბერი

რომელი ხეები არ იწვის
ცეცხლში?

14
დაკოპირებულია

ბუნებაში არსებობს ხის სახეობა, რომელიც თუჯზე ერთ-ნახევარჯერ უფრო მტკიცეა, არსებობს ხე, რომელიც წყალზე ათჯერ მსუბუქია, ხე, რომლის წვენიც შეიძლება მანქანის საწვავად გამოიყენოთ და ხე, რომელიც ცეცხლში არ იწვის.

***

როგორც აღმოჩნდა, ცეცხლი ვერაფერს აკლებს ჩაპარალს.

ჩაპარალი სუბტროპიკული ქსეროფილური, ხეშეშფოთლოვანი და მარადმწვანე ბუჩქნარია, რომელიც სამხრეთ ამერიკაში იზრდება. ამ ადგილებში მშრალი სეზონის დროს ხშირად ჩნდება ხანძრები, რომლებიც თითქმის მთელ მცენარეულობას ანადგურებს, მაგრამ ჩაპარალი სრულიად უვნებელი რჩება.

ამ საოცარი მცენარის საიდუმლო ისაა, რომ ძალიან სქელი, რამდენიმეფენიანი ქერქი აქვს და ფენებს შორის ცარიელი სივრცეა. ცეცხლი გარე ფენას აცხელებს, მაგრამ შიდა ფენებამდე ვეღარ აღწევს. ამგვარად, ბუნებამ ხეს საკუთარი „ცეცხლგამძლე ჯავშანი“ მისცა.

****

ავსტრალიურ ევკალიპტსა და ჩრდილოამერიკულ სეკვოიას ცეცხლისგან დაცვის ოდნავ განსხვავებული სისტემა აქვთ. ამ ხეებსაც ძალიან სქელი ქერქი იცავს. ხის გულს რომ მიაღწიოს, ცეცხლმა ჯერ ქერქი უნდა დაწვას, რომელიც თითქმის ნახევარი მეტრის სისქისაა.

ავსტრალიური ევკალიპტი

ჩრდილოამერიკული სეკვოია

****

არგენტინაში, პარაგვაისა და ურუგვაიში ფიტოლაკას ხე იზრდება. ის იმითაა ცნობილი, რომ ასაკის აღმნიშვნელი რგოლები არ აქვს.

ხის უცნაურობა ამით არ მთავრდება — ის უჩვეულოდ ფხვიერია და მისი მასის 80% წყლისგან შედგება. ბუნებრივია, ასეთი „სველი ხე“ მარტივად არ დაიწვება. ძლიერი ცეცხლის დროსაც კი ფიტოლაკა არ იწვის, არამედ ორთქლდება და თავს მკვრივი ორთქლის ღრუბლით იცავს.

***

კიდევ ერთი საოცარი ხე, რომელსაც ხანძარში თავის დაცვა შეუძლია, კვიპაროსია.

კვიპაროსის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის წყალს აქლემივით, „მარაგად“ ინახავს. რაც უფრო მშრალია ჰაერი, მით უფრო აქტიურად მუშაობს კვიპაროსის „მომარაგების სამსახური“, რომელიც წყალს ფესვებიდან ტოტებისკენ აწვდის. ხანძრის დროს, მის გარშემო ყველა სხვა მცენარე სწრაფად კარგავს ტენს და იწვება, კვიპაროსი კი უვნებელი რჩება.

სწორედ ამ თვისების გამო ესპანეთის ხელისუფლებამ ტყის ხანძრების საწინააღმდეგო პროგრამაში კვიპაროსის ზოლების დარგვა შეიტანა, რომლებიც ხანძარს აფერხებს და აჩერებს. ეს იდეა შეიძლება წარმატებით განხორციელდეს სხვა ქვეყნებშიც, სადაც კვიპაროსი იზრდება.

ესეც საინტერესოა:

რომელი ხის დარგვა არ შეიძლება სახლთან ახლოს და რატომ?

ტყის ხანძრებს ფრინველები აჩენენ?

რატომ ფუთავენ ამერიკელები გიგანტურ ხეებს ალუმინის ფოლგაში?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ გადიან ფეხბურთელები მინდორზე...

რატომ გადიან
ფეხბურთელები მინდორზე
ბავშვებთან ერთად?

3000 წელი ცემენტის გარეშე — ევროპის...

3000 წელი ცემენტის გარეშე —
ევროპის უძველესი ხიდი

ზვიგენები შეიძლება უკბილოდ დარჩნენ

ზვიგენები შეიძლება
უკბილოდ დარჩნენ

ანგკორ-ვატი — დედამიწაზე სამოთხის ა...

ანგკორ-ვატი

რატომ ებრძოდნენ სსრკ-ში ცაციებს?

რატომ ებრძოდნენ სსრკ-ში
ცაციებს?

აღმოჩენილია ადამიანის მეექვსე გრძნო...

აღმოჩენილია ადამიანის
მეექვსე გრძნობა

„ინდონეზიის პირველ კატას“ საპრეზიდე...

ინდონეზიის პრეზიდენტის
კატა

ინდოეთში დააკავეს არარსებული ქვეყნი...

ფეიკი ელჩი

იაპონიაში ტალახით სახლების აშენება...

იაპონიაში ტალახით
სახლების აშენება დაიწყეს