საკნატუნო ამბები

რატომ გადიან ფეხბურთელები მინდორზე ბავშვებთან ერთად?

fun time

14:21 სამ. 9 სექტემბერი, 2025 წელი

რატომ გადიან
ფეხბურთელები მინდორზე
ბავშვებთან ერთად?

14
დაკოპირებულია

ყველასთვის ცნობილია ფეხბურთელების ბავშვებთან ერთად მინდორზე გასვლის ტრადიცია, მაგრამ ბევრმა არ იცის როგორ გაჩნდა ის. 

 

ფეხბურთელები ბავშვებთან ერთად მინდორზე პირველად ინგლისში გავიდნენ. 1980-იან წლებში ინგლისი სტადიონებზე ხულიგნების სიმრავლის გამო ძალიან დაზარალდა, რის გამოც ევროპის თასების თამაშებში მონაწილეობაც კი აუკრძალეს. 1992 წელს, პრემიერ ლიგის შექმნის შემდეგ დღის წესრიგში ინგლისური ფეხბურთის რეპუტაციის აღდგენის საკითხი დადგა.

სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, რომ ფეხბურთელები თამაშზე ბავშვებთან ერთად გასულიყვნენ. იდეის ავტორები ცდილობდნენ, გულშემატკივრებისთვის შეეხსენებინათ, რომ ფეხბურთი ოჯახური თამაშია და თამაშის დროს ყველა კონფლიქტი და დაპირისპირება უნდა დავივიწყოთ. „სტადიონი ძალადობის ადგილი არ არის!“ — აცხადებდნენ აქციის ორგანიზატორები.

1990-იან წლებში ფეხბურთელებს მინდორზე მხოლოდ ერთი ბავშვი ახლდათ. ფეხბურთელთა თანხლებისთვის, ძირითადად, პატარა სპორტსმენებს არჩევდნენ. მაგალითად, 1996 წელს „ევერტონის“ და „ლივერპულის“ ფეხბურთელები მინდორზე 11 წლის უეინ რუნიმ გაიყვანა, რომელიც შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ცნობილი თავდამსხმელი და ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ფეხბურთელების მოედანზე ბავშვებთან ერთად გასვლის ტრადიცია განსაკუთრებით პოპულარული „ევრო-2000“-ზე გახდა. მას შემდეგ ბავშვების გარეშე არცერთი მნიშვნელოვანი მატჩი აღარ ტარდება.

როგორც ხდება ხოლმე, წლების გასვლის შემდეგ ლამაზი საფეხბურთო ტრადიციის შექმნის მიზეზი ყველა დაივიწყა. უკვე აღარავინ ახსენებს, რომ ოდესღაც მოედანზე ბავშვების გაყვანით აგრესიული გულშემატკივრების დამშვიდებას ცდილობდნენ. ახლა ეს ტრადიცია სხვა მიზნებს ემსახურება — როდესაც პატარა ბიჭი ან გოგონა მინდორზე გადის, ის თითქოს დიდი სტადიონის ენერგიას და ფეხბურთის ატმოსფეროს ისრუტავს. მისთვის ეს „დიდების წუთებია“, რადგან ათასობით გულშემატკივრის მზერა მისკენაა მიმართული. ცხადია, ასეთი წუთების შემდეგ მომავალი ფეხბურთელის მოტივაცია გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.

ყველა ქვეყანაში მოედანზე გასაყვანად ბავშვების შერჩევის საკუთარი სისტემა არსებობს. ეს ძირითადად, სპორტულ წარმატებებთან დაკავშირებული წახალისებაა. ასევე, კლუბებს შეუძლიათ საკუთარი აქციები ჩაატარონ და გამარჯვებულები მინდორზე გასვლით დააჯილდოონ. ინგლისის ქვედა ლიგებში ფასიანი პრაქტიკებიც არსებობს, თუმცა ამ აქციის მთავარი მიზანი მაინც საქველმოქმედო ხასიათისაა. „ფიფას, როგორც გლობალურ სპორტულ ორგანიზაციას, აღებული აქვს ვალდებულება, რომ მთელი მსოფლიოს ბავშვებს დაეხმაროს. ფეხბურთი სიხარულსა და იმედებს ჩუქნის, რაც ტოლერანტობაზე, პატივისცემასა და სამართლიანობაზეა დაფუძნებული,“ — აღნიშნავდა ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები