როგორ აცხობენ კოსმონავტების პურს და რით განსხვავდება ის ჩვეულებრივისგან
16:30 შაბ. 4 ოქტომბერი

კოსმოსურ სადგურზე ვინმემ რომ ჩვეულებრივი პური დაჭრას (ასეთი შემთხვევაც ყოფილა), ეკიპაჟს დიდხანს მოუწევს ნულოვან მიზიდულობაში გაბნეული ნამცეცების დევნა. დედამიწაზე ეს უმნიშვნელო პრობლემაა, მაგრამ კოსმოსში პატარა ნამცეციც კი შეიძლება დიდი უსიამოვნების მიზეზად იქცეს. აი, რატომ დაიწყეს საბჭოთა მეცნიერებმა სპეციალური, „ერთი ლუკმა“ პურის რეცეპტისა და წარმოების ტექნოლოგიის შემუშავება.
ნამცეცები ერთადერთი პრობლემა არ ყოფილა, რომელიც ტექნოლოგების წინაშე იდგა. მათ კიდევ რამდენიმე ამოცანა უნდა გადაეჭრათ გადაჭრა - პურის გახმობა და ობის წარმოქმნა.
„კოსმოსური პური“ შემადგენლობით ჩვეულებრივისგან თითქმის არ განსხვავდება: ფქვილი, მარილი, საფუარი.. განსხვავება ცომის მოზელის პროცესშია - ცომს ხელით ზელენ და თითოეულ ბურთულას საგანგებოდ წონიან. ჭვავის პურისთვის ის ზუსტად 6 გრამი უნდა იყოს, ხორბლის პურისთვის კი 4 გრამი. ცომის პატარა გუნდას სპეციალურ ფორმაში ათავსებენ (თითოეულ ფორმაში 80 უჯრაა). გამოცხობის შემდეგ ჭვავის მინი-პურის მასა 4,5 გრამია, ხოლო ხორბლის პურისა — 3 გრამი. 10 ცალ გამომცხვარ პურს ერთად ფუთავენ.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეფუთვის ტექნოლოგიებისა და თერმული სტერილიზაციის პარამეტრების შემუშავება, რაც პურის კოსმონავტებამდე მიტანას შესაძლებელს გახდიდა. სპეციალურად შექმნილი ფირი 0,6 ატმოსფეროს წნევას და 100 °C-ზე მეტ ტემპერატურას უძლებს და დღემდე გამოიყენება.
ასეთ შეფუთვაში პური ტენიანობას საიმედოდ ინარჩუნებს და 15 თვის განმავლობაში ხარისხს არ კარგავს!
ესეც საინტერესოა:
სსრკ-ის უკანასკნელი მოქალაქე, რომელიც კოსმოსში „დაავიწყდათ“
როგორ იჩხუბეს საბჭოთა კოსმონავტებმა კოსმოსში არყის გამო
ცნობილი ადამიანები, რომლებსაც უცხოპლანეტელების არსებობის სჯეროდათ და სჯერათ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან