საკნატუნო ამბები

ყვავს ადამიანის სახის დამახსოვრება და წლების შემდეგ ამოცნობა შეუძლია

fun time

14:55 პარ. 19 სექტემბერი

ყვავს ადამიანის სახის
დამახსოვრება და წლების
შემდეგ ამოცნობა შეუძლია

14
დაკოპირებულია

ყვავები ფრინველების ერთ-ერთ ყველაზე ინტელექტუალურ სახეობად ითვლებიან, რომლებსაც, სხვადასხვა საოცარ უნარს შორის, სახეების ამოცნობისა და ინდივიდუალური მოგონებების შენახვის უნარი აქვთ. 

ეს უნარი მათ საშუალებას აძლევ, ინდივიდები განასხვავონ და მათთან დაკავშირებული დადებითი ან უარყოფითი გამოცდილება დაიმახსოვრონ. თუ რომელიმე ადამიანი ყვავს ემუქრება ან ზიანს აყენებს, ის ამ ადამიანს აუცილებლად მოერიდება და შეიძლება საფრთხის შესახებ სხვა ყვავებიც გააფრთხილოს.

ვაშინგტონის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ ყვავებში სოციალური სწავლის განსაკუთრებული უნარი გამოავლინა.

ექსპერიმენტის მსვლელობისას ნიღბიანმა მკვლევრებმა ყვავების დაჭერა სცადეს. წლების შემდეგ, როცა იგივე ყვავები ნიღბიან ადამიანებს გადაეყარნენ, საშინელი ხმაური ატეხეს. აღსანიშნავია, რომ სხვა ყვავებმა, რომლებიც საწყისი ექსპერიმენტის დროს არ იმყოფებოდნენ, ნიღაბი ასევე საფრთხესთან დააკავშირეს. ეს ადასტურებს, რომ ყვავებს თაობებს შორის ინფორმაციის გადაცემა შეუძლიათ.

ნევროლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყვავის ტვინის უბნებს, რომლებიც სახის ამოცნობაზე არიან პასუხისმგებელნი, ადამიანის ტვინის შესაბამის უბნებთან მსგავსება აქვთ. სწორედ ეს მსგავსება უწყობს ხელს რთული სოციალური მოგონებების ფორმირებას.

მიუხედავად იმისა, რომ ყვავები შურისძიებას არ ეძებენ, კარგი მეხსიერება და განვითარებული სოციალური სტრუქტურა საშუალებას აძლევს მათ, კოლექტიურად ადაპტირდნენ გარემოსთან, ხოლო ადამიანების მიმართ მათი დამოკიდებულება ამ ადამიანების ქმედებებზეა დამოკიდებული.

***

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვავის შესახებ

რატომ მიფრინავენ გადამფრენი ფრინველები V წყობით?

ფრინველის სკინტლით გამდიდრებული კუნძულის სევდიანი ამბავი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რედაქტირებული გენომის მქონე ობობამ...

რედაქტირებული გენომის
მქონე ობობა

მეცნიერებმა სიმსუქნის ეპიდემიის მოუ...

სიმსუქნის მოულოდნელი
მიზეზი

რომელი ხეები არ იწვის ცეცხლში?

რომელი ხეები არ იწვის
ცეცხლში?

რატომ გადიან ფეხბურთელები მინდორზე...

რატომ გადიან
ფეხბურთელები მინდორზე
ბავშვებთან ერთად?

3000 წელი ცემენტის გარეშე — ევროპის...

3000 წელი ცემენტის გარეშე —
ევროპის უძველესი ხიდი

ზვიგენები შეიძლება უკბილოდ დარჩნენ

ზვიგენები შეიძლება
უკბილოდ დარჩნენ

ანგკორ-ვატი — დედამიწაზე სამოთხის ა...

ანგკორ-ვატი

რატომ ებრძოდნენ სსრკ-ში ცაციებს?

რატომ ებრძოდნენ სსრკ-ში
ცაციებს?

აღმოჩენილია ადამიანის მეექვსე გრძნო...

აღმოჩენილია ადამიანის
მეექვსე გრძნობა