საკნატუნო ამბები

საშიშია თუ არა „მტირალა“ ფანჯრები?

fun time

17:24 პარ. 17 ოქტომბერი, 2025 წელი

საშიშია თუ არა ფანჯრების
„მტირალა“ მინა?

14
დაკოპირებულია

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ჩვენი ფანჯრები „ტირილს“ იწყებს და დროულად თუ არ იმოქმედეთ, წყლის წვეთები ფანჯრის რაფასაც დაასველებს. საბოლოოდ, ოთახის კუთხეეებში შეიძლება ობი გაჩნდეს და შპალერი დააზიანოს. თუ ფიქრობთ, რომ მომხდარის მიზეზი უხარისხო ფანჯრებია, ცდებით. 

სინამდვილეში, ეს ბინაში არსებულ ტემპერატურას, ტენიანობას და ვენტილაციას უკავშირდება.

მოდით, ერთად განვიხილოთ, რატომ იფარება ორმაგი ფანჯრების მინები კონდენსატით, რა საფრთხეს შეიცავს ეს და როგორ შევინარჩუნოთ სახლი მყუდროდ და მშრალად?

ორმაგი მინის მქონე ფანჯრებზე ტენიანობის წარმოქმნის მიზეზებია:

  • 18-20°C-ზე დაბალი ოთახის ტემპერატურა.
  • ნორმაზე მაღალი ტენიანობა (იდეალურია 45-50%-ის ფარგლებში).
  • გამათბობელი მოწყობილობები ცუდად არის განლაგებული ან ფარდებით და ავეჯით არის დაფარული.
  • ვენტილაცია ცუდად მუშაობს ან საერთოდ არ არსებობს.
  • ფანჯრის რაფაზე ძალიან ბევრი ყვავილია, რაც „სათბურის ეფექტს“ ქმნის.
  • ტენით გაჯერებული ჰაერი ცივ ზედაპირთან შეხებისას მასზე ცვარის წვეთებს წარმოქმნის.

აღსანიშნავია, რომ პრობლემის შექმნაში თავად ფანჯრები იშვიათად არის დამნაშავე. პირიქით, წვეთების გამოჩენა მიუთითებს, რომ ფანჯარა ჰერმეტულია და სითბოს საიმედოდ ინარჩუნებს.

კონდენსაციის საფრთხეები

თუ მინაზე ტენიანობას მუდმივად უგულებელყოფთ, კუთხეებში სწრაფად გაჩნდება ობის სოკო. ეს არა მხოლოდ კომფორტის, არამედ ჯანმრთელობის საკითხიცაა, რადგან ობის სპორები სასუნთქი სისტემისთვის საზიანოა.

როგორ მოვაშოროთ ოთახიდან კონდენსაცია

არსებობს რამდენიმე დადასტურებული მეთოდი, რომელიც „მტირალი“ ფანჯრების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარებათ:

  • სამზარეულოში ყოველთვის ჩართეთ გამწოვი და ოდნავ გააღეთ ფანჯარა.
  • ზამთარში ფანჯრის რაფებიდან აიღეთ მცენარეები.
  • არ დაფაროთ რადიატორები სქელი ფარდებით.
  • მოაწყვეთ სავენტილაციო სისტემა, რომელიც სახლში დაგროვილი ტენის გარეთ გატანას უზრუნველყოფს.
  • სარეცხი არ გააშროთ ოთახში!
  • დაამონტაჟეთ ჰაერის ტენიანობის გამომშრობი, განსაკუთრებით თუ ოთახი ჩრდილოეთით მდებარეობს.
  • უფრო ხშირად გაანიავეთ ოთახი, ზამთარშიც კი.

პრევენცია

მომავალში პრობლემების თავიდან ასაცილებლად ექსპერტების რჩევაა, მინა გაწმინდოთ ეთილის სპირტისა და გლიცერინის ნარევით (10:1). ასეთი დამუშავება კონდენსანტს ამცირებს.

***

ჩრდილის ამტანი მცენარეები - თუ თქვენს ფანჯრებში მზის შუქი არ შემოდის

გრიპი და გაციება - რა განსხვავებაა მათ შორის და რა მითები ვრცელდება მათი მკურნალობის გზებზე?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ამერიკაში მოტორიზებული თხილამურები...

ძრავიანი თხილამური

4 შემთხვევა, როდესაც ციდან ფული მარ...

4 შემთხვევა, როდესაც ციდან
ფული მართლა ცვიოდა

ალასკის მკაცრ კლიმატს რომ გაუძლონ,...

როგორ უძლებს ბაყაყი
ყინვას?

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა