იცით თუ არა

ჩრდილის ამტანი მცენარეები - თუ თქვენს ფანჯრებში მზის შუქი არ შემოდის

fun time

14:00 ხუთ. 15 ივლისი, 2021 წელი

სცინდაფსუსი - ჩრდილის
ამტანი მცენარეები

14
დაკოპირებულია

თუ ოთახის ყვავილები გიყვართ, მაგრამ თქვენი ბინის ფანჯრებს მზე არ უდგება, ეს ინფორმაცია თქვენთვისაა. არსებობენ მცენარეები, რომლებიც სინათლის გარეშეც მშვენივრად იზრდებიან, მაგრამ წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ასეთი სახეობების სილამაზე ყვავილებში კი არა, ფოთლებშია.

აგლაონემა

აგლაონემა მალაიზიური წარმოშობის ბუჩქის მსგავსი, მოკლეღეროიანი მცენარეა. ის 1880 წელს აღმოაჩინეს და მის შემდეგ პოპულარულ მცენარედ ითვლება.

აგლაონემას მოგრძო, ზოლიანი ფოთლები აქვს. ის ნელა იზრდება, ამიტომ ქოთნის ხშირად გამოცვლას არ საჭიროებს. აგლაონემას არ მოსწონს ქარი და კვამლი, ამიტომ არასასურველია მისი აივანზე დადება, განსაკუთრებით - თუ აივანზე ეწევით.

მცენარე იშვიათად ყვავილობს. ზაფხულობით ამოაქვს ტარო ყვავილედი წვრილი ყვავილებით. ნაყოფი წითელი ფერის კენკრაა, რომელიც 6-7 თვის შემდეგ მწიფდება. მისი წვენი ლორწოვან გარსს აღიზიანებს, ამიტომ მცენარესთან კონტაქტის დროს ხელთათმანები უნდა გამოიყენოთ.

რაც შეეხება მოვლას, ხშირად შეასხურეთ წყალი, დაუყარეთ სპეციალური სასუქი, მზეზე არ დადგათ, მაგრამ სითბოში გყავდეთ.

ასპლენიუმი

ასპლენიუმი გვიმრის ერთ-ერთი სახეობაა, მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტული გვიმრისგან განსხვავებით, დანაკვთული ფოთლები არ აქვს.

პროპორციული ფორმისა და სალათისფერი შეფერილობის წყალობით ასპლენიუმი ნოტიო ტროპიკული ტყის ეფექტს ქმნის. უჩვეულო ფოთლებით ასპლენიუმს ადვილად გამოარჩევთ სხვა სახეობებისგან. ფოთლების მაქსიმალური სიგრძე შეიძლება 60 სმ. იყოს.

მცნარე ხშირად დანამეთ. აქტიური ზრდის პერიოდში უხვად მორწყეთ, ზამთარში კი მხოლოდ მიწა დაუტენიანეთ.

ჰელქსინა

ეს მცენარე დაკიდულ ქოთნებში თვალწარმტაცად გამოიყურება - კაშკაშა, პატარა ფოთლები ერთ დიდ გვირგვინად იკვრება და ჰაეროვანი მწვანე ღრუბელს ემსგავსება.

გახსოვდეთ, არანაირი მზის პირდაპირი სხივები! ამ მცენარეს მხოლოდ დანამვა და ხშირი მორწყვა ესაჭიროება.

ჰელქსინია მარტივად მრავლდება. ამისათვის საჭიროა ფრთხილად გადაჭრათ ღერო მიწასთან და ახალ ქოთანში გადარგოთ.

სანსევიერია

სანსევიერია გამძლე და მრავალწლიანი მცენარეა, რომელსაც მკვრივი და წვეტიანი მუქი მწვანე ფოთლები აქვს.

ეს მცენარე განსაკუთრებულ ზრუნვას არ მოითხოვს - შეგიძლიათ რამდენიმე წლის განმავლობაში არ გადანერგოთ და დიდი ხნის განმავლობაში არ მორწყათ, რადგან ტენიანობა არ უყვარს.

სანსევერია შესანიშნავად ეგუება როგორც მზეს, ასევე ჩრდილს, კარგად იტანს სიცხეს და ქარს.

სცინდაპსუსი

ეს ძალიან პოპულარული ოთახის მცენარეა, რასაც ბევრი მიზეზი აქვს. მას ცოტა შუქიც ჰყოფნის და ხშირად მორწყვაც არ სჭირდება.

სცინდაპსუსი ძალიან აქტიურად წმენდს ჰაერს და ნახშირბადის მონოქსიდს გარდაქმნის ჟანგბადად, რაც ძილისთვის ძალიან სასარგებლოა.

სცინდაპსუსს არ უყვარს ქარი, სიმშრალე, სითბო, იშვიათად უნდა მორწყვა.

დრაცენა

დრაცენა ლამაზი მცენარეა, რომელიც პატარა პალმის ხეს ჰგავს. მისი ვიწრო და გრძელი ფოთლები 70 სმ-ს აღწევს. დრაცენა პრეტენზიული მცენარე არაა, თუმცა, მის მოვლასაც აქვს განსაკუთრებული წესები. ეს ძირითადად, მორწყვას უკავშირდება.

თბილი აფრიკიდან ჩვენთან მოსული მცენარე ვერ იტანს ცივ წყალს. წყალი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. დრაცენას მორწყვა არ შეიძლება ონკანის წყლით, რომელიც ქლორს შეიცავს. მისთვის რამდენიმე საათით დაყენებული წყალი გამოიყენეთ.

სხვათა შორის, არ ღირს დრაცენას მორწყვა გადადუღებული წყლითაც.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

საიდან ჩნდება სახლში მტვერი და რატო...

საიდან ჩნდება სახლში
მტვერი

რატომ მუქდება გაჭრილი ვაშლი?

რატომ მუქდება გაჭრილი
ვაშლი?

რატომ უწოდეს ყველაზე ბობოქარ ოკეანე...

რატომ უწოდეს ყველაზე
ბობოქარ ოკეანეს წყნარი?

რატომ უწოდებენ იაპონიას ამომავალი მ...

რატომ უწოდებენ იაპონიას
ამომავალი მზის ქვეყანას?

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცისარტყე...

ცისარტყელას ფერები

მეცნიერებმა ეკოლოგიურად ყველაზე სუფ...

ცისარტყელა კალმახი

რატომ სვამენ ჩაის თურქები მსხლის ფო...

თურქული ჩაის კულტურა

რომელი ხის დარგვა არ შეიძლება სახლთ...

რომელი ხის დარგვა არ
შეიძლება სახლთან ახლოს

როგორ შევინახოთ ბურღული ისე, რომ ჩრ...

როგორ შევინახოთ ბურღული