საკნატუნო ამბები

ჩერნობილის ნანგრევებში იპოვეს შავი სოკო, რომელიც რადიაციას შთანთქავს და ქიმიურ ენერგიად გარდაქმნის

fun time

14:07 ორშ. 22 სექტემბერი, 2025 წელი

შავი სოკო ჩერნობილიდან

14
დაკოპირებულია

მეცნიერებმა ჩერნობილის ნანგრევებში უნიკალური შავი სოკო Cladosporium sphaerospermum აღმოაჩინეს, რომელიც არა მარტო უძლებს სასიკვდილო გამოსხივების ზემოქმედებას, არამედ ამ გამოსხივებით იკვებება კიდეც. სოკო ყველაზე აქტიურად რეაქტორის ბირთვისკენ იზრდება, რადიაციას შთანთქავს და მას ენერგიის წყაროდ აქცევს. 

 

რადიაციის ქიმიურ ენერგიად გარდაქმნისთვის სოკო პიგმენტ მელანინს იყენებს და, როგორც კვლევებმა აჩვენა, მაღალი რადიაციის პირობებში ის კიდევ უფრო სწრაფად იზრდება.

1986 წლის 26 აპრილს, უკრაინის ქალაქ პრიპიატთან ახლოს მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 რეაქტორის აფეთქების შემდეგ 30 -ილომეტრიანი გაუცხოების ზონა შეიქმნა, სადაც ადამიანთა ცხოვრება მკაცრად შეზღუდულია.

1980-იანი წლების ბოლოს უკრაინელმა მეცნიერებმა დაზიანებული რეაქტორის შიგნით შავი ობისებური სოკო აღმოაჩინეს, რომელიც კედლებზე და რადიოაქტიური წყლის გუბეებში იზრდებოდა. ეს შესანიშნავი ორგანიზმი არა მხოლოდ უძლებს ამ რადიოაქტიურ გარემოს, არამედ რადიაციას შთანთქავს და ენერგიას რადიოსინთეზის პროცესის მეშვეობით იყენებს. რადიოსინთეზი ბიოქიმიასა და რადიაციის კვლევებში სრულიად ახალ მიმართულებებს ხსნის.

2007 წელს ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნებულმა სტატიამ ენერგიის გამომუშავების ეს მექანიზმი დაადასტურა და აჩვენა, რომ მაღალი რადიაციის პირობებში გაზრდილი სოკო გაცილებით სწრაფად ვითარდება, ვიდრე არარადიოაქტიურ გარემოში.

მეცნიერები ასევე იკვლევენ კოსმოსურ კვლევებში შავი სოკოს გამოყენების შესაძლებლობას. Cladosporium sphaerospermum უკვე გაგზავნილია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმის დასადგენად, შეძლებს თუ არა მისი რადიაციისადმი მდგრადობა ასტრონავტების დაცვას კოსმოსური გამოსხივებისგან. პირველადი შედეგები მიუთითებს, რომ ეს სოკო შეიძლება გამოყენებულ იქნეს რადიაციისადმი გამძლე საცხოვრებლების ან საკვების წყაროების შესაქმნელად, რომლებიც ასტრონავტებს გამოსხივებისგან დაიცავს.

გარდა ამისა, C. sphaerospermum ცნობილია გამძლეობითაც. ის უძლებს დაბალ ტემპერატურას, მარილის მაღალ შემცველობას და უკიდურეს მჟავიანობას. მეცნიერები იკვლევენ მისი ადაპტაციის მექანიზმებს, რომელთა გამოყენებაც ბიოტექნოლოგიასა და სოფლის მეურნეობაში შეიძლება.

ამ სოკოს შესწავლა სხვადასხვა სფეროში მნიშვნელოვან ინოვაციებს შეუწყობს ხელს და კიდევ უფრო გააფართოებს ჩვენს წარმოდგენას სიცოცხლის საზღვრებზე.

***

ფუკუსიმის უკანასკნელი მკვიდრი - ის რადიაციულ ზონაში მიტოვებულ ცხოველებზე საზრუნავად დაბრუნდა

კიშტიმის აფეთქება - „პირველი ჩერნობილი“ სსრკ-ში

რატომ შეიძლება ჰიროსიმასა და ნაგასაკში ადამიანების ცხოვრება, ჩერნობილში კი არა?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?