საკნატუნო ამბები

ზვიგენები შეიძლება უკბილოდ დარჩნენ

fun time

16:51

ზვიგენები შეიძლება
უკბილოდ დარჩნენ

14
დაკოპირებულია

დიუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ მსოფლიო ოკეანის მჟავიანობის დონის ზრდა ზვიგენების კბილებზე უარყოფითად აისახება და მათი ნადირობის უნარს ამცირებს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა პორტალზე Frontiers .

ექსპერიმენტის დროს მეცნიერებმა შავფარფლიანი რიფის ზვიგენების 600 ამოვარდნილი კბილი შეისწავლეს. კბილები სხვადასხვა მჟავიანობის მქონე წლით სავსე ორ რეზერვუარში მოათავსეს. ერთში წყლის მჟავიანობა ოკეანის დღევანდელ მაჩვენებელს შეესაბამებოდა, ხოლო მეორეში შექმნეს pH-ის ის დონე, რომელიც 2300 წლისთვის არის მოსალოდნელი.

კვლევის დასრულების შემდეგ, რომელიც რვა კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, გაირკვა, რომ მეორე რეზერვუარში ზვიგენის კბილებზე ბზარები გაჩნდა, ასევე კბილების ფესვების კოროზია და დაშლის ნიშნებიც გამოვლინდა.

ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტის ბიოლოგები აღიარებენ, რომ ოკეანის გარემოს მჟავიანობის ზრდის პოტენციური რისკები არასაკმარისად ჰქონდათ შეფასებული. ოკეანის ყველაზე აგრესიული მტაცებლების კბილები უკვე საკმაოდ დაზიანებულია, ხოლო ოკეანის წყალში მჟავიანობის მომატების შემთხვევაში ეს ცვლილებები უფრო სახიფათო გახდება.

სხვა ოკეანოლოგიურმა კვლევებმა ახალი საფრთხეებიც გამოავლინა. კერძოდ, სხვადასხვა რეგიონში ფიქსირდება წყალმცენარეების ზედმეტად აქტიური ყვავილობა და ვერცხლისწყლის კონცენტრაციის ზრდა, განსაკუთრებით — არქტიკის წყლებში.

ესეც საინტერესოა:

რატომ ერიდებიან ზვიგენები შავ ზღვას?

რატომ ეშინიათ ძლიერ ზვიგენებს დელფინების?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ანგკორ-ვატი — დედამიწაზე სამოთხის ა...

ანგკორ-ვატი

რატომ ებრძოდნენ სსრკ-ში ცაციებს?

რატომ ებრძოდნენ სსრკ-ში
ცაციებს?

აღმოჩენილია ადამიანის მეექვსე გრძნო...

აღმოჩენილია ადამიანის
მეექვსე გრძნობა

„ინდონეზიის პირველ კატას“ საპრეზიდე...

ინდონეზიის პრეზიდენტის
კატა

ინდოეთში დააკავეს არარსებული ქვეყნი...

ფეიკი ელჩი

იაპონიაში ტალახით სახლების აშენება...

იაპონიაში ტალახით
სახლების აშენება დაიწყეს

აღმოაჩინეთ თქვენი ფარული მხარე - ფს...

ფარული მხარე - ტესტი

ოქროს კბილების მოდა ბრუნდება?

ოქროს კბილების მოდა
ბრუნდება?

ღილაკიანი ტელეფონი vs სმარტფონი — რ...

ღილაკიანი ტელეფონი vs
სმარტფონი