რატომ ერიდებიან ზვიგენები შავ ზღვას?
21:55 ხუთ. 27 იანვარი, 2022 წელი
ისინი ადამიანთა მოდგმას შიშის ზარს სცემენ, თუმცა არსებობს ადგილები, სადაც ამ მრიხანე არსებებს თავად ეშინიათ მოხვედრა. მაგალითად, შავი ზღვა - ზვიგენს შეუძლია, აქ ბოსფორის ყურესა და ხმელთაშუა ზღვის გავლით მოხვდეს, ხმელთაშუა ზღვა კი ყველა სახეობის ზვიგენით არის სავსე. თუ დაფიქრებულხართ, რა უშლის ზვიგენს ხელს, რომ ატლანტის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვის გადალახვის შემდეგ შავ ზღვაში შეცუროს?
გამოდის, რომ არის რაღაც, რაც ხელს უშლის.
ჯერ განვიხილოთ, რომელი სახეობის ზვიგენია ადამიანისთვის საშიში:
მსოფლიოში 500-ზე მეტი სახეობის ზვიგენია, რომელთა უმრავლესობა მომცრო ზომისაა. მაგალითად, წითელი ზღვა სავსეა სასტიკი მტაცებლებით, რომლებიც ადამიანებს შიშის ზარს სცემენ.
საშიშია ზვიგენების 5 სახეობა:
1. მაკო - ყველაზე სწრაფი ზვიგენია, 50 კმ.სთ. სიჩქარით დაცურავს. სიგრძე 3 მეტრია წონა კი, უმეტესად, 80-150 კგ;
2. ხარისებური - ეს სახეობა სიგრძით 3-4 მეტრს აღწევს და განსაკუთრებით აგრესიული ხასიათი აქვს. ის, ზვიგენებს შორის, ყველაზე ძლიერი ყბებით გამოირჩევა.
3. თეთრი - თეთრი ზვიგენი ყველაზე დიდი ზვიგენია. ამ მტაცებელი თევზს „თეთრი სიკვდილსაც“ უწოდებენ. სიგრძით 6 მეტრს აღწევს, წონით - 2 ტონას! მისი ძლევა მხოლოდ ადამიანს შეუძლია.
4. ვეფხისებრი - მისი მაქსიმალური სიგრძე 4.25 მ.-ს, ხოლო წონა 600 კგ-საც აღწევს.
5. გრძელფარფლიანი - ზრდასრული გრძელფარფლიანი ზვიგენის სიგრძე 2,5-დან 4 მეტრამდეა. ის სახიფათო, ჟინიანი ზვიგენია.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სახეობის ზვიგენს ძალიან უყვარს ხმელთაშუა ზღვა, სადაც, მათ გარდა, მრავალი სხვა სახეობის ზვიგენი ბინადრობს.
ჩამოთვლილთაგან ყველაზე სასტიკად და აგრესიულად ხარისებური და თეთრი ზვიგენი მიიჩნევა, მაგრამ ამ სახეობების არცერთი წარმომადგენელი შავ ზღვაში არ შეცურავს.
გრძელფარფლიანი და ვეფხისებრი ზვიგენებიც არანაკლებ საშიშები არიან, მაგრამ შავ ზღვას ისინიც გვერდს უვლიან.
ამის რამდენიმე მიზეზები აქვს:
1. შავი ზღვის წყლები ძალიან ცივია (განსაკუთრებით ზამთარში), რაც ზვიგენების უმეტესობას აშინებს;
2. შავ ზღვაში ძალიან ცოტა თევზია, რაც უზარმაზარი მტაცებლების გამოსაკვებად საკმარისი არაა. ზვიგენები ამას გრძნობენ და ერიდებიან იმ ადგილებში მოხვედრას, სადაც საკვები არაა;
3. ზვიგენებს შავი ზღვის დაბალი მარილიანობა აშინებთ. რაც უფრო მარილიანია წყალი, ამ მტაცებლებისთვის მით უკეთესია;
4. შავი ზღვის 90% წყალბადის სულფიდით გაჯერებულია. რასაკვირველია, ზვიგენები ამას გრძნობენ და დენთის კასრში არ მიძვრებიან. მათი ინსტინქტი ასეთ საფრთხეებს ძალიან კარგად არჩევს. შავ ზღვაში 100 მეტრის ქვემოთ სიცოცხლე არ არსებობს, ხოლო ზვიგენებს სიღრმეში ცურვა უყვართ.
5. შავი ზღვის ეკოსისტემა სავალალო მდგომარეობაშია და წლიდან წლამდე მდგომარეობა უარესდება.
6. ბოსფორის სრუტის გადაცურვა, სადაც გამუდმებით გემები მოძრაობენ, ყველაზე მრისხანე ზვიგენისთვისაც სახიფათოა და ისინი ამას ხვდებიან.
დაბოლოს, შავ ზღვაში შეიძლება მცირე ზომის, დეკორატიულ ზვიგენებს შეხვდეთ - საუბარია კატრანზე და კატისებრ ზვიგენზე, რომლებიც ადამიანისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
⭕⭕⭕
იდუმალი მეგალოდონი - ყველაზე დიდი მტაცებელი თევზი!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან