იცით თუ არა

შესაძლოა თუ არა, ეს სუპერმტაცებელი ოკეანეებში დღესაც ცხოვრობდეს?

fun time

16:00 ხუთ. 18 ნოემბერი, 2021 წელი

მეგალოდონი - ოკეანის
მტაცებელი

14
დაკოპირებულია

მისი კბილები სიგრძეში 18 სანტიმეტრს აღწევს, სხეულის სიგრძე 30 მეტრამდეა, ხოლო სხეულის წონა - 47 ტონაზე მეტიც კი! ნადირობდა იქ, სადაც სურდა და რაზეც სურდა. მეგალოდონი - ეს ყველაზე დიდი მტაცებელი თევზია, რასაც კი დღეს მეცნიერება იცნობს.

ის ინფორმაცია, რაც დღეს მეგალოდონის შესახებ არსებობს, მისი კბილებიდანაა მიღებული, რადგან, როგორც სხვა ზვიგენების ჩონჩხი, მეგალოდონის ჩონჩხიც ხრტილისგან შედგებოდა და არა ძვლისგან, ამიტომაც დღემდე მისი ნეშტის მცირე ნაწილია შემორჩენილი.

კბილები

მეგალოდონის კბილები სიგრძეში 18 სანტიმეტრს აღწევს. თეთრი ზვიგენის კბილი ზომით სამჯერ უფრო ნაკლებია. მეგალოდონის კბილები იმდენად დიდია, რომ შუა საუკუნეებში ისინი დრაკონების გაქვავებულ
ენად მიაჩნდათ.

სიგრძე

მეგალოდონის სრული ჩონჩხი აღმოჩენილი არ არის, მხოლოდ - ხერხემლის ნაწილი. ამიტომაც მისი კლასიფიცირება დიდხანს ვერ ხერხდებოდა. სადღეისოდ მას და მის მონათესავე სახეობებს Carcharocles megalodon-ს აკუთვნებენ.

ვინაიდან მეგალოდონის ჩონჩხი შემონახული არ არის, მის სიგრძეს თეთრი ზვიგენის მორფოლოგიით საზღვრავენ. სავარაუდოდ, მეგალოდონის სიგრძე 13 მეტრიდან 16 მეტრამდე მერყეობს. თუმცა ზოგი მეცნიერის აზრით, 25-30 მეტრამდეც აღწევდა.

წონა

მეგალოდონის სხეულის წონა 47 ტონაზე მეტია. ეს მას მეცნიერებისთვის ცნობილ თევზებში ყველაზე დიდ მტაცებლად აქცევდა.

საკვები

ის, ძირითადად, ვეშაპისნაირებზე ნადირობდა. სუპერმტაცებელი იყო - ნადირობდა იქ, სადაც სურდა და რაზედაც სურდა. საერთოდ ზვიგენები მსხვერპლს სუსტ წერტილებში უტევენ. მეგალოდონი კი ცოტა სხვანაირად მოქმედებდა. თუკი მისი თავდასხმის მსხვერპლთა ნეშტებით ვიმსჯელებთ, მეგალოდონი მსხვერპლს ეჯახებოდა, შინაგან ორგანოებს უზიანებდა, ძვლებს უმტვრევდა და მხოლოდ ამის შემდეგ მიირთმევდა.

გადაშენების მიზეზები

მეგალოდონის გადაშენების მიზეზები ბოლომდე გარკვეული არ არის. მეცნიერთა ვარაუდით, ის საკუთარმა გაუმაძღრობამ იმსხვერპლა. 15-17 მილიონი წლის წინათ, ჩრდილო ნახევარსფეროში აციებამ სრუტეების ბლოკირება გამოიწვია. მყინვარების ზრდას მსოფლიო ოკეანეში წყლის დონის დაწევაც მოჰყვა. შედეგად მეგალოდონის ძირითადი რაციონის - ულვაშიანი ვეშაპების ბევრი სახეობა გადაშენდა. გადარჩენილი ვეშაპები უფრო მიჩვეულები იყვნენ შეცვლილ გარემო პირობებს. მათ ცურვის სიჩქარეც მეტი ჰქონდათ. მათზე ნადირობა მეგალოდონს უჭირდა. ამას ემატებოდა სხვა, უფრო სწრაფი მტაცებლების კონკურენციაც.

მეცნიერთა აზრით, მეგალოდონის გადაშენება მთელი ამ ფაქტორების ერთობლიობამ გამოიწვია.

იქნებ, არ გადაშენებულა?

ამის მიუხედავად, მეგალოდონის გარშემო სხვადასხვა სპეკულაციები არ წყდება. ზოგს მიაჩნია, რომ ისინი გადარჩნენ და მსოფლიო ოკეანის მიყრუებულ ადგილებში კიდევ შეიძლება მათი ნახვა. იღებენ „დოკუმენტურ“ ფილმებს, აქვეყნებენ ფოტოებს და „თვითმხილველთა“ მონათხრობებს.

ოფიციალურად ეს მტაცებელი გადაშენებულია. მეგალოდონის ყველაზე „ახალგაზრდა“ ნეშტი 1,5 მილიონი წლისაა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ ტირიან ადამიანები? - ნახეთ მე...

რატომ ტირიან ადამიანები?

ბზიკი და ფუტკარი – რა განსხვავებაა...

ბზიკი და ფუტკარი – რა
განსხვავებაა მათ შორის

ვინ და როდის გამოიგონა გლობუსი?

ვინ გამოიგონა გლობუსი

მაცუტაკე - ძვირად ღირებული სოკოს სა...

სოკო მაცუტაკე

რატომ არის კალათბურთის ბურთი ნარინჯ...

რატომ არის კალათბურთის
ბურთი ნარინჯისფერი?

რატომ არის გველი მედიცინის სიმბოლო?

მედიცინის სიმბოლო
მითოლოგიაში

სისხლის ჯგუფი და ადამიანის ხასიათი

სისხლის ჯგუფი და
ადამიანის ხასიათი

წავიდა ცისარტყელაზე - რატომ მოიხსენ...

წავიდა ცისარტყელაზე -
ფრაზის განმარტება

„ნიშანი ზემოდან“ - რას უნდა ველოდეთ...

რას უნდა ველოდეთ, თუ
კვერცხში ორი გულია