იცით თუ არა

ბროწეულის ქერქი ოთახის მცენარეების მოსავლელად

fun time

18:33 შაბ. 22 ნოემბერი, 2025 წელი

ბროწეულის ქერქი ოთახის
მცენარეების მოსავლელად

14
დაკოპირებულია

ბროწეული იმაზე სასარგებლოა, ვიდრე წარმოგიდგენიათ. გარდა იმისა, რომ  ის A, C, E, B1, B2, PP ვიტამინებს და სასარგებლო მინერალებს შეიცავს, მისი ქერქი მცენარის ჯანმრთელობისთვის ნამდვილი საგანძურია.

ბროწეულის ქერქი შეიცავს

ნივთიერებებს, რომლებიც მავნებლებს აფრთხობს. მაგალითად, ალკალოიდებს, რომლებისაც ნიადაგის ნემატოდებს ცეცხლივით ეშინიათ.

ტანინებს, რომლებიც მცენარეთა დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებს და ფიტოპათოგენურ სოკოს სპობენ.

ისეთ მიკროელემენტებს, როგორიცაა სელენი, მანგანუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალიუმი, რკინა, კობალტი, სელენი და ა.შ.

ურსოლის მჟავას, რომელსაც მკვეთრად გამოხატული ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს.

B, C, E და PP ვიტამინებს.

ბროწეულის ქერქის ნაყენის მომზადება

მცენარეების მოსავლელად ბროწეულის ქერქის ნაყენის მომზადება ადვილია. ერთი დიდი ბროწეულის ქერქს დაასხით ერთი ლიტრი თბილი წყალი (არა მდუღარე!) და კონტეინერი ორი დღით ბნელ ადგილას მოათავსეთ.

მზა ნაყენი გადაწურეთ და მცენარეები მორწყეთ - თითოეულ მცენარეს 3-4 სუფრის კოვზი ნაყენი უნდა დაუსხათ.

ბროწეულის ქერქისგან მცენარეების მოვლის საშუალების დამზადება სხვა გზითაც შეიძლება - ქერქები კარგად უნდა გააშროთ და ყავის საფქვავში დაფქვათ. დაფქული ბროწეულის კანი თავდახურულ ქილაში შეინახეთ და მცენარეთა კვებისა და პროფილაქტიკისთვის გამოიყენეთ.

მცენარის დარგვის ან გადარგვის დროს ნიადაგის ყოველ ლიტრზე 2 სუფრის კოვზი ქერქის ფხვნილი დაამატეთ.

ბროწეულის ქერქის ფხვნილით შეგიძლიათ სამკურნალო ნაყენიც მოამზადოთ - ერთ ლიტრ თბილ წყალში ჩაყარეთ 2-3 სუფრის კოვზი ბროწეულის ქერქის ფხვნილი, ორი დღით ბნელ ადგილას გააჩერეთ და შემდეგ მცენარეები მორწყეთ.

ბროწეულის ქერქზე დამზადებული სასუქები ძალიან სასარგებლოა, როდესაც მცენარე ზრდას ან ყვავილობას წყვეტს. ასეთი სასუქების შედეგები სწრაფად ჩანს.

***

ბროწეულის სარგებელი - ეს, შესაძლოა, აქამდე არ გსმენიათ

ჩრდილის ამტანი მცენარეები - თუ თქვენს ფანჯრებში მზის შუქი არ შემოდის


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თუ სახლში შენიშნეთ, გაუფრთხილდით —...

რატომ არ უნდა მოკლათ
მრავალფეხა

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა