საკნატუნო ამბები

იაპონიაში ტალახით სახლების აშენება დაიწყეს

fun time

16:22 სამ. 5 აგვისტო, 2025 წელი

იაპონიაში ტალახით
სახლების აშენება დაიწყეს

14
დაკოპირებულია

იაპონურმა სამშენებლო კომპანიამ - Lib Work გამოაცხადა, რომ  განსაკუთრებული მასალისგან დამზადებული, 3D პრინტერზე დაბეჭდილი სახლების გაყიდვას იწყებს. როგორც სამეცნიერო-პოპულარული გამოცემა Popular Science წერს, მასალა თიხიანი მიწის, კირის და ბუნებრივი ბოჭკოების ნაზავს წარმოადგენს.

დღეს ცნობილია, რომ 3D პრონტერზე დაბეჭდილი სახლების უმრავლესობა პლასტმასის ან ცემენტის ნარევებისგან მზადდება. იაპონელმა გამომგონებლებმა კი საწყის ნედლეულად ბუნებრივი მასალები - თიხა, კირი და მცენარეული ბოჭკოები გამოიყენეს.

აღსანიშნავია, რომ ასეთი სახლები ხუთჯერ უფრო გამძლეა, ვიდრე ცემენტით აგებული წინა მოდელები.

ბეჭდვა უშუალოდ მშენებლობის ადგილზე განხორციელდა: პირველ ეტაპზე დაამონტაჟეს 3D პრინტერი, შემდეგ კი მისი დახმარებით შენობის კარკასი შექმნეს. ამას კარები, ფანჯრები, სანტექნიკა და საინჟინრო სისტემების ელემენტები მოჰყვა. რაც განსაკუთრებით საინტერესოა, სახლები აღჭურვილია მზის პანელებითა და აკუმულატორებით, რაც ენერგეტიკულ ავტონომიურობას უზრუნველყოფს.

ექსპერიმენტული წარმოების ეტაპზე, შენობების კედლებში დამონტაჟდა სენსორები, რომლებიც ტენიანობისა და თბოგამტარობის დონს ზომავენ.

ახალ სახლებში ბინების გაყიდვები 2025 წლის აგვისტოს ბოლოსთვის არის დაგეგმილი. მშენებლები იმედოვნებენ, რომ ადგილობრივი, ხელმისაწვდომი მასალების გამოყენება ახალ ტექნოლოგიას მასობრივი გამოყენებისთვის მიმზიდველს გახდის.

***

შენობა, რომელიც დამოუკიდებლად თბება და გრილდება - ნორვეგიელი არქიტექტორების პროექტი

აგურის ჩინური ალტერნატივა - ბამბუკის შენობები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელსაც სიზმრების ჩაწერა შეუძლია

წყარო: www.designboom.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო...

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა,
მით უფრო გრძელი
კონსტიტუცია აქვს

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელშ...

გუმას პრეფექტურის სოფელი
ნანმოკუ

10 ებრაული ანდაზა ცხოვრების შესახებ

10 ებრაული ანდაზა
ცხოვრებაზე

პერუში ააშენეს სახლი, რომლის სიგანე...

პერუში ააშენეს სახლი,
რომლის სიგანე 63
სანტიმეტრია

ვარსკვლავები და მათი უცნაური დიეტებ...

რენე ზელვეგერი

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

სამეფო კორგები — ელისაბედ II-ის მთა...

სამეფო კორგები

რატომ აკრძალა კეტჩუპი საბჭოთა კავში...

რატომ აკრძალა კეტჩუპი
საბჭოთა კავშირმა?

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge