საკნატუნო ამბები

აგურის ჩინური ალტერნატივა - ბამბუკის შენობები

fun time

18:23 ორშ. 12 სექტემბერი, 2022 წელი

ბამბუკი მშენებლობაში

14
დაკოპირებულია

სულ ახლახან, ჩინურ სოფელ ბაოქსიში ბამბუკის არქიტექტურის პირველი საერთაშორისო ბიენალე გაიმართა, სადაც მთლიანად ბამბუკისგან დამზადებული ნაგებობები წარმოადგინეს. ფესტივალის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს დაემტკიცებინათ, რომ ამ მასალის გამოყენება ნებისმიერი ინტერიერის ან ექსტერიერის დიზაინში შეიძლება. ბიენალეში 12 ცნობილი დიზაინერი და არქიტექტორი მონაწილეობდა ჩინეთიდან და მთელი მსოფლიოდან.

„საუკუნეების მანძილზე ბამბუკს სოფლის თემებში სხვადასხვანაირად იყენებდნენ. ამ სამშენებლო მასალას უამრავი კარგი თვისება აქვა, თუმცა ბოლო დროს ჩინეთში მისი აქტუალობა ბეტონის სასარგებლოდ მცირდება. ახალი ქალაქები იმდენად სწრაფად იზრდება, რომ ხშირად მშენებლობის ტრადიციულ ხერხებზე უარის თქმა გვიწევს.

ბიენალეს შემდეგ ბამბუკის გამოყენებას ნებისმიერი მშენებლობის დროს დავიწყებთ. სულ ერთია, ეს სასტუმრო იქნება, სასწავლო ცენტრი თუ ბიბლიოთეკა… ეს სოფლის გადარჩენის და ტურისტების მოზიდვის საუკეთესო საშუალებაა,“ - განაცხადა ბიენალეს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ბამბუკისგან აგებული მინი-ქალაქი წარმოადგინა.

უძველესი ჩინური სწავლების, ფენ-შუის მიხედვით, ბამბუკი არა მარტო ინტერიერს გაალამაზებს, არამედ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და ბარაქას მოგიტანთ და პიროვნული თვისებების განვითარებაში დაგეხმარებათ. ჩინეთში მას ბედნიერების მომტან მცენარესაც ეძახიან.

ფენ-შუის სწავლების თანახმად, ბამბუკის ენერგიის გამოყენება შესაძლებელია სიყვარულის მოსაზიდადაც. თუ მარტოხელა ხართ, ბამბუკი ახალი და საინტერესო ადამიანის პოვნაში დაგეხმარებათ.

აქვე დაგაინტერესებთ:

პერფექციონიზმი ჩინურად - ეს წარმოუდგენელი სანახაობაა!

ჩინეთის „ვენეცია“ - აქ დრო გაჩერდა

ჩინეთი და იაპონია - განსხვავებები ყოველდღიურ ცხოვრებაში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია

გამოიგონეს თვალის ლინზა, რომლითაც ს...

ლინზები ღამის ხედვისთვის