ჩინეთი და იაპონია - განსხვავებები ყოველდღიურ ცხოვრებაში
17:46 ოთხ. 13 ივლისი, 2022 წელი
ჩინეთი და იაპონია - ორივე აღმოსავლური კულტურის ნაწილია, მაგრამ ერთმანეთისგან ბევრი დეტალით განსხვავდებიან.
1. ფეხსაცმლის გახდა შენობაში შესვლისას
ჩინელები ფეხსაცმელს იხდიან მხოლოდ სახლში შესვლისას.
იაპონელები ფეხსაცმელს იხდიან ნებისმიერ შენობაში შესვლისას — სახლი, საავადმყოფო, რესტორანი, ზოგი ოფისი და ა.შ.). ტუალეტში შესასვლელად სპეციალური ჩუსტებია გამოყოფილი. იაპონური გენკანის (შესასვლელის) კულტურა, სადაც სუფთა და ბინძური ზონები მკაცრად არის გამიჯნული, იაპონური მენტალიტეტის (სისუფთავე და სხვების პატივისცემა) ქვაკუთხედია.

2. წელში მოხრა მისალმებისას
ჩინელები მისალმების და დამშვიდობების დროს არ იხრებიან. ჩინეთში წელში მოხრა (ბაი-ბაი) წარსულს ჩაბარდა და მას მხოლოდ ტაძრებში ან ღრმა პატივისცემის ნიშნად (მაგალითად, მასწავლებლის მიმართ) იყენებენ. დღეს ჩინეთში ჩვეულებრივი ხელის ჩამორთმევაა მიღებული.
წელში მოხრა მისალმებისას იაპონური წესია. იაპონელები თავის უნებურად, ტელეფონზე საუბრის დროსაც კი წელში იხრებიან. ეს ჟესტი სოციალური იერარქიის გამოხატვის მთავარი ინსტრუმენტია. იაპონიაში დახრის კუთხეც კი განსაზღვრავს სტატუსს.

3. რელიგია
ჩინეთში კი კონფუციანობას აღიარებენ. ჩინეთში კონფუციანობა უფრო მეტად სოციალური ფილოსოფია და ეთიკაა, ვიდრე რელიგია, რომელიც დაოიზმთან და ბუდიზმთან ერთად ქმნის "სამ სწავლებას" (სან ძიაო).
იაპონიაში სინტოიზმი და ბუდიზმი ერთმანეთს არ გამორიცხავს — იაპონელთა უმეტესობა ორივე რიტუალს ასრულებს. თუმცა სინტოიზმი ექსკლუზიურად იაპონურია და მათ ბუნებისადმი მოპყრობას განსაზღვრავს.

4. საბრძოლო ხელოვნება
ჩინეთი - უშუ და კუნგფუ; ჩინური საბრძოლო ხელოვნება ეფუძნება მოქნილობას, ცხოველთა მოძრაობებსა და შინაგან ენერგიას (ჩი).
იაპონია - სუმო, ძიუდო, აიკიდო, კარატე, ჯიუ-ჯიცუ, უფრო მეტად ორიენტირებულია დისციპლინაზე, თავდაცვასა და ეფექტურობაზე.

5. სამზარეულო
ჩინელები კი მრავალფეროვნებას (ცეცხლისა და სანელებლების ხელოვნებას) ანიჭებენ უპირატესობას. ისინი უმ საჭმელს პრაქტიკულად არ ჭამენ — ყველაფერი იწვება, იხარშება ან ორთქლზე მუშავდება. მათი საყვარელი კერძებია: დიმსამი და შემწვარი ბრინჯი.
იაპონური სამზარეულოს ესთეტიკა მინიმალიზმია. აქ მთავარი დელიკატესები უმი თევზის კერძებია - სუში, როლები და საშიმი.

6. ჯდომა
ჩინელები უპირატესობას სკამებს ანიჭებენ. მათ სკამების გამოყენება ჯერ კიდევ ტანის დინასტიის დროს (VII-X სს) დაიწყეს და აზიაში ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც მიწაზე ან ტატამზე ჯდომა ჩაანაცვლა.
იაპონიაში ჯდომა მთელი ხელოვნებაა. იაპონურ ტრადიციულ, მუხლებზე ჯდომას სეიზა (მუხლებზე ჯდომა) ჰქვია.

7. ტანსაცმელი
ჩინეთში ჰანფუ არის ტრადიციული, ისტორიული სამოსი (რომელიც ახლა ახალგაზრდებში ძალიან პოპულარულია), ასევე ტრადიციულია ციპაო (მჭიდროდ მომდგარი კაბა), თუმცა შედარებით გვიანდელი, მანჯურიული წარმოშობისაა.
იაპონია - კიმონო იაპონიის სიმბოლოა.

8. მედიცინა
ჩინეთი - აკუპუნქტურა (ნემსებით მკურნალობა) ჩინური ტრადიციული მედიცინის ნაწილია.
იაპონია - შიაცუ (ში – თითი, აცუ – დაჭერა, დაწოლა) იაპონური თერაპიაა, რომელიც იაპონიაში XX საუკუნეში ჩამოყალიბდა, თუმცა ისიც ჩინურ მერიდიანების თეორიას ეყრდნობა.

9. სიმბოლოები
იაპონია - საკურა, მზე და ქრიზანთემა (იმპერატორის სიმბოლო).
ჩინეთი - დრაკონი, პანდა და ნეფრიტი.
ეს სიმბოლოები ზუსტად გამოხატავს მათ ხასიათს: დრაკონი — ძალაუფლება და სიდიადე; საკურა — სილამაზე და სიცოცხლის წარმავლობა (მონო ნო ავარე).
10. მეომრები
იაპონია - სამურაი და ნინძა. სიტყვა "სამურაი" მოდის ზმნიდან საბურაუ (მსახურება). ისინი თავიანთი ბატონის მცველები და მსახურები იყვნენ და მხოლოდ ამის შემდეგ მეომრები.
ჩინეთი - ტერაკოტის არმია. ეს იმპერატორ ცინ ში ხუანდის რეალური არმიის ასლია, რომელიც საუკუნეებით უსწრებს წინ სამურაების ეპოქას.

ეს აჩვენებს ისტორიულ განსხვავებას: იაპონიაში საუკუნეების მანძილზე სამხედრო კლასი (შოგუნატი) მართავდა ქვეყანას, ჩინეთში კი ძალაუფლება ყოველთვის ბიუროკრატებსა და იმპერატორებს ჰქონდათ.
ესეც საინტერესოა 👇
სიახლეები ამავე კატეგორიიდან