საკნატუნო ამბები

იაპონიაში აღმოაჩინეს ოჯახური სასტუმრო, რომელიც 13 საუკუნეა, მუშაობს!

fun time

19:35 ოთხ. 15 დეკემბერი, 2021 წელი

მსოფლიოში უძველესი
სასტუმრო

14
დაკოპირებულია

ეს მითი არ არის, სასტუმრო ნამდვილად 705 წელს აშენდა. 2011 წელს ის გინესის რეკორდების წიგნში ოფიციალურად შეიტანეს, როგორც მსოფლიოს უძველესი სასტუმრო, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.

ნისიამა ონსენ კეიუნკამის (Nishiyama Onsen Keiunkan) მფლობელებმა შეუძლებელი შეძლეს - მათი სასტუმრო 705 წლიდან მუშაობს და სტუმრებისა და მფლობელების ათობით თაობა გამოიცვალა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ სასტუმრო არც პოპულარულ ზღვისპირა კურორტზე მდებარეობს და არც დედაქალაქში, ჩნდება კითხვა - რა არის ასეთი ხანგრძლივი პოპულარობის საიდუმლო?

სასტუმრო, რომელმაც ერთი ოჯახის 52 თაობას უმასპინლა

სასტუმრო გამჭრიახმა იაპონელმა მეწარმემ და იმპერატორ ტენძის თანაშემწის შვილმა ფუჯივარა მაჰიტომ გახსნა. თავის მხრივ, იმპერატორი ტენძი ცნობილია, როგორც უშიშარი მეომარი, კარგი პოეტი და პირველი იურიდიული კოდექსის ავტორი. მოგვიანებით ფუჯივარას ოჯახი იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ცნობილი ოჯახი გახდა.

შესაძლოა, იმპერატორის მფარველობა მაჰიტოსთვის ხელის შემწყობი ფაქტორი გახდა წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად. სასტუმროს არსებობის მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე აქაურობის მართვამ 52 თაობის ხელში გაიარა და ყველა მათგანი ერთი და იგივე ოჯახის შთამომავალია. ეს საოჯახო ბიზნესი გახლავთ, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო.

რა არის სასტუმროს პოპულარობის საიდუმლო?

ამ უნიკალურმა სასტუმრომ პოპულარობა თავისი თერმული წყლების წყალობით მოიპოვა. ის კუნძულ ჰონსიუზე, იამანასის პრეფექტურაში მდებარეობს და თერმული წყლები 1300 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ადგილობრივი წყაროებიდან მოეწოდება. სხვათა შორის, ძველი იაპონელები სპა პროცედურებს თანამედროვე ადამიანებზე ნაკლებად არ აფასებდნენ.

ონსენის თერმულ სამკურნალო წყაროებს გახურებული ქვები აცხელებს, რომლებსაც იაპონელები პლანეტის ცეცხლოვან გულს უწოდებენ. უძველეს დროს ბრძოლაში დაჭრილი მებრძოლები თერმული წყლით ჭრილობებს იბანდნენ და ღმერთებს გადარჩენისთვის მადლობას უძღვნიდნენ. სპეციალისტების აზრით Nishiyama Onsen Keiunkan-ის პოპულარობა სწორედ ადგილობრივ წყაროებზე მოთხოვნას უკავშირდება. სხვათა შორის, სასტუმროს ონკანებში ბუნებრივად ცხელი წყალი მოედინება და გათბობის სისტემასაც იგივე წყალი ამუშავებს.

გარდა ამისა, ნისიამა ონსენ კეიუნკამი ერთ-ერთ უძველეს მარშრუტზე მდებარეობს, რომელიც ფუჯის მთისკენ მიემართება. შინტუს რწმენა ფუჯის მთას ღვთაების რანგში განიხილავს. ცნობილია, რომ ფუჯის მთა უძველესი დროიდან იაპონიის იმპერატორების პილიგრიმობის ობიექტი და სამურაები საბრძოლო მომზადების ადგილი გახლდათ. ფუჯისკენ მიმავალი ან ფუჯიდან მომავალი მდიდარი იაპონელები სიამოვნებით ჩერდებოდნენ თერმული წყყლებით სახელგანთქმულ სასტუმროში. სტუმრებს შორის სასტიკი სამურაები და ყოვლისშემძლე იმპერატორებიც იყვნენ. რა თქმა უნდა, 13 საუკუნის განმავლობაში, შენობის ბევრჯერ დაანგრიეს და ააშენეს, მაგრამ სამი ფაქტორი უცვლელი დარჩა: სასტუმროს ხელსაყრელი მდებარეობა, თვალწარმტაცი ხედები და პოპულარობა.

რა არის „ონსენი“

ტრადიციული იაპონური ონსენი ბუნებრივი წყაროა, მაგრამ მოგვიანებით მინერალური წყლით სავსე აბაზანებიც გაჩნდა. და თუ ადრე ასეთი აბანოები შერეული გახლდათ (ორივე სქესის წარმომადგენლები ერთად ბანაობდნენ), ახლა მამაკაცებისთვის და ქალებისთვის ცალ-ცალკე აბაზანებია.

იაპონური წყლის პროცედურის დაწყებამდე, საცურაო აუზზე ვიზიტის მსგავსად, ტანს საპნით იბანენ.

ონსენი საკრალური, თითქმის წმინდა ადგილია. ასეთი აბაზანის მიღების დროს სრულიად მოდუნებლ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ბუნებით ტკბებიან და მარადიულობაზე ფიქრობენ.

უძველესი სასტუმროს თანამედროვე ცხოვრება

ამჟამად სასტუმროში სტუმრებს 40-მდე ნომერი და რამდენიმე აბანო ელით. აქედან ზოგი ღია ცის ქვეშ მდებარეობს, ზოგი კი შენობაში.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს უძველესი სასტუმრო ძირითადად შიდა ტურიზმზეა გათვლილი, ბოლო დროს მას ევროპელებიც სტუმრობენ - ძირითადად, ფუჯის მთიდან დაბრუნებისას, როგორც ამას ძველად იაპონიის მმართველები აკეთებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო ძალიან თანამედროვედ გამოიყურება (შესანიშნავი რემონტი, იდეალური სამზარეულო და მომსახურება და ა.შ.), ის მაინც იაპონურ ტრადიციებს ინარჩუნებს.

მაგალითად, სტუმრები შენობაში შესვლისას ფეხსაცმელს იხდიან, ჭამის დროს იატაკზე სხედან და უმეტესად, იაპონური ეროვნული სამოსი აცვიათ.

სასტუმროში WI-FI არ არის, თუმცა სტუმრებს ასეთი კონსერვატიზმი საერთოდ არ აწუხებთ. ისინი მზად არიან, ქალაქიდან მოშორებით, მდებარე პლანეტის უძველეს საოჯახო სასტუმროში ცხოვრებისთვის ისეთივე მაღალი საფასური გადაიხადონ, როგორსაც მსოფლიოს უდიდესი ქალაქების იმავე კლასის სასტუმროებში იხდიან.

ასევე, დაგაინტერესებთ 🔰:

იაპონიის 10 უცნაურობა

მსხლის მუზეუმი იაპონიაში

სად მდებარეობს მსოფლიოში ერთადერთი ოქროს სასტუმრო


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი

შენობა, რომელიც დამოუკიდებლად თბება...

პასიური სახლები - მომავლის
პროექტი

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხე, სადა...

სან პედროს ციხე ბოლივიაში

ვიწრო სახლი, სადაც იმაზე მეტი სივრც...

ყველაზე ვიწრო სახლი
მსოფლიოში