საკნატუნო ამბები

ყავის ჭიქიდან დაწყებული, უნიტაზით დამთავრებული - მსოფლიოში ერთადერთი ოქროს სასტუმრო

fun time

17:43 ხუთ. 6 მაისი, 2021 წელი

ოქროს სასტუმრო ჰანოეში

14
დაკოპირებულია

ამ სასტუმროში აბაზანის ნიჟარებიდან და უნიტაზებიდან დაწყებული, პანორამული აუზებით დამთავრებული, ყველაფერი 24-კარატიანი ოქროთი დაფარულია. სტუმრებს ფაქტობრივად, ოქროზე სძინავთ, ოქროზე მირთმევენ და დადიან.

25 სართულიანი შენობა, რომელიც შიგნიდანაც და გარედანაც ოქროთი მოვარაყებულია, ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში მდებარეობს.

სასტუმროს სახელია „The Dolce by Wyndham Hanoi Golden Lake“.

სტუმრებს, რომლებსაც ძვირად ღირებულ გარემოში ცხოვრება სურთ, იმედგაცრუება არ ელით - სასტუმროს მშენებლობაზე და მოპირკეთებაზე 200 მილიონი დოლარის დახარჯვის მიუხედავად, აქ სრულიად მისაღები ფასებია, რომელიც 250 დოლარიდან იწყება.

სასტუმროში თითქმის ყველაფერი მოოქრულია: ყავის ჭიქები, აბაზანები, ნიჟარები და ტუალეტები და სახურავზე განთავსებული აუზიც კი 24 კარატიანი ოქროთი დაფარულია.

ნათქვამია, ერთხელ ნანახი ასჯერ მოსმენილს სჯობსო, ამიტომ ამ აღმაშფოთებლად მდიდრული სასტუმროს ფოტოებს გთავაზობთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ გაჩნდა დაბადების დღის აღნიშვნ...

როგორ გაჩნდა დაბადების
დღის აღნიშვნის ტრადიცია

გაგიმარჯოს! — როგორ გაჩნდა ჭიქების...

როგორ გაჩნდა ჭიქების
მიჭახუნების ტრადიცია

ვინ იყო კაცი, რომელიც ერთდროულად, 2...

ფელა ანიკულაპო კუტი

რატომ ითრევს ჭაობი ადამიანს?

ჭაობები საქართველოში

რატომ გაიზარდა საფრანგეთში სიგარეტზ...

რატომ გაიზარდა
საფრანგეთში სიგარეტზე
მოთხოვნა

რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსის გარ...

რა მნიშვნელობა აქვს
პოლიტიკოსის გარეგნობას?

კარნი-მატა - ტაძარი, სადაც შავ ვირთ...

კარნი-მატას ტაძარი

ბრიტანელების 15 ჩვევა, რომელიც უცხო...

ბრიტანელების 15 ჩვევა,
რომელიც უცხოელებს აოცებს

როგორ ახერხებენ იაპონელები ქალაქებშ...

ქუჩების დასახელებების
თავისებურება იაპონიაში