საკნატუნო ამბები

შენობა, რომელიც დამოუკიდებლად თბება და გრილდება

fun time

17:30 ხუთ. 3 ოქტომბერი, 2024 წელი

პასიური სახლები - მომავლის
პროექტი

14
დაკოპირებულია

ნორვეგიაში, პოლარული წრის ჩრდილოეთით სოფელი კაუტოკეინო (Kautokeino) მდებარეობს, სადაც ჰაერის ტემპერატურა -45 °C-ს აღწევს. რთული კლიმატური პირობების მიუხედავად, აქ მხიარული და ოპტიმისტი საამები ცხოვრობენ, რომლებსაც საკუთარი სოფელი ძალიან უყვართ. 

ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საამებისთვის (ეთნიკური ჯგუფი ევროპაში. ცხოვრობენ ნორვეგიაში, შვედეთში, ფინეთსა და რუსეთში (კარელიაში)) საჩუქარი გაეკეთებინა და არქიტექტურულ ბიურო Snøhetta-ს ახალი კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრის დაპროექტება დაავალა.

შედეგად, კომპანიამ შექმნა ხის შენობა, რომელიც გათბობისა და გაგრილების თვალსაზრისით, 90%-ით ავტონომიურია.

ხისგან აგებული შენობის ფართობი7200 მ²-ია და მას 4930 მ² -ის ფართობის სახურავი აქვს, რომელიც ზოგ ადგილებში მიწამდე ეშვება.

ცენტრის შენობის უჩვეულო ფორმა ბუნებრივად ღია ზონებს ქმნის. მთავარი შესასვლელი სამხრეთ მხარესაა მოქცეული და დაქანებული სახურავი იცავს უამინდობისგან. შენობის შიგნით განთავსებულია თეატრი და სკოლა.

ინტერიერში ბუნებრივი ხის სილამაზე შერწყმულია ადგილობრივი ოსტატების შემოქმედებასთან.

***

შენობა პასიური სახლის (Passive house - სახლები, სადაც ტრადიციული გათბობა/გაგრილების სისტემების გარეშეც შესაძლებელია ზამთარში თბილოდეს და ზაფხულში გრილოდეს) მკაცრი ეკოლოგიური სტანდარტებით აშენდა. ეს გულისხმობს თბოიზოლაციის და ჰერმეტულობის მაღალ დონეს, რაც მინიმალური გათბობის ან გაგრილების გზით სტაბილური ტემპერატურის მიღების საშუალებას იძლევა.

გარდა ამისა, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი გათბობისთვის გეოთერმულ წყლებს იყენებს. შენობა გათბობისა და გაგრილებისთვის საჭირო ენერგიის 90%-ს 250 მ სიღრმეზე მყოფი, 40 გეოთერმული ჭაბურღილის წყალობით მოიპოვებს. ჭაბურღილები ორ ტუმბოს ამუშავებენ, რომლებიც როგორც გათბობას, ისე გაგრილებას უზრუნველყოფენ, ხოლო გეოთერმული ჭაბურღილების თბოგამცვლელები ზედმეტ სითბოს უკან აბრუნებენ.

ვინაიდან საამების კულტურას პარკებისა და ურბანული სივრცეების გაშენების ტრადიცია არ აქვს, სკოლის ირგვლივ ბუნებრივი გამწვანებაა.

პროექტი Čoarvemátta 2021 წელს ექსპლუატაციაში შევიდა და სულ ახლახან, გაიხსნა.

ესეც დაგაინტერესებთ:

აგურის ჩინური ალტერნატივა - ბამბუკის შენობები



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია

გამოიგონეს თვალის ლინზა, რომლითაც ს...

ლინზები ღამის ხედვისთვის