საკნატუნო ამბები

ამერიკელი ქალი 25-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა ქმარს, რომელმაც ნამცხვრის ნაჭერი შეუჭამა

fun time

17:02 ოთხ. 5 ნოემბერი

განქორწინება ნამცხვრის
საბაბით

14
დაკოპირებულია

აშშ-ში მცხოვრები ქალი ქმარს, რომელმაც ნამცხვრის ნაჭერი შეუჭამა 25 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქმარმა მათი ქორწილის 25 წლისთავის აღსანიშნავად მოგზაურობა მოაწყო.

ქალის მონაყოლიდან ირკვევა, რომ წყვილის ურთიერთობა ბოლო დროს ძალიან დაიძაბა - მათ ცალ-ცალკე ოთახებში ეძინათ და იშვიათად ურთიერთობდნენ. არსებობდა იმედი, რომ ერთობლივი მოგზაურობა ურთიერთობების აღდგენას დაეხმარებოდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.

პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც ქმარმა იმ სასტუმროს ნომრები დაჯავშნა, სადაც წლების წინ ცუდი მომსახურება მიიღეს და ამის გამო დაიფიცეს, რომ იქ არასოდეს გაჩერდებოდნენ.

მამაკაცმა ისევ ამ სასტუმროს დაჯავშნის ფაქტი ზაფხულის სეზონზე სასტუმროების გადატვირთულობით ახსნა.

სეირნობის დროს ის ცივად იქცეოდა და ცდილობდა ცოლს არ შეხებოდა.
ვახშამზე წყვილმა ჩიზქეიქი შეუკვეთა. ცოლმა გადაწყვიტა, რომ თავისი ნაჭერი საუზმისთვის შეენახა, თუმცა, დილით დესერტი აღარ დახვდა.

„მაცივარს ვაღებ და ცარიელია. ჩემი ნამცხვარი აღარ არის, ის კი დგას და იცინის“, - ჰყვება ქალი.

მსუნაგმა ქმარმა აღიარა, რომ ცოლს ნამცხვარი შეუჭამა, მაგრამ მისგან ასეთ მწვავე რეაქციას არ ელოდა - ქალმა განქორწინება მტკიცედ გადაწყვიტა და სასამართლოს მიმართა.

„საქმე ნამცხვარს კი არა, იმ 25 წელს ეხებოდა, როდესაც მისგან ყურადღება და ზრუნვა მაკლდა“, - განმარტა ქალმა.

***

როგორ მივხვდეთ საქორწილო ფოტოებით, რომ წყვილი მალევე განქორწინდება

განქორწინება - უცნობი ფაქტები, მიზეზები და სტატისტიკა

რატომ იკეთებს მართლმადიდებელი საქორწინო ბეჭედს მარჯვენა ხელზე? - საინტერესო ფაქტები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ ღებავენ შოტლანდიელები კარს წი...

რატომ ღებავენ
შოტლანდიელები კარს
წითლად

ჩინეთი 2027 წელს „ხელოვნურ მზეს“ აა...

ჩინეთი 2027 წელს „ხელოვნურ
მზეს“ აანთებს

პროფესიები, რომლებსაც მალე ხელოვნურ...

პროფესიები, რომლებსაც
ხელოვნური ინტელექტი
ჩაანაცვლებს

იაპონიაში ადამიანის დასაბანი მანქან...

იაპონიაში ადამიანის
დასაბანი მანქანა შექმნეს

საშიშია თუ არა „მტირალა“ ფანჯრები?

საშიშია თუ არა ფანჯრების
„მტირალა“ მინა?

ჩინეთში „მსუქანი კატების კუნძული“ ა...

მსუქანი კატების კუნძული
ჩინეთში

როგორ აცხობენ კოსმონავტების პურს და...

როგორ აცხობენ
კოსმონავტების პურს

ჩერნობილის ნანგრევებში იპოვეს შავი...

შავი სოკო ჩერნობილიდან

რედაქტირებული გენომის მქონე ობობამ...

რედაქტირებული გენომის
მქონე ობობა