იცით თუ არა

რატომ იკეთებს მართლმადიდებელი საქორწინო ბეჭედს მარჯვენა ხელზე? - საინტერესო ფაქტები

fun time

16:46 ოთხ. 6 ნოემბერი, 2024 წელი

საქორწინო ბეჭედი
მარჯვენა ხელზე

14
დაკოპირებულია

საქორწინო ბეჭედი უბრალოდ სამკაული არაა! ის სიყვარულის სიმბოლოა, რომელიც მთელი ცხოვრება მიგყვება, ამიტომ სასურველია, მის შესახებ მეტი ვიცოდეთ:

1. საქორწინო ბეჭდის მოდა მე-15 საუკუნის ბოლოს, მდიდარ ვენეციელებში გაჩენილა, რომლებიც უპირატესობას ბრილიანტებით გაფორმებულ ბეჭდებს ანიჭებდნენ.

2. ვიქტორიანული ეპოქის ინგლისში განსაკუთრებით პოპულარული ყოფილა გველის ფორმის საქორწინო ბეჭედი ლალის თვლით. ცნობისთვის, რგოლივით დახვეული გველი უსასრულობის სიმბოლოა.

3. საბჭოთა მოქალაქეებს სწამდათ, რომ საქორწინო ბეჭედი ქვის გარეშე უნდა ყოფილიყო. მიაჩნდათ, რომ ქვები ოჯახის ცხოვრებაში დაბრკოლებებს განასახიერებდა. გამორიცხული არ არის, რომ ასეთი ცრურწმენის მიზეზი ძვირფასი ქვების დეფიციტი იყო. დღეს პატარძლების დაახლოებით 70% ნიშნობისთვის ბრილიანტისთვლიან ბეჭედს ირჩევს.

4. თუ თვლებიანი საქორწინო ბეჭდის შეძენა გადაწყვიტეთ, გირჩევთ არჩევანი საფირზე შეაჩეროთ - ის ოჯახურ ბედნიერებას განასახიერებს. აკვამარინი ხანგრძლივ და ბედნიერ ქორწინებას და მეუღლეებს შორის ჰარმონიას მოგიტანთ. მარგალიტს უმჯობესია ერიდოთ, რადგან ის ცრემლების სიმბოლოა.

5. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პატარძლად ჰენრი VII-ის ქალიშვილი მიიჩნევა, რომელსაც ხელი ორი წლის ასაკში სთხოვეს - რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური ქორწინება იყო.

6. ქრისტიანობის სხვა კონფესიებისგან განსხვავებით, მართლმადიდებლები საქორწინო ბეჭედს მარჯვენა და არა მარცხენა ხელზე იკეთებენ, რასაც ეკლესია ასე განმარტავს:

ადამიანი საქმეს მარჯვენა ხელით უფრო მარჯვედ, უფრო კარგად აკეთებს, ამიტომ მარჯვენას უპირატესობას აბიჭებს. მარჯვენით ვწერთ, ვიბრძვით, ვესალმებით, პირჯვარს ვიწერთ... ძე ღმერთიც ადამიანური ბუნებით დაჯდა მარჯვენით მამისა და კაცობრივმა ბუნებამ ღვთაებრივის თანასწორი ძალაუფლება მიიღო, ამიტომ საქორწინო ბეჭედი, რომელიც მარადისობის სიმბოლოა (რგოლს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული) და ცოლ-ქმრის მარადიული ერთად ყოფნის ნიშანია, სასურველია სწორედ მარჯვენა ხელზე ეკეთოს დაქორწინებულს.

7. პატარძლების 99% საქორწინო ბეჭედს არათითზე იკეთებს, რაც უძველესი ტრადიციიდან მომდინარეობს. ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ უსახელო თითი სიყვარულის არტერიაა, რომელიც პირდაპირ კავშირშია გულთან. ძალიან რომანტიკული ვერსიაა, არა?

8. ბევრს მიაჩნია, რომ საქორწინო ბეჭდის ტრადიცია სათავეს ქრისტიანობიდან იღებს, მაგრამ არქეოლოგიურმა გათხრების შედეგებმა გვაჩვენა, რომ ამ სამკაულს ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV ათასწლეულში ატარებდნენ, ქრისტიანობამ კი საქორწინო ბეჭდები საქორწილო ცერემონიის სავალდებულო ატრიბუტად აქცია.

ესეც დაგაინტერესებთ:

საიდან შემოვიდა საქორწინო თაიგულის სროლის ტრადიცია?

მსოფლიოს უცნაური საქორწინო ტრადიციები



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში