იცით თუ არა

საიდან შემოვიდა საქორწინო თაიგულის სროლის ტრადიცია?

fun time

14:00 შაბ. 17 ივლისი, 2021 წელი

საქორწინო თაიგულის
სროლის ტრადიია

14
დაკოპირებულია

მიიჩნევა, რომ საქორწინო თაიგულის სროლის ტრადიცია შუა საუკუნეების ევროპაში იღებს სათავეს. სხვათა შორის, ეს სულაც არ უკავშირდება რაღაც ამაღლებულსა და სასიამოვნოს. და აი, რატომ...

 

შუა საუკუნეების ევროპაში პატარძლის კაბა ბედნიერების მომტან თილისმად მიიჩნეოდა. პატარძლის ირგვლივ მყოფი გასათხოვარი გოგოები ყველანაირად ცდილობდნენ, ამ თილისმის თუნდაც ერთი ნაკუწი მოეპოვებინათ.

ამიტომ არცთუ იშვიათი შემთხვევა იყო, როცა ჯვრისწერიდან გამოსული პატარძალი გასათხოვარი გოგოების ალყაში ექცეოდა, შედეგად კი სახლამდე დაფლეთილი კაბით აღწევდა.

მოგვიანებით, ძვირფასი საპატარძლო კაბის გაფრთხილების მიზნით, ეს ტრადიცია შეცვლილა - ბედნიერი ქორწინების მსურველს არა კაბის ნაკუწი, არამედ პატარძლის წინდის დამჭერი უნდა ჩაეგდო ხელში.

ეს კიდევ უფრო სახიფათო აღმოჩნდა, თუმცა ახლა უკვე პატარძლის ჯანმრთელობისთვის, რადგან გასათხოვარი ქალები პატარძლის წაქცევას და მისთვის წინდის გახდას ცდილობდნენ.
ეს უკანასკნელი იძულებული ხდებოდა, ბედნიერებისთვის მებრძოლი თავდამსხმელები ყვავილების თაიგულის სროლით მოეგერიებინა.

ამის შემდეგ უკვე მოგერიებული თაიგულის იქცა ბედნიერების მომტან თილისმად.
სხვათა შორის, დღეს ზოგიერთ ქვეყანაში პატარძალი თაიგულს შლის და სათითაო ყვავილებს ისვრის, რათა არავინ დატოვოს გულდაწყვეტილი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში