იცით თუ არა

მსოფლიოს უცნაური საქორწინო ტრადიციები

fun time

12:00 ორშ. 15 ნოემბერი, 2021 წელი

ნიგერიელი სიძე-პატარძალი

14
დაკოპირებულია

ჩვენებური თეფშის გატეხის ტრადიცია ან პატარძლის „გაყიდვა“ უბრალო ცელქობად მოგეჩვენებათ ზოგიერთი ქვეყნისა და ეროვნების საქორწილო რიტუალებთან შედარებით.

1. იავას კუნძული ინდონეზიაში

იავას კუნძულის ახალგაზრდებმა ადმინისტრაციისგან დაქორწინების ნებართვა რომ მიიღონ, ვალდებულები არიან, მკვდარი ვირთხების 25 კუდი შეაგროვონ. ისტორია აღარაფერს ჰყვება მკვდარი ვირთხების შემდგომი ბედის შესახებ, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ განქორწინების შემთხვევაში უკვე 40 კუდის შეგროვებაა საჭირო.

2. სპარსეთი

ამ სახელმწიფოს მამაკაცებს ყველაზე კარგად ესმით კოსმეტიკური პროცედურების მთელი „მშვენიერება“. კერძოდ, საქორწილო ცერემონიამდე მამაკაცები ვალდებულნი არიან, მთელ სხეულზე ეპილაცია გაიკეთონ! სიძეს ერთი ღერი თმა არ უნდა უჩანდეს არსად და ბავშვივით კანი უნდა ჰქონდეს.

3. ახალი გვინეა

პაპუასების პატარძალი ძალიან უცნაურად გამოიყურება - მას ფატის ნაცვლად თავზე ღორის ამობრუნებული მუცელი ახურავს! მათივე ტრადიციებით ქალის გულისა და ხელის პრეტენდენტი ვალდებულია, საცოლეს 20 სამოთხის ჩიტი, ზღვის ნიჟარა და ღორი აჩუქოს. ეს უკანასკნელი პაპუასებისთვის წმინდა ცხოველია.

4. აფრიკა

მაკუას ტომში არის ერთი ორიგინალური ტრადიცია, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენებურ ხელის თხოვნას, ოღონდ ჯვრისწერის რგოლების ნაცვლად იქაურ ბიჭებს პატარა ქვები მიაქვთ პირით თავიანთი რჩეულებისთვის! თუ გოგო თანახმაა, ის ამ „ღირებულ“ ძღვენს პირითვე იღებს.

5. ნიგერია

თუ ჩვენი ტრადიციებით სიძემ პატარძალი მისი ნათესავების სახალისო მოთხოვნების დაკმაყოფილებით უნდა „გამოისყიდოს“, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნიგერიაში მას ერთი კარგად მიბეგვავენ ჯოხებით, რადგანაც ეს საქორწინო ტრადიციად მიიჩნევა და ასევე, ამ გზით სასიძოს გამძლეობას ამოწმებენ.

6. ალბანეთი

ალბანეთში ახალდაქორწინებულებისთვის არანაირი პირველი ღამე არ არსებობს. ნაცვლად ნანატრი კანონიერი სექსუალური სიამოვნებისა, პირიქით, სიძე გააფთრებულ წინააღმდეგობას აწყდება საცოლისგან. ამ რიტუალით სამდღიანი თავშეკავება ელის ყველა სასიძოს. მიიჩნევა, რომ პატარძალი ასეთი საქციელით ბოროტ სულებს განდევნის და საკუთარ უბიწოებას ამტკიცებს.

7. ინგლისი

შუასაუკუნეების ინგლისში პატარძლებს ნამდვილად არ ულხინდათ. იმისთვის, რომ საკუთარი კარგი დიასახლისობა დაემტკიცებინათ, მათ ცალი ხელით უმძიმესი სკივრი უნდა აეწიათ. ვინც ამ გამოცდას თავს ვერ გაართმევდა, უმაქნის საცოლედ მიიჩნეოდა და მარტოობისთვის იყო განწირული.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული