რატომ ღებავენ შოტლანდიელები კარს წითლად? - ძველი ტრადიცია და მისი მნიშვნელობა
16:02
თუ შოტლანდიაში ყოფილხართ, აუცილებლად შენიშნავდით წითელ კარებს ქვის სახლების ან ქალაქის მკაცრი ფასადების ფონზე. შოტლანდიაში სახლის წითელი კარი სიმბოლო, ტრადიცია და სიამაყის მიზეზია.
და მაინც, რატომ ღებავენ შოტლანდიელები შესასვლელ კარს წითლად და რას ნიშნავს ეს მათთვის?
ვალებისგან გათავისუფლების სიმბოლო
შოტლანდიაში წითელი კარი მხოლოდ დეკორის ელემენტი კი არა, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მიღწევის განაცხადია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით, შოტლანდიელები კარს წითლად იმის საჩვენებლად ღებავენ, რომ იპოთეკა სრულად დაფარეს. ეს ერთგვარი ნიშანია მეზობლებისთვის, რომ ამიერიდან სახლი მთლიანად პატრონს ეკუთვნით.
ტრადიცია სათავეს წარსულიდან იღებს, როდესაც უვალო საკუთრება იშვიათობა და სიამაყის მიზეზი იყო. ამ შემთხვევაში, წითელი ფერი ფინანსური ვალდებულებებისგან თავისუფლებისა და სტაბილურობის სიმბოლოა.
წითელი, როგორც სტატუსის ნიშანი
იმის გასაგებად, თუ რატომ მაინცდამაინც წითელი, ისტორიას უნდა გადავხედოთ.
შუა საუკუნეებში წითელ საღებავს იშვიათი პიგმენტებისგან ამზადებდნენ და ის წარმოუდგენლად ძვირი იყო. ასეთი სააღებავის ყიდვის საშუალება მხოლოდ შეძლებული ადამიანებს — დიდებულებს, სასულიერო პირებს ან სამეფო ოჯახს ჰქონდათ. ლონდონის ან ედინბურგის მდიდართა სახლებში წითელი კარი მფლობელის გავლენას და კეეთილდღეობას უსვამდა ხაზს.
დღეს „წითელი კარის ტრადიციას“ ყველა შოტლანდიელი არ იცავს. თანამედროვე შოტლანდიაში წითელი კარი შეიძლება, უბრალოდ, დიზაინერული გადაწყვეტილება იყოს, მაგრამ ბევრისთვის ეს ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ეტაპის აღნიშვნის საშუალებაა.
ზოგი ხუმრობს - თუ სახლის მყიდველი იპოთეკას იღებს, ის წითელ კარს სხვა ფერში ღებავს, რომ ვალის გადახდის შემდეგ, ისევ წითლად შეღებოს და ვალებისგან გათავისუფლება სრულად შეიგრძნოსო.
დასკვნა
ამრიგად, შოტლანდიის წითელი კარი ტრადიციაზე მეტია. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ აღნიშნავენ ადამიანები თავიანთ მიღწევებს და ინარჩუნებენ კავშირს წარსულთან. წითელი კარი გამარჯვების, სიამაყისა და ცხოვრების ახალი ეტაპის სიმბოლოა.

ესეც დაგაინტერესებთ:
სკაი - შოტლანდიის ყველაზე ლამაზი კუნძული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან