საკნატუნო ამბები

უსახლკაროების სოფელი შოტლანდიაში

fun time

12:00 ოთხ. 27 აპრილი, 2022 წელი

შოტლანდიური სოფელი
უსახლკაროებისთვის

14
დაკოპირებულია

2012 წელს რესტორნებისა და მაღაზიების ქსელის Social Bite-ის მფლობელმა ჯოშ ლიტლჯონმა სპეციალური სოციალური პროექტი დაიწყო, რომელიც უსახლკაროებს საკვებით და სამუშაოთი უზრუნველყოფს. პროექტში მონაწილე ყოველი მეოთხე ადამიანი უსახლკაროა, ამიტომ სამსახური მნიშვნელოვანი მოტივაციაა ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნების გზაზე.

ჯოშ ლიტლჯონმა ღარიბი ადამიანების დასახმარებლად პატარა კაფე Social Bitea გახსნა, რომელიც 6 წელიწადში მაღაზიების, კაფეებისა და რესტორნების ქსელად იქცა. ბიზნესმენმა თავისი მაღაზიებიდან 100 000-ზე მეტი დასახელების ნივთი უსახლკაროებს გადასცა.

ლიტლჯონი თავის წარმატებულ კლიენტებს სთავაზობს, რომ ხელმოკლე თანამოქალაქეებს კეთილგანწყობის ნიშნად საუზმის ან სადილის საფასური გადაუხადონ და ბევრი ამას სიამოვნებით აკეთებს.

2018 წელს ჯოშ ლიტლჯონმა, თანამოაზრეების ჯგუფთან და საქველმოქმედო ორგანიზაცია Cyrenians- თან ერთად გაჭირვებული ადამიანებისთვის სოფლის აშენების პროექტი შეიმუშავა.

უსახლკაროს Social Bite Village -ში ცხოვრება მანამდე შეუძლია, სანამ ფინანსურად არ გაძლიერდება და საკუთარი სახლის ყიდვის საშუალება არ ექნება.

ბიზნესმენის აქტიურობის შემდეგ შოტლანდიის მთავრობამ უსახლკაროების პრობლემები პრიორიტეტულად გამოაცხადა. მთავრობამ რამდენიმე საქველმოქმედო პროექტი წამოიწყო, რომელიც უსახლკაროების პრობლემებს ნაწილობრივ მაინც გადაჭრის.

***

მსოფლიოს 6 ულამაზესი სოფელი

შოტლანდიის ყველაზე ლამაზი კუნძული

მისტიკური ხიდი შოტლანდიაში და ძაღლების სუიციდის დაუჯერებელი ამბები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ გაჩნდა დაბადების დღის აღნიშვნ...

როგორ გაჩნდა დაბადების
დღის აღნიშვნის ტრადიცია

გაგიმარჯოს! — როგორ გაჩნდა ჭიქების...

როგორ გაჩნდა ჭიქების
მიჭახუნების ტრადიცია

ვინ იყო კაცი, რომელიც ერთდროულად, 2...

ფელა ანიკულაპო კუტი

რატომ ითრევს ჭაობი ადამიანს?

ჭაობები საქართველოში

რატომ გაიზარდა საფრანგეთში სიგარეტზ...

რატომ გაიზარდა
საფრანგეთში სიგარეტზე
მოთხოვნა

რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსის გარ...

რა მნიშვნელობა აქვს
პოლიტიკოსის გარეგნობას?

კარნი-მატა - ტაძარი, სადაც შავ ვირთ...

კარნი-მატას ტაძარი

ბრიტანელების 15 ჩვევა, რომელიც უცხო...

ბრიტანელების 15 ჩვევა,
რომელიც უცხოელებს აოცებს

როგორ ახერხებენ იაპონელები ქალაქებშ...

ქუჩების დასახელებების
თავისებურება იაპონიაში