საკნატუნო ამბები

რით იზიდავს ტურისტებს მსოფლიოს 6 ულამაზესი სოფელი

fun time

19:33 ხუთ. 14 აპრილი, 2022 წელი

ვენგენი, შვეიცარია

14
დაკოპირებულია

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად პლანეტის ყველაზე ლამაზი და საინტერესო ადგილები ტურისტებით ივსება. მოგზაურებს  შორის განსაკუთრებული პოპულარობით 6 ულამაზესი სოფელი სარგებლობს, სადაც ადამიანებს ყველა საზრუნავი ავიწყდებათ.

გლოსტერშირის საგრაფო, ბილბერი ინგლისი

ეს პატარა სოფელი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ და ყველაზე ინგლისურ სოფელად ითვლება. მდინარე კოლნის ულამაზესი ხიდი, წმინდა მარიამის ეკლესია და მე-17 საუკუნის პატარა, ინგლისური სახლები ევროპული სოფლის იდეალური ნიმუშია.

ბანიო ვინიონი, ტოსკანა, იტალია

აგროტურიზმის მოყვარულებისთვის ტოსკანა ნამდვილი აღმოჩენაა. ნაყოფიერი მიწებისა და მინერალური წყაროების გარდა, ბანიო ვინიონი თავისი ისტორიული შენობებითაც ამაყობს. რეგიონის თერმული სასტუმროები მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ თუ ამ გასტრონომიულ სამოთხეს ეწვევით, ზედმეტი კილოგრამების მოსამატებლად უნდა მოემზადოთ.

ტორგნი, ვალონია, ბელგია

ტორგნი საფრანგეთის საზღვართან მდებარე პატარა ვალონური სოფელია. სოფელი „ზღაპრიდან“ აგროტურიზმის მოყვარულთა საყვარელ მარშრუტად იქცა. სტუმრების მომსახურებისთვის სოფელში სხვადასხვა კატეგორიის ათობით სასტუმრო და რესტორანი და კაფეა.

გოთჰორნი, ჰოლანდია

7.5 კმ. სიგრძის წყლის არხზე გაშენებულ ულამაზეს სოფელს ტურისტებმა „ჰოლანდიური ვენეცია“ შეარქვეს. სოფელში გადაადგილება მხოლოდ წყლის ტრანსპორტით არის შესაძლებელი. გოთჰორნი 1230 წელს დაარსებულმა სოფელმა პოპულარობა მხოლოდ მეოცე საუკუნეში, მას შემდეგ მოიპოვა, რაც ცნობილმა რეჟისორმა ბერტ ჰაანსტრამ 1958 წელს აქ კომედიური ფილმი გადაიღო.

ვენგენი, შვეიცარია

ამ ალპურ სოფელში 1000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ტურისტებში იმდენად პოპულარულია, რომ ერთ ადგილობრივ მოსახლეზე 5-დან 10-მდე ტურისტი მოდის. ამის მიზეზი სოფლის სილამაზის გარდა, ვენგენთან მდებარე სათხილამურო კურორტი და საოცარი კრიგსლოჰის მღვიმეა, რომელიც, ლეგენდის თანახმად, ომის მოახლოებას წინასწარმეტყველებს. მთის კრისტალურად სუფთა ჰაერი რომ არ დაბინძურდეს, ვენგენში ავტომობილით გადაადგილება აკრძალულია.

ოია, სანტორინი, საბერძნეთი

ვულკანური კუნძული სანტორინი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ადგილია, რომელსაც ყოველწლიურად, უამრავი შეყვარებული წყვილი სტუმრობს. ზღვის ულამაზესი ხედები, ქათქათა თეთრი სახლები ლურჯი სახურავებით და ისტორიული ძეგლები - სანტორინიში სანახავი ბევრია.

ესეც დაათვალიერეთ 👇😍

აფრიკული სოფელი, სადაც ყველა სახლი შემოქმედების ნიმუშია

სოფელი გამოქვაბულში - სკოლითა და კალათბურთის მოედნით

მსოფლიოს ქალაქები, რომლებიც 2100 წლამდე შეიძლება რუკიდან გაქრეს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი

შენობა, რომელიც დამოუკიდებლად თბება...

პასიური სახლები - მომავლის
პროექტი

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხე, სადა...

სან პედროს ციხე ბოლივიაში

ვიწრო სახლი, სადაც იმაზე მეტი სივრც...

ყველაზე ვიწრო სახლი
მსოფლიოში