საკნატუნო ამბები

მისტიკური ხიდი შოტლანდიაში და ძაღლების სუიციდის დაუჯერებელი ამბები

სალომე ჩაჩიბაია

20:00 ხუთ. 4 თებერვალი, 2021 წელი

ძაღლების სუიციდის ხიდი

14
დაკოპირებულია

„მეგონა მოკვდა. დარწმუნებული ვიყავი, ასე მოხდა“, - ჩუმად ამბობს მისის მაკინონი და ძაღლის მოჯადოების ისტორიას გვიყვება.

 

ის ორ შვილთან ერთად, შოტლანდიის ქალაქ დუმბარტოში ერთ-ერთ ხიდთან ახლოს მდებარე კაფეში იჯდა და ყავას წრუპავდა, როცა უცნაურ სანახაობას წაააწყდა:

„თავიდან მეგონა, ერთ ადგილზე გაიყინა. მერე თითქოს ენერგიის მოზღვავება იგრძნო და ხიდიდან გადაეშვა“, - იხსნებს მისის მაკინონი ნანახს.

ეს არ ყოფილა პირველი ძაღლი, რომელიც ამ ხიდიდან გადახტა.

ყველაფერი 1951 წელს დაიწყო. პრესის ინფორმაციით, 70 წლის განმავლობაში ძაღლის სუიციდის 600 შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივი მკვლევრების შეფასებით - 300.

ამ ამბის არაერთი ახსნა არსებობს. ერთი ვერსიით ძაღლებს ხიდის ქვემოთ არსებული სუნი იზიდავთ, თუმცა არსებობს ამის კონტრარგუმენტი, რაც ამბავს მისტიკურ ელფერს სძენს - ძაღლები, რომლებიც ხიდადან გადახტომის შემდეგ გადარჩებიან, ზემოთ ადიან და თავიდან ხტებიან.

ადგილობრივებს სწამთ, რომ აქ რაღაც პარანორმალურ მოვლენასთან აქვთ საქმე. უკვე წლებია ხიდზე გაფრთხილებაც გამოკრულია - თუ ძაღლს ასეირნებთ, გთხოვთ, გამოიჩინოთ ყურადღება და არ გაუშვათ.

„დუმბარტონში ხალხი ცრუმორწმუნეა”, - ამბობს ადგილობრივი ტაქსის მძღოლი, ალასტერ დუთონი -„ ჩვენ ოვერტუნის მიდამოებში ვთამაშობდით და აქ მოჩვენებების გვწამს. ჩვენ სულებს შევხვედრივართ ან გვიგვრძვნია მათი არსებობა.”

ამ ხიდს ეძღვნება ამერიკული სერიალის „აუხსნელი ფაილების“ ერთ-ერთი ეპიზოდი. ამ ფენომენის შესახებ მთელი წიგნია დაწერილი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საიდუმლო ისევ აუხსნელია.

შორიდან, ისე ჩანს, თითქოს მდიდარი ინდუსტრიალისტის, ჯეიმს უაითის მიერ დუმბარტონში 1895 წელს აშენებული ვიქტორიანული ხიდი რაღაც ზებუნებრივს მალავს. როგორც ამბობენ, მთელი შოტლანდია მსგავს საბურველშია გახვეული.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ ცხოვრობენ შვედურ „ხრუშჩოვკებშ...

შვედური „ხრუშჩოვკები“
Lamellhus

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო...

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა,
მით უფრო გრძელი
კონსტიტუცია აქვს

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელშ...

გუმას პრეფექტურის სოფელი
ნანმოკუ

10 ებრაული ანდაზა ცხოვრების შესახებ

10 ებრაული ანდაზა
ცხოვრებაზე

პერუში ააშენეს სახლი, რომლის სიგანე...

პერუში ააშენეს სახლი,
რომლის სიგანე 63
სანტიმეტრია

ვარსკვლავები და მათი უცნაური დიეტებ...

რენე ზელვეგერი

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

სამეფო კორგები — ელისაბედ II-ის მთა...

სამეფო კორგები

რატომ აკრძალა კეტჩუპი საბჭოთა კავში...

რატომ აკრძალა კეტჩუპი
საბჭოთა კავშირმა?