საკნატუნო ამბები

იაპონიაში ადამიანის დასაბანი მანქანა შექმნეს

fun time

18:22 სამ. 11 ნოემბერი, 2025 წელი

იაპონიაში ადამიანის
დასაბანი მანქანა შექმნეს

14
დაკოპირებულია

იაპონურმა კომპანიამ Science Co-მა  Osaka Expo 2025-ზე უჩვეულო პროექტი წარმოადგინა. ეს არის Mirai Ningen Sentakuki - ავტომატური კაფსული ბანაობისთვის, რომელიც ორგანიზმის გაწმენდის პროცესზე ზრუნავს. არსებითად, ეს  „ადამიანის სარეცხი მანქანაა“, სადაც წყლის ტემპერატურიდან ჰაერის სურნელამდე ყველაფერს ხელოვნური ინტელექტი აკონტროლებს. კაფსული გამოფენის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ინოვაციად იქცა.

კაფსულის შემქმნელები აცხადებენ, რომ მუშაობის დროს მათი შთაგონება იყო იაპონური ოფუროს კულტურია - ეს არის სხეულისა და სულის გაწმენდის ტრადიცია, რომელმაც 21-ე საუკუნეში მაღალტექნოლოგიური გაგრძელება მიიღო.

როგორ მუშაობს კაფსული

მოწყობილობა გამჭვირვალე გუმბათის მქონე ფუტურისტულ კაფსულის ჰგავს.

ადამიანი კაფსულში წვება, კარი იხურება და გაწმენდის ციკლი იწყება. ქაფიანი წყალი სხეულზე თანაბრად ნაწილდება, წყლის წნევასა და ტემპერატურას ათობით სენსორი აკონტროლებს, ხოლო ჩაშენებული ეკრანი სასიამოვნო, მშვიდი გარემოს შესაქმნელად მობანავე ადამიანს ბუნებრივ სცენებს - ღრუბლებს, ზღვის სანაპიროს, წვიმას ან ტყეს აჩვენებს.

კაფსულში წყლის საშუალო ტემპერატურა 38°C-ია, რაც იდეალურია დაღლილობის მოსახსნელად და ძალების აღსადგენად.

ბანაობის დასასრულისკენ წყალი ოდნავ ცივდება, რაც გამამხნევებელ ეფექტს ქმნის.

მთელი პროცედურა მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება, მაგრამ სპა-ცენტრში ერთი საათის შეგრძნებას გაძლევთ.

სისტემას ხელოვნური ინტელექტი აკონტროლებს. ის არეგულირებს ტემპერატურას, წყლის ნაკადს და კაფსულის შიგნით ატმოსფეროსაც კი.

კაფსულში დამონტაჟებულია დინამიკები და არომატის კარტრიჯები, რაც საშუალებას გაძლევთ ბანაობის დროს წვიმის, ზღვის, ნიავის ან ფოთლების შრიალის ხმები აირჩიოთ. განათება არჩეულ რეჟიმზე ავტომატურად რეგულირდება.

***

პირველი „ადამიანის სარეცხი მანქანა“ 1970 წელს Sanyo Electric-ის მიერ შეიქმნა და წარმოდგენილი იყო ოსაკას მსოფლიო გამოფენაზე. იმ დროს მოწყობილობა ადამიანის სხეულს ქაფისა და მასაჟის ლილვაკების დახმარებით წმენდდა, მაგრამ სირთულისა და მაღალი ღირებულების გამო, პროექტი არასდროს განხორციელებულა.

ნახევარი საუკუნის შემდეგ, Science Co-მ ინტელექტუალური ტექნოლოგიის, ციფრული პანელების და ერგონომიული დიზაინის დამატებით იდეის განახლება გადაწყვიტა. თანამედროვე ვერსია არა მხოლოდ სხეულს რეცხავს - ის სრულ რეგენერაციულ რიტუალს ქმნის.

***

Mirai Ningen Sentakuki-ს მუშაობა ათასზე მეტმა ადამიანმა უკვე გამოცადა. მომხმარებელთა უმეტესობას პროცედურის შემდეგ მოდუნების, სისუფთავის და „გადატვირთვის“ შეგრძნება რჩება.

მოწყობილობის ფასი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ვიცით ის, რომ მომავალი მოდელები მომხმარებლის განწყობასთან შეგუებას მისი მდგომარეობის მიხედვით, ტემპერატურის, ხმისა და სურნელის შეცვლით შეძლებენ.

***

იაპონიაში ტალახით სახლების აშენება დაიწყეს

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელსაც სიზმრების ჩაწერა შეუძლია

იაპონიის 10 უცნაურობა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები