რომელია თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის მნიშვნელოვანი ასაკი
14:45 ორშ. 17 მარტი

წარმატებისა და წარუმატებლობის პერიოდები ყველა ადამიანს აქვს. ზოგჯერ წარუმატებლობის პერიოდი ისეთი ხანმოკლეა, რომ განწყობის გაფუჭებას ვერ ასწრებს, ზოგჯერ კი იმდენ ხანს გრძელდება, რომ ადამიანი სიცოცხლის ხალისს კარგავს. ჩვენ გიამბობთ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის არასტაბილურ პერიოდებზე და გასწავლით, როგორ უნდა გაუმკლავდეთ მათ.
ვერძი
ძლიერი და შეუპოვარი ვერძებისთვის 19, 35 და 66 წელი რთული ასაკია. ეცადეთ, ამ მნიშვნელოვან პერიოდებში კრიტიკული აზროვნება და ემოციური მოქნილობა გამოავლინოთ, რათა ყველაფერი თქვენთვის სასიკეთოდ დასრულდეს. 45 წლის შემდეგ ვერძების ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება და ყველა დარდი და დაბრკოლება წარსულში დარჩება.
კურო
წინდახედულ და პასუხისმგებლობის მქონე კუროებს საბედისწერო პერიოდები თითქმის არ აქვთ, თუმცა, 21, 27 და 38 წლის ასაკში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით. სიახლის ირაციონალურმა შიშმა შეიძლება თქვენზე დამთრგუნველად იმოქმედოს, ამიტომ უფრო გაბედულად უნდა იმოქმედოთ.
ტყუპები
ტყუპებმა განსაკუთრებული ყურადღება საიუბილეო წლებს უნდა მიაქციონ. 20 წლის ასაკში ბედმა შეიძლება გამოცდა მოგიწყოთ, თუმცა სხვა მრგვალი თარიღები სულიერ პროგრესსა და მატერიალურ შესაძლებლობებს მოგიტანთ.
კირჩხიბი
31 წლამდე კირჩხიბების ტანჯვის მიზეზი ძირითადად, სიზმრები და აუხდენელი ოცნებები იქნება. იმედს ნუ დაკარგავთ - 35 წლის ასაკში თქვენს ცხოვრებაში რეალური პერსპექტივები გამოჩნდება, 50 წლის ასაკში კი ბედს ბევრი რამისთვის მადლობას ეტყვით.
ლომი
ლომებს ბევრი გარდამტეხი ეტაპი ელით. 22, 33, 36, 49, 55 და 76 წლის ასაკში სიმტკიცისა და ნებისყოფის გამოჩენა მოგიწევთ, თუმცა, ყოველი წარმატებით გადალახული სირთულე ახალ შესაძლებლობებს გპირდებათ.
ქალწული
ქალწულებს 17, 22, 24, 33, 44 და 48 წლის ასაკში სწრაფი აღმასვლები და მტკივნეული დაცემები გელით. დაბრკოლებების უმეტესობა ფინანსებსა და თვითრეალიზაციას უკავშირდება. 55 წლის შემდეგ ბევრ ქალწულს წარმატების მწვერვალი და მორალური კმაყოფილება ელოდება.
სასწორი
სასწორისთვის სახიფათო პერიოდები 17, 24, 33, 40 და 48 წლის ასაკში დგება. პრობლემების აცილებისა და ახალ ეტაპზე გადასვლისთვის ბევრ სასწორს ურთიერთობების გადაფასება მოუწევს.
მორიელი
მორიელისთვის საბედისწერო პერიოდები 25, 34, 45 და 60 წლის ასაკში დგება. ამ დროს საკუთარ თავთან ბრძოლაში იქნებით და სწორედ შინაგანი კონფლიქტი აღმოჩნდება თქვენთვის ყველაზე რთული გამოცდა.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები 19, 33, 37, 39 და 50 წლის ასაკში რაიმე სახის ახალ გამოცდილებას შეიძენენ — ხან მწარეს, ხან სასიამოვნოს, მაგრამ უდავოდ მნიშვნელოვანს მთელი მათი მომავალი ცხოვრებისთვის.
თხის რქა
თხის რქებს 8, 11, 15, 47, 51, 55, 61 და 79 წლის ასაკში საბედისწერო სირთულეები ელით, თუმცა, ცხოვრების უდიდესი ნაწილი კონსერვატიული და პასუხისმგებლობის მქონე თხის რქებისთვის სტაბილური და მშვიდი იქნება.
მერწყული
მერწყულებს 12, 22, 24, 32, 48 და 50 წლის ასაკში საბედისწერო შეხვედრები და მოვლენები ელით. მთავარია, სირთულეებმა შინაგანი ტაქტისა და დისციპლინის გრძნობა არ დაგაკარგვინოთ.
თევზები
თევზებს პირად ცხოვრებასა და პროფესიულ სფეროში სხვადასხვა სახის გამოწვევები 13, 15, 25, 30 და 37 წლის ასაკში ელით. ამ პერიოდში უმოქმედოდ ყოფნა სრულიად დაუშვებელია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან