რატომ ებრძოდნენ სსრკ-ში ცაციებს?
14:10 პარ. 22 აგვისტო

საბჭოთა ხელისუფლებამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ ცაციობა საზიანო ჩვევა იყო, რომლისგანაც ბავშვი აუცილებლად უნდა გაეთავისუფლებინათ და რა თქმა უნდა, ეს „საპატიო მისია“ სკოლას დააკისრა.
ცაციების „გამოსწორების“ იდეა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე იყო მიღებული
მასწავლებლებს მოქმედების სრული თავისუფლება ჰქონდათ. ცაციების „გამოსასწორებლად“ ყველა ხერხი დაშვებული იყო ბავშვის დამცირებიდან დაწყებული, ფიზიკური ძალადობით დამთავრებული.
ცაციობასთან ბრძოლის ყველაზე მარტივი ხერხი დაყოლიება იყო, რომელიც პრაქტიკულად, არ მოქმედებდა. ამას იძულება მოჰყვებოდა - „აკრძალული ხელით“ რომ არ ეწერა, მოსწავლეს მარცხენა ხელს სკამზე, მერხზე ან სხეულზე უმაგრებდნენ. თუ ბავშვი წინააღმდეგობის გაწევას გაბედავდა, ზოგი მასწავლებელი ხელებზე სახაზავით სცემდა. დღეს დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ სსრკ-ში მასწავლებელთა მხრიდან ბავშვებზე ძალადობა არავის უკვირდა.
მოსწავლეზე ზემოქმედების პარალელურად, მის მშობლებსაც გარკვეული დავალებები ეძლეოდათ:
მაგალითად, მშობელს სთხოვდნენ, წერითი დავალების შესრულების დროს ცაცია შვილისთვის მარცხენა ხელზე ხელთათმანი ჩამოეცვა ან უბრალოდ მასთან ახლოს ყოფილიყო და გაეკონტროლებინა.
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - რატომ ებრძოდა სახელმწიფო ცაციებს?
👉 ოფიციალური ვერსიის თანახმად, დედამიწის მოსახლეობის 85%-ыთვის დომინანტი ხელი მარჯვენაა, ამიტომ ყველაფერი მათთვის მოსახერხებლად შეიქმნა: იარაღი, კარის სახელურები თუ საყოფაცხოვრებო საგნები. მაშასადამე, ცაციებს მემარჯვენეების სამყაროში ცხოვრება გაუჭირდებოდათ, ამიტომ მათ არმიას უნდა შეერთებოდნენ.
👉 ცაცია გამოუსადეგარი იყო ჯარში, რადგან ყველა იარაღი მარჯვენა ხელისთვისაა შექმნილი. იმ დროისთვის დაძაბულ პოლიტიკური სიტუაციაში ქვეყანა ნებისმიერ მომენტში ომის დასაწყებად მზად უნდა ყოფილიყო და სჭირდებოდა ძლიერი, მრავალრიცხოვანი არმია. მემარცხენეები კი სამხედრო სამსახურისთვის უვარგისი იყვნენ, რადგან ყველა ტყვიამფრქვევი და შაშხანა მხოლოდ მემარჯვენეებისთვის იყო განკუთვნილი. იარაღის ჭანჭიკები მარჯვენა მხარეს იყო, ამიტომ სროლის შემდეგ ჭურვები იქ დაფრინავენ და ისინი მემარცხენეებს სახეში ხვდებათ.
👉 არსებობდა უფრო პრაქტიკული მიზეზიც - გასული საუკუნის 70-იან წლებში მოსწავლეები წერისთვის მელანს იყენებდნენ, რომელიც დიდხანს შრებოდა. ცაციები, მათი წერის თავისებურებებიდან გამომდინარე, წერისას საკუთარ ნაწერს შლიდნენ და ხელი მელნით ესვრებოდათ.
ექიმების ვერდიქტი
საბოლოოდ, ცაციებს ისევ ექიმები დაეხმარნენ. მრავალრიცხოვანი კვლევების შემდეგ დამტკიცდა, რომ ცაციობის იძულებით გადაჩვევა საზიანო იყო და ამ პროცესში ბავშვებში ჯანმრთელობის სხვადასხვაგვარი დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის: თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, ნევროზები და სხვა. სწორედ ამიტომ, 1986 წელს საბჭოთა კავშირის მთავრობის დადგენილებით, ცაციებისთვის მარჯვენა ხელის გამოყენების იძულება გაუქმდა.
ამბიდექსტრები
ცნობისთვის, მსოფლიოი ცაციებისა და მემარჯვენეების გარდა, არსებობენ ამბიდექსტრები ანუ ადამიანები, რომლებსაც ორივე ხელის ერთნაირად გამოყენება შეუძლიათ, ანუ დომინანტი ხელი არ გააჩნიათ. მსოფიოში 100 ადამიანიდან ერთი ამბიდექსტრია.
***
ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვინც სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს?
რატომ არ იყვნენ სსრკ-ში ანტივაქსერები?
რატომ აძინებდნენ სსრკ-ში ბავშვებს სიცივეში?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან