საკნატუნო ამბები

რატომ არ იყვნენ სსრკ-ში ანტივაქსერები?

fun time

14:00 ოთხ. 27 ოქტომბერი, 2021 წელი

რატომ არ იყვნენ
ანტივაქსერები სსრკ-ში

14
დაკოპირებულია

საბჭოთა კავშირში ჯანმრთელობისა და ჰიგიენის თემა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო - კომუნიზმის იდეალების ხორცშესხმას ხომ ჯანმრთელი და ძლიერი მოქალაქეები სჭირდებოდა...

ქვეყნის ცნობილი ექიმები ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას უდიდესი ყურადღებით აკვირდებოდნენ. სსრკ წარმატებით უმკლავდებოდა სხვადასხვა ინფექციური დაავადების გავრცელებას და პარალელურად, სანიტარიული და ჰიგიენური სტანდარტების დანერგვაზე მუშაობდა.

ამის მიუხედავად, ბევრმა არ იცის, რომ 1920-იან წლებში მოსკოვსა და სხვა დიდ ქალაქებში ვირუსულმა ეპიდემიამ იფეთქა და გავრცელების შესაჩერებლად სოციალური დისტანციის შემოღება გახდა საჭირო.

ქუჩებში გაკრული იყო პლაკატები: „დაივიწყეთ ხელის ჩამორთმევა", "კოცნა დაავადების გადამტანია" და ა.შ.

1970-იან წლებში საბჭოთა ბავშვებს ჩუტყვავილას, ტუბერკულოზის, პოლიომიელიტის და სხვა ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინებით ცრიდნენ და არც ერთ მშობელს აზრად არ მოსვლია, რომ შვილის აცრაზე უარი ეთქვა. პირიქით, აცრა ცივილიზებულ აქტად მიიჩნეოდა.

სსრკ-ში ანტივაქსერული განწყობები დისიდენტურ მოძრაობაშიც კი არ შეინიშნებოდა. ეს თემა, უბრალოდ, თავში არავის მოსდიოდა.

უკმაყოფილების ცალკეული შემთხვევები არსებობდა, მაგრამ ეს, ძირითადად 1980-იანი წლების ბოლოდან, „ხალხური მედიცინისა“ და მკურნალობის არატრადიციული მეთოდების გავრცელებასთან ერთად დაიწყო.

მაინც, რატომ იცრებოდნენ საბჭოთა მოქალაქეები მშვიდად?

საქმე ისაა, რომ ხალხი საბჭოთა მედიცინას იმდენად ენდობოდა, რომ სისტემასთან დაპირისპირებულმა ადამიანებმაც კი საპირისპირო ვერაფერი მოიფიქრეს.

რაში სჭირდება სახელმწიფოს მომავალი ჯარისკაცის, მშენებლის ან მეცნიერის იმუნიტეტის დასუსტება? - სრულიად სამართლიანად აღნიშნავდნენ ისინი.

წარმოუდგენელი იყო, ვინმეს თუნდაც ეჭვი გასჩენოდა, რომ ვიღაცა გასაიდუმლოებული პერსონა ადამიანებს ფარმაცევტული კომპანიების ექსპერიმენტების ობიექტად აქცევდა.

🔰:

როკ ენ როლი და ვაქცინაცია - როგორ იხსნა ელვის პრესლიმ მსოფლიო ეპიდემიისგან

როგორ ებრძოდა საუკუნეების წინ კაცობრიობა ვაქცინაციას


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსის გარ...

რა მნიშვნელობა აქვს
პოლიტიკოსის გარეგნობას?

კარნი-მატა - ტაძარი, სადაც შავ ვირთ...

კარნი-მატას ტაძარი

ბრიტანელების 15 ჩვევა, რომელიც უცხო...

ბრიტანელების 15 ჩვევა,
რომელიც უცხოელებს აოცებს

როგორ ახერხებენ იაპონელები ქალაქებშ...

ქუჩების დასახელებების
თავისებურება იაპონიაში

რატომ ვერ ნახავთ მალდივის კუნძულებზ...

რატომ ვერ ნახავთ მალდივის
კუნძულებზე ძაღლებს?

ყოველ ფუტკარს მოძრაობის საკუთარი მა...

ფუტკრის ცხოვრება

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კაცობრიო...

მკვლევრებმა დაადგინეს,
რომ კაცობრიობა თანდათან
სულელდება

მეცნიერულად დადასტურდა, რომ ძაღლებს...

ძაღლებს ადამიანის ენა
ესმით

ვინ არის ბიჭი, ვინც 12 წლისამ კვანტ...

ბელგიელი ლოჰან სიმონსი
(Laurent Simons)