საკნატუნო ამბები

როკ ენ როლი და ვაქცინაცია - როგორ იხსნა ელვის პრესლიმ მსოფლიო ეპიდემიისგან

fun time

12:00 ოთხ. 5 მაისი, 2021 წელი

როგორ იხსნა ელვის პრესლიმ
მსოფლიო ეპიდემიისგან

14
დაკოპირებულია

პოლიომელიტის ვირუსი მილიონობით მშობელს წლების განმავლობაში შიშის ზარს სცემდა. 1955 წელს,  მარტო ამერიკაში, ათიათასობით ბავშვი დაინფიცირდა, მათ შორის, ბევრი ინვალიდი დარჩა. ამ საშინელ დაავადებასთან გამკლავების იმედი მხოლოდ ვაქცინის აღმოჩენის შემდეგ გაჩნდა, მაგრამ აცრის მსურველთა რიცხვი უმნიშვნელო იყო. 

ამ პრობლემის გადასაჭრელად აშშ-ის მთავრობამ დახმარება იმ დროს ქვეყნის ყველაზე პოპულარულ ადამიანს, ელვის პრესლის სთხოვა. როკ-ენ-როლის მეფემ შეუძლებელი შეძლო და ვაქცინაციის მიმართ ამერიკელების (და არა მხოლოდ) პოზიცია მკვეთრად შეცვალა.

როგორ მოახერხა ერთმა მუსიკოსმა ის, რისი მიღწევაც სუპერ ძლიერი სახელმწიფოს პროპაგანდისტულმა მანქანამ ვერ შეძლო?

საშინელი დაავადება

პოლიომიელიტი ინფექციური დაავადება, რომელსაც ვირუსი იწვევს. ინფიცირება შეიძლება დამბლით, ინვალიდობით და სიკვდილითაც კი დასრულდეს. მე-20 საუკუნის დასაწყისამდე დაავადება შეერთებული შტატებისთვის არც თუ ისე დიდი პრობლემა იყო. 50-იანი წლებიდან კი მოსახლეობაში ინფექციამ დიდი ძალით იფეთქა. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მთავრობა ყოველ ზაფხულს აუზებს კეტავდა. შეშინებული მშობლები თვალებს ვერ უჯერებდნენ, როდესაც ერთ დროს ცელქ და მოუსვენარ შვილებს ინვალიდის ეტლში ხედავდნენ. პოლიომიელიტის გავრცელებამ 1952 წელს 58 000 შემთხვევას მიაღწია.

იმედის სხივი

მალე მეცნიერულ სამყაროში გარღვევა მოხდა - 1955 წელს პოლიომელიტის ვაქცინა შეიქმნა. მალე მედიკოსებმა აღიარეს, რომ ინფექციის მძიმე შედეგების მიუხედავად, ვაქცინაციამ მოსახლეობის მხოლოდ 0.6% მოიცვა.

ეს იმდენად უმნიშვნელო მაჩვენებელი იყო, რომ საერთო სურათს ვერ შეცვლიდა. ვაქცინაციას განსაკუთრებით მოზარდები აპროტესტებდნენ.

საშველად მეფე მოვიდა

ვაქცინაციის პროპაგანდისთვის დაწყებულ სამთავრობო კამპანიებს შედეგი ვერ მოჰქონდათ.

გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ დახმარება იმ დროს ახალგაზრდებს შორის ყველაზე პოპულარული ელვის პრესლისთვის ეთხოვა.

როკ-ენ-როლის მეფე იმ დროის ყველაზე პოპულარულ „ედ სალივანის შოუში“ სტუმრად მიიწვიეს. ელვისმა თავისი თვალისმომჭრელი ღიმილით პერანგის სახელო აიკეცა და ნიუ–იორკის შტატის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მკლავში პოლიომიელიტის ვაქცინით სავსე ნემსი შეუყვანა.

ამის შემდეგ დაიწყო ვაქცინაციის მასშტაბური სარეკლამო კამპანია. მიჩიგანის შტატის პატარა ქალაქ ალბიონში მოხდა ის, რისი იმედიც ჰქონდა ამერიკის მთავრობას. როკ-ენ-როლის მეფე კონცერტს მართავდა. ბილეთის ფასი ვაქცინის გაკეთება იყო და მოზარდები ერთმანეთს ასწრებდნენ აცრის გაკეთებას.

ამერიკის ხელისუფლებამ ყველა ქალაქში როკ ენ როლის საცეკვაო მოედნები გახსნა. მოზარდებს სთავაზობდნენ ცეკვას, მუსიკას და ... ვაქცინაციას.

საღამოები, რომლებსაც „სოლკ-ჰოპს“ უწოდეს, მხოლოდ იმ ახალგაზრდებისთვის იყო ხელმისაწვდომი, რომლებიც თანახმა იყვნენ, ჯონას სოლკის (Dr. Jonas Salk) მიერ შექმნილი პოლიომიელიტის ვაქცინა გაეკეთებინათ.

როკ ენ–როლი პოლიომელიტთან ომის ფინალურ ნაწილად იქცა. მან შეძლო, ჯანდაცვის ექსპერტების სამეცნიერო ნოუ-ჰაუ გაეერთიანებინა ამერიკული საზოგადოების მზარდ ენერგიასა და შემოქმედებასთან და ეს ამერიკელი მოზარდების დახმარებით მოახერხა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები