ურთიერთობა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვინც სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს?

fun time

18:00 ორშ. 1 აპრილი

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

14
დაკოპირებულია

ლენინგრადელი არკადი ნეილანდი სსრკ-ში ერთადერთი არასრულწლოვანია, რომელსაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. სასამართლომ განაჩენი 1964 წლის 24 მარტს გამოიტანა და სასჯელი იმავე წლის აგვისტოში აღასრულეს. რა ჩაიდინა 15 წლის ბიჭმა ისეთი, რომ დასახვრეტად გაიმეტეს? 

 

არკადი ნეილანდი 1949 წლის 28 იანვარს, მექანიკოსისა და მედდის ოჯახში დაიბადა. მის გარდა, ოჯახში სამი ბავშვი იზრდებოდა: არკადის უმცროსი და და მისი მამინაცვლის ორი ვაჟი პირველი ქორწინებიდან.

ოჯახი კომუნალურ ბინაში, ღარიბულად ცხოვრობდა. არკადის მშობლები ისედაც მცირე შემოსავალს ალკოჰოლურ სასმელებზე ხარჯავდნენ, ბავშვებს კი ხშირად შიმშილობდნენ. ამის გარდა, მამინაცვალი არკადის ცუდად ეპყრობოდა და ხშირად სცემდა. მოძალადე მამინაცვლისთვის რომ თავი დაეღწია, ბიჭი ხშირად სახლიდან გარბოდა. არკადი 7 წლის იყო, როდესაც მილიციამ შენიშნა და აღრიცხვაზე აიყვანეს.

***

12 წლის ასაკში ბიჭი ქურდობის გამო სკოლიდან გარიცხეს. დედამ რთულად აღსაზრდელი მოზარდი სკოლა-ინტერნატში გაგზავნა, მაგრამ არკადი იქიდანაც გაიქცა. მშობლები ცდილობდნენ, ბიჭს სამსახური დაეწყო, მაგრამ არკადი ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ძლებდა და გამუდმებული ქურდობის გამო არც აჩერებდნენ.

მშობლების ზრუნვას მოკლებული ბიჭი თავს გამვლელების ძარცვით და ბინებიდან ძვირფასი ნივთების ქურდობით ირჩენდა.

***

1964 წლის 24 იანვარს მოზარდი და მისი თანამზრახველი ბინის ძარცვის დროს დაიჭირეს და მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, მაგრამ არკადიმ გაქცევა მოახერხა და გადაწყვიტა, შური ეძია ადამიანებზე, ვისთვისაც მისი ცხოვრების წესი მიუღებელი იყო.

არასრულწლოვანმა დამნაშავემ დანაშაულის ადგილი საგულდაგულოდ შეარჩია - სესტრორეცკაიას ქუჩაზე სახლი N3, სადაც დიდი ხნის წინ, პირველი ძარცვა ჩაიდინა. მაკულატურის შეგროვების საბაბით ნილენდმა ყველა ბინა შემოიარა და თვალი ერთ-ერთს დაადგა, სადაც დიასახლისის ყელზე ოქროს სამკაული და ოთახში ფერადი ტელევიზორი შენიშნა.

28 იანვარს არკადი 15 წლის ხდებოდა, ამიტომ გადაწყვიტა, საკუთარი თავისთვის საჩუქარი გაეკეთებინა და დანაშაული 27 იანვარს დაგეგმა. ბიჭმა სახლიდან ნაჯახი მოიპარა და პირდაპირ სესტრორეცკაიას ქუჩაზე წავიდა.

არკადიმ კარზე ზარი დარეკა და დიასახლისს ფოსტალიონად გაეცნო. ის მალე დარწმუნდა, რომ სახლში ქალისა და მისი სამი წლის შვილის გარდა არავინ იყო, რადიოს ბოლომდე აუწია და დიასახლისს თავს დაესხა. მკვლელმა ქალს ნაჯახი 15-ჯერ ჩაარტყა, შემდეგ მისი პატარა შვილი მოკლა, რათა „ფეხებში არ მოდებოდა.“

ორმაგი მკვლელობის შემდეგ ნილენდი ბინაში ფულისა და ძვირფასეულობის ძებნას შეუდგა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ მოკლული არც ისე მდიდარი იყო. ნაძარცვი 54 მანეთს, რამდენიმე ობლიგაციას და ორიოდე ოქროს სამკაულს შეადგენდა. სანამ სახლს დატოვებდა არკადიმ ქალი გააშიშვლა და რამდენიმე უხამსი ფოტო გადაუღო, რომ მოგვიანებით გაეყიდა.

ცივსისხლიანმა მკვლელმა კვერცხიც კი შეწვა და საუზმე მიირთვა. ბოლოს მაცივრიდან ხილით სავსე პარკი გამოიღო, იატაკს ცეცხლი წაუკიდა და წავიდა.

მეზობლებმა ბინიდან გამოსული ბოლო მალევე შენიშნეს. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ მილიციამ ბინაში დამნაშავის თითის ანაბეჭდები და ნაჯახი აღმოაჩინა.

***

არკადი 30 იანვარს, სოხუმში დააკავეს. მოზარდმა დანაშაული ღიმილით აღიარა. უფრო მეტიც, ნეილანდმა გამომძიებლებს თავისი საშინელი დანაშაულის ყველა დეტალი სიამოვნებით უამბო. ის დარწმუნებული იყო, რომ არასრულწლოვნების გამო სასამართლო ყველაფერს აპატიებდა - დანაშაულის ჩადენის დროს ის ჯერ კიდევ 14 წლის იყო, სსრკ-ში კი სიკვდილით დასჯა მხოლოდ 18 წლიდან მოქმედებდა.

***

ნეილანდის საქმემ მთელი საბჭოთა კავშირი აღაშფოთა. ვინაიდან არასრულწლოვანთა დანაშაული სულ უფრო ხშირი და სასტიკი ხდებოდა, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1964 წლის 17 თებერვალს არასრულწლოვანთა სიკვდილით დასჯაზე დადგენილება მიიღო.

1964 წლის 23 მარტს სასამართლომ, 17 თებერვლის დადგენილების შესაბამისად, არკადი ნეილანდს დახვრეტა მიუსაჯა, 11 აგვისტოს სასჯელის აღსრულება მოხდა.

არკადი ნეილანდი ერთადერთი არასრულწლოვანია, რომელიც სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს. საბჭოთა კავშირის არსებობის მანძილზე არასრულწლოვანს ისეთი დანაშაული არ ჩაუდენია, რომელსაც იგივე სასჯელი მოჰყვებოდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!