ინდოეთში დააკავეს არარსებული ქვეყნის თვითგამოცხადებული ელჩი, რომელიც ამ პოსტზე 10 წელი „მუშაობდა“
18:31 ხუთ. 7 აგვისტო

ინდოეთში დააკავეს თაღლითი, რომელმაც რამდენიმე არარსებული ქვეყნის საელჩო გახსნა და თავი ამ ქვეყნების ელჩად გამოაცხადა. მამაკაცი ადგილობრივ მოსახლეობას უცხოეთში დასაქმებას ჰპირდებოდა და ამ გზით თანხებს სძალავდა. ეს ამბავი თითქმის 10 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
გამოძიების თანახმად, 47 წლის ჰარშვარდჰან ჯაინმა დაიქირავა შენობა, სადაც არარსებული ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობები მოაწყო. აქედან ერთს „სებორგა“ უწოდა, მეორეს კი – „დასავლეთი არქტიკა“. ჩხრეკისას პოლიციამ მას ოთხი ავტომობილი ჩამოართვა, რომელსაც ყალბი დიპლომატიური ნომრები ჰქონდა.
ჯაინის სახლში აღმოაჩინეს ინდოეთისა და კიდევ ოცდაათამდე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყალბი ბეჭდები და ფოტოშოპით დამუშავებული ფოტოები, რომლებშიც თაღლითი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან და მთავრობების მეთაურებთან ერთად არის აღბეჭდილი.
თაღლითი გასაუბრებაზე საზღვარგარეთ სამუშაოს მაძიებელ ადამიანებს იწვევდა, ჰპირდებოდა, რომ დასაქმებაში დაეხმარებოდა და სანაცვლოდ, ანაზღაურებას ითხოვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვობენ, რომ ჯაინი სხვადასხვა ყალბი კომპანიის მეშვეობით საზღვარგარეთ ფულის გათეთრებაში მონაწილეობდა.
***
„კრემლის კაფსულა“ - თაღლითობა თუ „უკვდავების წამალი“?
საუკუნის თაღლითობა - სად გაქრა 2400 ტონა ოქრო სსრკ-ს ოქროს ფონდიდან?
წყარო: www.hindustantimes.com
სიახლეები ამავე კატეგორიიდან