საკნატუნო ამბები

საუკუნის თაღლითობა - სად გაქრა 2400 ტონა ოქრო სსრკ-ს ოქროს ფონდიდან?

fun time

20:26 კვი. 4 აპრილი, 2021 წელი

სად გაქრა სსრკ-ს ოქრო

14
დაკოპირებულია

ოფიციალური მონაცემების თანახმად, 1991 წელს სახელმწიფო ბანკის საცავებიდან 11  მილიარდი აშშ დოლარი იყო დაკარგული. უკეთესი ვითარება არც ქვეყნის ოქროს მარაგებთან დაკავშირებით იყო, საიდანაც 2400 ტონა ძვირფასი ლითონი „აორთქლდა“. ამ მაჩვენებლებმა მაკონტროლებლები შოკში ჩააგდო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, უარესი წინ ელოდათ... 

1985 წლის მონაცემებით, სსრკ-ს ოქროს ფონდში 2400 ტონა ოქრო იყო! 6 წელი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ოქრო ქვეყნის ყველაზე დაცული ობიექტებიდან უკვალოდ გამქრალიყო. დაკარგულის პოვნა ვერც ადგილობრივმა სპეცსამსახურებმა და ვერც მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულმა დეტექტივებმა შეძლეს.

ოქროს მარაგის გაქრობას ადამიანთან უცნაური და აუხსნელი სიკვდილი უძღოდა წინ.

პირველი მსხვერპლი სსრკ ცენტრალური კომიტეტის საქმეთა მმართველი ნიკოლაი კრუჩინი გახდა, რომლის გვამიც საკუთარი სახლის ფანჯრების ქვეშ იპოვეს. ეს ადამიანი უცხოურ ბანკებში სკკპ-ის დეპოზიტებზე უშუალო პასუხისმგებელი იყო. შემდეგი მსხვერპლი გიორგი პავლოვი იყო, მას ზემოთ აღნიშნული თანამდებობა კრუჩინამდე ეკავა. რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ისიც ფანჯრიდან „გადავარდა“.

იმავე წელს გარდაიცვალა დიმიტრი ლისოვოლიკი, სსსკ ცენტრალური კომიტეტის აშშ-ს სექტორის ხელმძღვანელი, რომელსაც ოქროს მარაგების შესახებ ნებისმიერ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ისიც თავისი ბინის ფანჯრიდან „გადავარდა“. გამოძიებამ დაადგინა, რომ პარტიის სამივე ჩინოვნიკის გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა იყო.

„პარტიის ოქრო“ მასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული ადამიანების ხოცვას აგრძელებდა... მოგვიანებით, ვიღაც უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, ვიღაც ქუჩაში თავდასხმის შედეგად მოკლეს და ვიღაც წამების დროს შემოაკვდათ.

1994 წელს უცნობმა ადამიანებმა საშინელი წამებით მოკლეს საბჭოთა უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკი ლეონიდ კუჩერუკი, რომელიც „ოქროს საქმის“ ერთ-ერთი ფიგურანტი იყო.

ყველას, ვისაც კომუნისტური პარტიის ოქროს მარაგის შესახებ სმენია, ლოგიკური კითხვა უჩნდებოდა:

საიდან გაჩნდა 11 მილიარდი დოლარი და 2400 ტონა ოქრო?

პასუხი მარტივია - მოსაკრებელი, რომელსაც პარტიის წევრები რეგულარულად იხდიდნენ, დიდი ფული იყო. 1985 წელს ქვეყანაში 20 მილიონზე მეტი კომპარტიის წევრი ირიცხებოდა. თანხის ნაწილი ხელფასებზე იხარჯებოდა, ხოლო დანარჩენი - ანგარიშებზე ირიცხებოდა.

შემოსავლის კიდევ ერთი სტაბილური წყარო მშვიდობის ფონდი იყო, რომელიც ცალკეული პირების თუ მთელი შრომითი კოლექტივების ჯიბიდან ხან ნებაყოფლობითი და ხან სავალდებულო შემოწირულობებით ივსებოდა. მნიშვნელოვანი სარგებელი მოჰქონდა აგრეთვე თემატური პარტიული ლიტერატურის გაყიდვას. ლიტერატურის შეძენა, საბჭოთა მოქალაქეების გარდა, სოციალისტური ბანაკის ქვეყნების მოქალაქეებსაც ევალებოდათ.

პარტიულ ყულაბაში ხვდებოდა გადასახადებიც, რომლებსაც მართლმადიდებლური, კათოლიკური და სხვა ეკლესიები იხდიდნენ. ჩამოთვლილის გარდა, კომუნისტურ პარტიას კიდევ ბევრი შემოსსავალი ჰქონდა, რომელთა დასახელება შორს წაგვიყვანს. რა თქმა უნდა, სკკპ, როგორც გონიერი მეოჯახე, დანაზოგს მომგებიანი პირობებით ინახავდა და უცხოურ ბაზარზე ოქროს და მყარ ამერიკულ ვალუტას ყოდულობდა.

1991 წელს რსფსრ ვიცე-პრემიერს ეგორ გაიდარს დაკარგული განძის პოვნის სასოწარკვეთილი მცდელობა ჰქონდა. პოლიტიკოსმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია Kroll დაიქირავა, რომელიც დაკარგული ძვირფასეულობის ძებნით იყო დაკავებული. ამერიკელებმა ავანსის სახით 500 ათასი რუბლი მიიღეს და გულმოდგინედ შეუდგნენ მუშაობას.

ენთუზზიაზმის მიუხედავად, Kroll-ის დეტექტივებმა გლობალურ წარმატებას ვერ მიაღწიეს და მხოლოდ ქურდობის რამდენიმე მცირე ეპიზოდი გამოავლინეს. გამოძიების გასაგრძელებლად, სააგენტომ კიდევ 500 ათასი რუბლი მოითხოვა, მაგრამ უარი მიიღო და ამით ძებნა დასრულდა.

საბჭოთა მილიარდების გაქრობასთან დაკავშირებით დღეს ორი ძირითადი ვერსია არსებობს:

  1. ექსპერტთა უმეტესობას მიაჩნია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამდე მთელი ფული და ოქრო უცხოურ ბანკებში განათავსეს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში სსრკ-ს ფინანსური პარტნიორები იყვნენ. პროფესიონალების დახმარებით ჩატარდა ასობით ტონა ოქროს საზღვარგარეთ ტრანსპორტირების მასშტაბური ოპერაცია.

  2. მეორე ვერსიის თანახმად, ფულს და ოქროს ქვეყნის საზღვრები არ დაუტოვებია. კომპარტიის განძი ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე დარჩა, მაგრამ ჭკვიანი ბიზნესმენების ჯიბეებში გადაინაცვლა, რომლებიც ოდესღაც მაღალ პარტიულ თანამდებობებს იკავებდნენ.

ბევრს ახსოვს, როგორ იქცნენ ყოფილი პარტიული ჩინოვნიკები 90-იანი წლების დასაწყისში მილიონერებად, რომლებიც ქარხნებს, ფაბრიკებს და მიწის ნაკვეთებს ყიდულობდნენ. სავსებით შესაძლებელია, რომ სსრკ-დან მოპარული „პარტიის ოქრო“ სწორედ ამ ხალხის ჯიბეებში აღმოჩნდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები