საკნატუნო ამბები

ოკეანეს ფსკერზე მომავლის ქალაქი აშენდება

fun time

14:51 ორშ. 30 ივნისი

მომავლის ქალაქი OCEAN SPIRAL
ოკეანეს ფსკერზე

14
დაკოპირებულია

იაპონურმა კომპანიამ, Shimizu-მ შეიმუშავა პროექტი OCEAN SPIRAL, რომელიც ოკეანეს სიღრმეში მომავლის ქალაქის აშენებას გულისხმობს. პროექტი დაფუძნებულია იდეაზე, რომ ოკეანემ შეიძლება ხუთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა გადაჭრას: კვებისა და ენერგიის პრობლემები, წყლის, CO₂ და ბუნებრივი რესურსების. მიუხედავად იმისა, რომ ოკეანე დედამიწის ზედაპირის 70% ფარავს, ჯერჯერობით მის უსაზღვრო შესაძლებლობებს სრულად ვერ ვიყენებთ.

პროექტის ცენტრში მდებარეობს 500 მეტრი დიამეტრის მქონე, სფეროს ფორმის ნაგებობა, სახელად BLUE GARDEN, რომელიც ზღვის სიღრმეში იმოძრავებს.

ეს წყალქვეშა ქალაქი უფრო უსაფრთხო და კომფორტული იქნება, ვიდრე ხმელეთის ქალაქები, რადგან მას არც ქარიშხალი, არც მიწისძვრა და ტემპერატურის მკვეთრი ცვალება ემუქრება. წყალქვეშა ქალაქის მცხოვრებლები შეძლებენ ზღვის ფსკერის ხედებით დატკბნენ, სუფთა ჰაერი ისუნთქონ და სრულიად ახალ საქმიანობებში ჩაერთონ.

გეგმის მიხედვით, მიწისქვეშა ქალაქს სამი ძირითადი ნაწილი ექნება:

  1. BLUE GARDEN - საცხოვრებელი და სამუშაო სივრცე ადამიანებისთვის.
  2. INFRA SPIRAL, რომელიც ელექტროენერგიას ოკეანის წყლიდან მიიღებს, წყალქვეშა მცენარეთა ფერმებს გააშენებს და საზღვაო ტრანსპორტს ორგანიზებას გაუწევს.
  3. EARTH FACTORY, რომელიც CO₂-ს გადაამუშავებს და ზღვის ფსკერის რესურსებს გამოიყენებს.

გეგმა მომავლის ტექნოლოგიების, მათ შორის 3D პრინტერებისა და სპეციალური ბეტონის სახეობების გამოყენებას ითვალისწინებს.

თავდაპირველად, მთელი სტრუქტურა ზღვის ზედაპირზე აიგება და შემდეგ სიღრმეში ეტაპობრივად ჩაეშვება. Shimizu-ს მიზანია, რომ ასეთი ქალაქების ქსელი ყველა ოკეანეში შეიქმნას, რომელიც კონკრეტული რეგიონების კლიმატურ და ეკონომიკურ პირობებზე იქნება მორგებული.

ესეც საინტერესოა:

გერმანიაში შექმენს რობოტი-მედუზა ოკეანეების გასაწმენდად

ყველაზე მიუწვდომელი ქალაქი დედამიწაზე

როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც 65 დღე პოლარული ღამეა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

აღმოჩენილია ადამიანის მეექვსე გრძნო...

აღმოჩენილია ადამიანის
მეექვსე გრძნობა

„ინდონეზიის პირველ კატას“ საპრეზიდე...

ინდონეზიის პრეზიდენტის
კატა

ინდოეთში დააკავეს არარსებული ქვეყნი...

ფეიკი ელჩი

იაპონიაში ტალახით სახლების აშენება...

იაპონიაში ტალახით
სახლების აშენება დაიწყეს

აღმოაჩინეთ თქვენი ფარული მხარე - ფს...

ფარული მხარე - ტესტი

ოქროს კბილების მოდა ბრუნდება?

ოქროს კბილების მოდა
ბრუნდება?

ღილაკიანი ტელეფონი vs სმარტფონი — რ...

ღილაკიანი ტელეფონი vs
სმარტფონი

კვლევა: თუ გსურთ გოგოს მოეწონოთ, ნუ...

კვლევა: თუ გსურთ გოგოს
მოეწონოთ, ნუ იღიმით!

ყველაზე ძვირად ღირებული ქსოვილი მსო...

ყველაზე ძვირად ღირებული
ქსოვილი მსოფლიოში