საკნატუნო ამბები

გერმანიაში შექმენს რობოტი-მედუზა ოკეანეების გასაწმენდად

fun time

17:04 სამ. 16 მაისი, 2023 წელი

რობოტი-მედუზა ოკეანეების
გასაწმენდად

14
დაკოპირებულია

წარმოიდგინეთ მედუზას ფორმის რობოტი, რომელიც ოკეანეებში, ზღვებსა და წყალსატევებში მშვიდად დაცურავს და ნაგავს აგროვებს. სწორედ ასეთი რობოტი, სახელად Jellyfish-Bot შექმნეს შტუტგარტის მაქს პლანკის ინტელექტუალური სისტემების ინსტიტუტის მეცნიერებმა. 

მეცნიერებმა რობოტი ელექტროჰიდრავლიკური „კუნთებით“ აღჭურვეს, რაც რობოტს გადაადგილებაში ეხმარება. ხელოვნურ „კუნთებს“ ჰაერის ბალიშები იცავს. რობოტი წყალგაუმტარია, რაც ოკეანეში მუშაობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

რობოტის „კუნთები“ ელექტრობის გავლენით იკუმშება და ფართოვდება, რაც ნამდვილი მედუზას მოძრაობას წააგავს. მეცნიერების განმარტებით, ცურვის დროს მედუზა საკუთარი სხეულის გარშემო დინებას ქმნის. სწორედ ამ დინების დახმარებით იზიდავს მედუზა საკვებს, ხოლო რობოტს ასეთივე დინებების დახმარებით ნარჩენების შეგროვება შეუძლია.

მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნური მედუზა ოკეანის ეკოსისტემას არ აზიანებს. ის ნელა და თითქმის უხმაუროდ მუშაობს, რომ წყლის ბინადრებს მყუდროება არ დაურღვიოს.

მკვლევარების თქმით, ოკეანეში მოხვედრილი ნარჩენების დაახლოებით 70% ფსკერზე იძირება. აქედან 60% პლასტმასა შეადგენს რომლის დაშლას საუკუნეები სჭირდება. ოკეანეებში მოხვედრილი პლასტმასის ნივთები მილიონობით ზღვის ბინადარს იწირავენ. ატლანტის ოკეანის 200 მეტრის სიღრმის ანალიზმა აჩვენა, რომ მხოლოდ ამ ოკეანეში დაახლოებით 200 მილიონ ტონა პლასტმასაა თავმოყრილი, რაც ოკეანის ბინადრებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. კვლევებით დადასტურებულია, რომ ოკეანის 80 სახეობის ცხოველი, მათ შორის კუები და დელფინები პლასტმასის გადაყლაპვის შედეგად იხოცებიან.

ამჟამად მეცნიერები იმედს რობოტ მედუზებზე ამყარებენ. ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ მას შეუძლია 100 მეგავატი სიმძლავრის პირობებში 6,1 სმ/წმ სიჩქარე განავითაროს.

ჯერჯერობით რობოტის მართვისთვის სპეციალური კაბელია საჭირო, რაც მისი გამოყენების ფარგლებს მნიშვნელოვნად ზღუდავს, თუმცა მომავალში იგეგმება უკაბელო ტექნოლოგიის გამოყენება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?

რატომ აშრობენ იტალიელები სარეცხს ქუ...

იტალიური ტრადიციები

ახალი კვლევა — დისტანციური მუშაობა...

დისტანციური მუშაობა და
შობადობის ზრდა

11 ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში საუკ...

11 ქვეყანა, რომელსაც
მსოფლიოში საუკეთესო
მედიცინა აქვს

რატომ არის თვალის მწვანე ფერი იშვია...

რატომ არის თვალის მწვანე
ფერი იშვიათი?