როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც 65 დღე პოლარული ღამეა
19:00 სამ. 14 ნოემბერი, 2023 წელი
ქალაქი უტკიაგვიკი (Utqiagvik, ძველი სახელწოდება - Barrow), სადაც 18 ნოემბერს დაღამდება და 23 იანვრამდე არ გათენდება, მდებარეობს ალასკაზე, ჩრდილოეთ პოლუსიდან, დაახლოებით, 2100 კილომეტრის დაშორებით. მკაცრი პოლარული კლიმატის მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობა ამაყობს, რომ აშშ-ის უკიდურეს ჩრდილოეთ ქალაქში ცხოვრობს და, პოლარული ღამის გამო, წელიწადში ორი თვე მზეს ვერ ხედავს.
უტკიაგვიკში 4000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და მათი უმეტესობა ალასკის ძირძველი მკვიდრია, რომლებიც, წინაპრების მსგავსად, კვლავ ნადირობითა და თევზაობით არიან დაკავებულები.
მოსახლეობის ნაწილი ნავთობის მრეწველობაშია დასაქმებული, ნაწილი - სამთავრობო უწყებებში, ნაწილი კი თავს ტურიზმით ირჩენს.
მიუხედავად უკიდურესი ჩრდილოეთ მდებარეობისა, აქ შეუფერხებლად მუშაობს მობილური კავშირი, ინტერნეტი და სატელიტური ტელევიზია.
შეიძლება იკითხოთ, რა იზიდავს ტურისტებს ამ მკაცრ კლიმატში?
სხვა არქტიკული ქალაქების მსგავსად, უტკიაგვიკში საკმაოდ ბევრ ბუნებრივი მოვლენას იხილავთ და მათ შორის პოლარული ღამეები და დღეები გამორჩეულია.
უტკიაგვიკს ზამთრის თვეებში უჩვეულოდ გრძელი პოლარული ღამის გადატანა უწევს, რომელიც 65 დღე გრძელდება. გაზაფხულზე და ზაფხულში კი ქალაქში პოლარული დღეა, როცა მზეს 24 საათის განმავლობაში (შუაღამის ჩათვლით) დაინახავთ.
ადგილობრივები იმდენად მიეჩვივნენ სიბნელის ხანგრძლივ პერიოდს, რომ გაზაფხულამდე ლოდინი არ უჭირთ.
აი, ასეთია არქტიკული ღამის სიბნელე 👇
ამ ქალაქში არ არის ტიპური სანახაობები, რომლებსაც ტურისტები მიჩვეულები არიან. მათთვის მთავარი აღმოჩენა თავად ალასკას ძირძველი მოსახლეობაა - ინუიტები. ისინი გულთბილად იღებენ სტუმრებს ქალაქში, აწყობენ სხვადასხვა საცეკვაო წარმოდგენებს და საკუთარი ხელით ამზადებენ ხის, ძვლის ან ბეწვის სუვენირებს.
ესეც დაგაინტერესებთ:
მაუსინრამი - ადგილი, სადაც ყოველდღე წვიმს
მსოფლიოს ხუთი ქალაქი, სადაც ადამიანზე მეტი ვირთხა ბინადრობს
ყველაზე ცივი ადგილი დედამიწაზე - როგორ ცხოვრობენ ადამიანები -71,2°C-ზე?
ქალაქი ლა-რინკონადა - მუდმივად დასახლებული, ყველაზე მაღალი ადგილი დედამიწაზე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან