იცით თუ არა

მაუსინრამი - ადგილი, სადაც ყოველდღე წვიმს

fun time

14:00 ოთხ. 7 ივნისი, 2023 წელი

მავსინრამი - ადგილი, სადაც
ყოველთვის წვიმს

14
დაკოპირებულია

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში პატარა სოფელი, სახელად მაუსინრამი (Mawsynram) მდებარეობს, რომელიც დედამიწის ყველაზე ნოტიო ადგილად ითვლება. აქ წლიური ნალექი 11870 მმ-ს აჭარბებს (შედარებისთვის, თბილისში წლიური ნალექი 560 მმ-ია), რაც ნიშნავს, რომ მავსინრამში ყოველდღე წვიმს და ჰაერის ტენიანობა 80%-ზე დაბლა არასოდეს ეშვება. 

 

რთულ კლიმატურ პირობებში მცხოვრებმა ადამიანებმა წვიმისგან თავის დასაცავად ბამბუკისა და ბანანის ხის დიდი ფოთლებისგან სპეციალური ქოლგების დამზადება ისწავლეს. ჩვენი ქოლგებისგან განსხვავებით, „ფოთლის ქოლგა“ თითქმის მთელ სხეულს ფარავს და მომაბეზრებელი სისველისგან იცავს.

რთულ კლიმატურ პირობებში მცხოვრებმა ადამიანებმა წვიმისგან თავის დასაცავად ბამბუკისა და ბანანის ხის დიდი ფოთლებისგან სპეციალური ქოლგების დამზადება ისწავლეს. ჩვენი ქოლგებისგან განსხვავებით, „ფოთლის ქოლგა“ თითქმის მთელ სხეულს ფარავს და მომაბეზრებელი სისველისგან იცავს.

მაუსინრამის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა კაუჩუკის ხის „ცოცხალი ხიდები“, რომლებიც ფესვთა სისტემის განვითარების გამო, ჩვეულებრივი ხიდებისგან განსხვავებით, დროთა განმავლობაში დაშლის ნაცვლად, ძლიერდებიან.

მუსონური წვიმები ქალაქსა და მის შემოგარენში ქვაცვენას იწვევს. გამუდმებული წვიმების გამო მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოების განხორციელება რთულია, თუმცა ადამიანები ცდილობენ გზები საკუთარი ძალებით გაასუფთაონ. გზის გაწმენდაში მუშებს დღეში 2,60 დოლარს უხდიან.

მოგზაურმა ფოტოგრაფმა ამოს ჩაპლმა დედამიწის ყველაზე სველ ადგილზე გარკვეული დრო გაატარა და საოცარი ფოტოები გვაჩუქა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა

საკმევლის თვისებები

საკმევლის თვისებები

„სტოპ“ ნიშნის ავტორს მანქანა არასდრ...

„სტოპ“ ნიშნის ავტორს
მანქანა არასდროს
უტარებია

ტიტანური ამორფოფალუსი — ყვავილი, რო...

ტიტანური ამორფოფალუსი

რატომ იპარსავდნენ შუა საუკუნეებში ქ...

რატომ იპარსავდნენ შუა
საუკუნეებში ქალები
წარბებს?

სად შევინახოთ სახლის გასაღები, რათა...

სად შევინახოთ სახლის
გასაღები

ქვეყანა, სადაც ფანჯრებზე ფარდებს არ...

11 საინტერესო ფაქტი
ნიდერლანდების შესახებ

რატომ არის მნიშვნელოვანი საქორწინო...

რატომ უნდა ატაროთ
საქორწინო ბეჭედი

როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ჩინეთში...

როგორ შევხვდეთ ჩინურ ახალ
წელს