იცით თუ არა

ქალაქი ლა-რინკონადა - მუდმივად დასახლებული, ყველაზე მაღალი ადგილი დედამიწაზე

fun time

18:16 კვი. 3 აპრილი, 2022 წელი

ქალაქი ლა-რინკონადა

14
დაკოპირებულია

ლა-რინკონადა - ქალაქი პერუში, ბოლივიის საზღვართან ახლოს, ზღვის დონიდან 5400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს! მიუხედავად იმისა, რომ ლა-რინკოლადა მუდმივი ცხოვრებისთვის არახელსაყრელია და აქაურ მოსახლეობას მძიმე დაავადებები ხშირად უვითარდება, ქალაქში, დაახლოებით, 50 000-მდე ადამიანი მუდმივად ცხოვრობს. ალბათ გაინტერესებთ, რას საქმიანობენ ლა-რინკონადელები და რა აიძულებთ ასეთ რთულ პირობებში ცხოვრებას?

ლა რინკონადაში ღამით ზაფხულშიც კი ყინავს. ამ ადგილზე ყველაზე თბილ თვეებშიც კი ტემპერატურა იშვიათად აღემატება +10 გრადუსს, ზამთარში კი მინუს 10-15 გრადუსამდე ეცემა. ასეთ სიმაღლეზე ჟანგბადის უკმარისობის გამო, ადამიანები ძალიან მალე იღლებიან. ბუნებრივია, ახალი ჩამოსულები აქ თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ.

უახლოესი დასახლებიდან ქალაქამდე ვიწრო ბილიკით მისვლას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს. ლა რინკონადაში არ არის ფოსტა და პოლიციის განყოფილება, არ არსებობს წყალი და კანალიზაცია.

ნაგავს, უბრალოდ, ქუჩაში ყრიან ან წვავენ. ცივილიზაციის ნიშნებიდან აქ მხოლოდ ელექტროენერგიაა, თუმცა ასეთი მძიმე საცხოვრებელი პირობების მიუხედავად, მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად იზრდება.

საქმე ის გახლავთ, რომ ადამიანებს ამ ადგილზე ოქრო იზიდავთ. მას შემდეგ, რაც ქალაქის ტერიტორიაზე ძვირფასი ლითონის საბადოები აღმოაჩინეს, ათასობით ადამიანი მზადაა, კარგი შემოსავლისთვის საშინელ საცხოვრებელ პირობებს შეეგუოს.

ლა რინკონადას მაღაროებში 200-მდე კერძო კომპანია მუშაობს. ყოველწლიურად მოპოვებული ოქროს რაოდენობა 2-დან 10 ტონამდეა.

მეშახტეთა ქალაქი რაღაცით ოქროს ციებ-ცხელების პერიოდის ამერიკის ან ავსტრალიის დასახლებებს წააგავს. ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობაც უმძიმესია. ოქროს მოპოვების გამო გარშემო ყველაფერი უაღრესად ტოქსიკური ვერცხლისწყლითა და წარმოების სხვა ნარჩენებითაა მოწამლული.

ზემოთ თქმულის მიუხედავად, გამდიდრების მსურველთა რიცხვი ლა რინკონადაში ყოველწლიურად იზრდება. აქ საცოვრებლად მთელი ოჯახებით გადმოდიან. მოსახლეობა ბარაკების მსგავს, ლითონის კონსტრუქციებში ცხოვრობს. ერთადერთი ადგილი, სადაც ოთახის ქირაობა შეიძლება, საროსკიპოა.

ოქროს მაღაროებში ორიგინალური სახელფასო სისტემა მოქმედებს - მუშა თვის განმავლობაში უხელფასოდ მუშაობს და ანაზღაურების სანაცვლოდ თვის ბოლო დღეს მოპოვებული ოქრო წაიღოს.

ამ ქალაქების შესახებ იცით? 👇

რონდა - ქალაქი უფსკრულზე

უცნაური ქალაქი, სადაც მხოლოდ ერთი ქუჩაა

სად გაქრა პლანეტის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი?

წყარო: sometimes-interesting.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში