საკნატუნო ამბები

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ქალაქი, სადაც მხოლოდ ერთი ქუჩაა

fun time

18:00 ოთხ. 9 თებერვალი, 2022 წელი

კასტელფოლიტ დე ლა როკა

14
დაკოპირებულია

ერთი შეხედვით, ძველი ევროპული ქალაქია, მაგრამ საქმე ის არის, რომ 2-3 ზედმეტ ნაბიჯს მარჯვნივ გადადგამთ თუ მარცხნივ, სულ ერთია - ორივე შემთხვევაში უფსკრულში აღმოჩნდებით. ალბათ ამ ქალაქის მცხოვრებლები ალკოჰოლს არ ეკარებიან, რადგან გზიდან ოდნავი გადახვევაც კი ძალიან საშიშია.

კასტელფოლიტ დე ლა როკა – ასე ჰქვია ესპანურ კატალონიაში კლდეზე ნაშენებ, ვიწრო ქალაქს, რომელშიც ერთადერთი ქუჩა და მხოლოდ ათასი მცხოვრებია.

კასტელფოლიტ დე ლა როკა ბარსელონიდან 120 კმ-ში მდებარეობს;

ბაზალტის ქედი, რომელზედაც ქალაქია გაშენებული, 50 მეტრის სიმაღლისა და სიგრძით, თითქმის ერთი კილომეტრია.

ქედის სიგანე, საშუალოდ, 4 მეტრია, ამიტომ ქალაქში სახლების ორი რიგი ეტევა. ერთადერთ ქუჩაზე წმინდა სალვადორის ეკლესიაა, რომელიც კასტელფოლიტ დე ლა როკას მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

უცნაურობის გარდა, ქალაქი განსაკუთრებული კლიმატითაც გამოირჩევა. აქ მაღალი ტენიანობაა, რასაც სპეციფიკური ლანდშაფტი და ფლორა განსაზღვრავს. ქალაქს გარე სამყაროსთან ერთი ხიდი აკავშირებს.

რამ აიძულა ადამიანებს კლდეზე ცხოვრება?

ამის მიზეზი ზუსტად ცნობილი არ არის, მაგრამ რამდენიმე ვერსია არსებობს.

ქალაქი ისტორიულ წყაროებში პირველად 1193 წელსაა მოხსენიებული, როდესაც აქ ციხე სიმაგრე მდებარეობდა. ცნობილია, რომ ციცაბო კლდის შტურმით აღება ძალიან ძნელია, ხოლო მისი დაცვა ადვილი. სავარაუდოდ, მტრის დარბევის დროს მიმდებარე სოფლების მოსახლეობა თავს კლდეზე აფარებდა. დროთა განმავლობაში ბაზალტის კლდე სახლებით აივსო.

კასტელფოლიტ დე ლა როკა ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ბოლო დრომდე სწორედ ტურისტების ხარჯზე ცხოვრობდა. სხვათა შორის, ამ პატარა ქალაქს საკუთარი საკონდიტრო ფაბრიკაც აქვს, თუმცა მისი პროდუქტიულობა დაბალია - დღეში რამდენიმე შეკვრა ფუნთუშა.

ქალაქის სასტუმროებიდან მშვენიერი ხედი იშლება, კაფეები და ბარები საკმაოდ შთამბეჭდავია და სტუმრებს დიდ სიამოვნებას ჰპირდება.



ასევე, საინტერესოა 🔰

ზღაპრული ქალაქი მაროკოში - რატომ არის ჩეფჩაოუენი ლურჯი?

10 ქალაქი, სადაც არასდროს უნდა ჩახვიდეთ!

ოქროს მაძიებელთა მიწისქვეშა ქალაქი

აუროვილი - ექსპერიმენტული ქალაქი, სადაც არ დადის მანქანები და არ არსებობს პოლიტიკა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი

შენობა, რომელიც დამოუკიდებლად თბება...

პასიური სახლები - მომავლის
პროექტი

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხე, სადა...

სან პედროს ციხე ბოლივიაში

ვიწრო სახლი, სადაც იმაზე მეტი სივრც...

ყველაზე ვიწრო სახლი
მსოფლიოში