იცით თუ არა

ქალაქი, სადაც არ დადის მანქანები და არ არსებობს პოლიტიკა

fun time

12:00 სამ. 13 ივლისი, 2021 წელი

აუროვილი

14
დაკოპირებულია

ინდოეთის სამხრეთით, ტამილანდის შტატში მდებარე ქალაქი 1968 წელს დაარსდა და გაეროს ეგიდით ვითარდება. მას ხშირად „სინათლის ქალაქსაც“ უწოდებენ.

აუროვილი (Auroville) ექსპერიმენტული ქალაქია, რომელიც აპოლიტიკური და არარელიგიური ადამიანებისთვის აშენდა, რადგან დედამიწაზე უნდა არსებობდეს ადგილი, რომელზეც არცერთ ერს არ ექნება პრეტენზია და ყველა ადამიანი თავისუფლად შეძლებს ცხოვრებას, როგორც მსოფლიოს მოქალაქე.

ქალაქის დამაარსებელია მწერალი და მისტიკოსი ქალი მირა ალფასა (Mirra Alfassa), რომელიც 1878 წელს საფრანგეთში დაიბადა და 1973 წელს 95 წლის ასაკში, აუროვილში გარდაიცვალა.

აუროვილში მცხოვრები ადამიანები დარწმუნებული არიან, რომ ისინი დიდი ექსპერიმენტის ნაწილს შეადგენენ, რომელიც კაცობრიობას უზარმაზარ სარგებელს მოუტანს.

ქალაქის დაფუძნების დღეს, მსოფლიოს ასობით ქვეყნიდან ჩასულმა ადამიანმა აუროვილში მშობლიური მიწა ჩაიტანა და სიმბოლურად ქალაქის ქუჩებში მოაბნია.

ამ დროისთვის ქალაქის მუდმივად მცხოვრებთა რიცხვი 3 000 ადამიანს აღემატება. აუროვილელთა უმეტესობას ინდოელები შეადგენენ, თუმცა აქ ასევე არიან ფრანგები, გერმანელები, ებრაელები, ამერიკელები, რუსები და ადამიანები მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. ისინი სპირალისებურად განლაგებულ სახლებში ცხოვრობენ და საკუთარი საქმით არიან დაკავებული.

აუროვილი ცდილობს, საკუთარი მოთხოვნილებები თავად დააკმაყოფილოს. მას აქვს სახნავ-სათესი მიწა, ქარხნები, საცხობები, სასადილო, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს, სკოლები, კინოთეატრები, სასტუმროები და ადგილობრივი მედიაც კი.

აუროვილის ცენტრში მდებარეობს ოქროსგუმბათიანი შენობა, სადაც მოქალაქეები მედიტაციისთვის იკრიბებიან.

ქალაქში არ არსებობს მერის ან სხვა საერთო მმართველის თანამდებობა. ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სპეციალურად შექმნილი მკვლევართა ჯგუფები იღებს, რაც საერთო კენჭისყრით მტკიცდება.

ერთწლიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ, აუროვილის მოქალაქეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა აუროვილელებს შეუძლიათ, უარი თქვან ახალი წევრის შემატებაზე. თუ ამ ქალაქში ცხოვრებას აპირებთ, საცხოვრებელი სახლის შეძენა მოგიწევთ, რომელიც თქვენს საკუთრებაში დარჩება ქალაქში ცხოვრების მანძილზე.

აქ უამრავი ახალგაზრდა ოჯახია. გარდა ამისა, ქალაქს ჰყავს ფერმერები, ინჟინრები, მხატვრები, არქიტექტორები, მეცნიერები და ექიმები.

ტაქსების გარდა, რომლებსაც „გარე სამყაროდან“ ახალწვეულები ჩამოჰყავს, ქალაქში მანქანა არ არსებობს. აქ ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილდებიან.

აუროვილში ცხოვრება მრავალფეროვანია, მაგრამ არცთუ ისე მარტივი. ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა საკუთარ თავთან, საკუთარ კომპლექსებთან, რადგან ამ სივრცეში ადამიანებთან ურთიერთობას ვერსად გაექცევით. „ახალწვეულმაც“ კი, რომელიც ქალაქში არავის იცნობს, რამდენიმე დღის შემდეგ, თითქმის ყველა თანამოქალაქის სახელი იცის. აუროვილში საერთოდ არ არსებობს კომუნიკაციის ზღვარი.

🔰🔰🔰:

10 ქალაქი მოჩვენება, სადაც დრო გაჩერდა

ქალაქი იტალიაში, სადაც მუმიებთან ერთად ცხოვრობენ

ლურჯი ქალაქი მაროკოში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მინის ბოთლებში მეტი მიკროპლასტიკი ა...

მინა თუ პლასტმასასა

რა გავლენა აქვს რესტორნის ჭურჭელს კ...

რა გავლენა აქვს რესტორნის
ჭურჭელს კერძის გემოზე?

მდუღარე მდინარე - საიდუმლო ამოხსნილ...

მდუღარე მდინარე
შანაი-ტიმპიშკა

ბეთჰოვენის მუსიკა კიბოს უჯრედების ს...

ბეთჰოვენის მუსიკა და
კიბოს უჯრედები

რატომ არ დაჟანგდა ტუტანხამონის რკინ...

ტუტანზამონის ხანჯალი

ჩინური სიბრძნე — როგორ გადავიტანოთ...

ჩინური სიბრძნე

რატომ ტირიან ადამიანები? - ნახეთ მე...

რატომ ტირიან ადამიანები?

ბზიკი და ფუტკარი – რა განსხვავებაა...

ბზიკი და ფუტკარი – რა
განსხვავებაა მათ შორის

ვინ და როდის გამოიგონა გლობუსი?

ვინ გამოიგონა გლობუსი