იცით თუ არა

ამერიკელი ფოტოგრაფის შოკისმომგვრელი აღმოჩენა - მუმიების ქალაქი იტალიაში

fun time

18:00 ოთხ. 31 მარტი, 2021 წელი

იტალია, ქალაქ ვენცონეს
მუმიები

14
დაკოპირებულია

იტალიაში, უდინეს პროვინციის ქალაქ ვენცონეში ხალხი წლების მანძილზე მუმიების გვერდით ცხოვრობდა. 

საქმე ეხება უცნაურ ტრადიციას, რომელიც გარდაცვლილი ნათესავების ნეშტების შენახვას და მათთან ერთად ცხოვრებას გულისხმობდა. ადგილობრივები გარდაცვლილებთან ერთად „სადილობდნენ“, ეკლესიაში დადიოდნენ და ერთ ლოგინში ეძინათ (!)

რას უკავშირდებოდა მუმიებთან ცხოვრების ტრადიცია?

XIV საუკუნეში შავმა ჭირმა, რომელიც ევროპაში მძვინვარებდა, სოფელ ვენცონამდე მიაღწია და უამრავი ადამიანი შეიწირა. მსხვერპლი იმდენად დიდი იყო, რომ სასაფლაოზე ყველა ცხედრისთვის საკმარისი ადგილი არ დარჩა. ვენცონელები იძულებულები გახდნენ 42 ცხედარი წმინდა მიქაელის სამლოცველოს სარდაფში შეენახათ.

300 წლის შემდეგ, 1647 წელს ვენცონელებმა ძველი სამლოცველოს აღდგენა გადაწყვიტეს და გარდაცვლილთა კუბოები სარდაფიდან გამოიტანეს. კუბოების გახსნის შემდეგ ადამიანებმა 42 მუმიფიცირებული სხეული აღმოაჩინეს და გადაწყვიტეს, რომ ეს ღვთიური ნიშანი იყო და უფალმა მათ სოფლის დასაცავად წინაპრების მუმიები დაუტოვა.

მას შემდეგ, ქალაქის მაცხოვრებლები მუმიებს ისეთივე პატივისცემით ეპყრობოდნენ, როგორც მოხუცებს და რთულ სიტუაციებში დახმარებისთვის მიმართავდნენ. ეს ტრადიცია 1950 წლამდე გაგრძელდა.

იტალიაში პატარა, პროვინციული ქალაქის უცნაური ტრადიციის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში არავინ იცოდა. ერთხელ ამერიკელი ფოტოგრაფი ჯეკ ბირნსი ღამის გასათევი ადგილის ძებნაში ვენცონეს მიადგა. სწორედ აქ ნახა უცნაური სცენა, რომელმაც ფოტოგრაფი შოკში ჩააგდო - ოჯახი მუმიასთან ერთად ჩაის სვამდა.

როგორც კი გონზე მოვიდა, ამერიკელმა ფოტოაპარატი მოიმარჯვა და ვენცონელებისა და მუმიების თანაცხოვრების ამსახველი უამრავი ფოტო გადაიღო და ჟურნალ The Time-ში გამოაქვეყნა. ფოტოებმა უმოკლეს დროში მთელი მსოფლიოში მოიარა.

მას შემდეგ, რაც ვენცონელი მუმიების შესახებ მსოფლიომ გაიგო, ხალხი დაინტერესდა, თუ როგორ მოხდა გარდაცვლილების ბუნებრივად მუმიფიცირება. როგორც წესი, იმისთვის, რომ გვამი მუმიად იქცეს მას შინაგან ორგანოებს აცილებენ და ბალზამით ამუშავებენ, რათა რბილი ქსოვილების გახრწნა თავიდან აიცილონ. იშვიათ შემთხვევებში, გვამი გახრწნას შეიძლება ცივი და მშრალი კლიმატის წყალობით გადაურჩეს.

სპეციალისტების გაკვირვება იმან გამოიწვია, რომ მშვენიერ მდგომარეობაში შენახული ვენცონელი მუმიების სპეციალური დამუშავება არ მომხდარა და სარდაფი, სადაც გარდაცვლილებს ინახავდნენ, ნესტიანი იყო. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს განსაკუთრებული ბაქტერიების დამსახურებაა, მაგრამ ადგილობრივები მტკიცედ არიან დარწმუნებული, რომ ამაში ღვთის ხელი ურევია.

1976 წლის მიწისძვრის შემდეგ ვენცონეში მხოლოდ 15 მუმია გადარჩა. ამჟამად ისინი წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მიმდებარე სასაფლაოზე, წმინდა მიხეილის სამლოცველოში არიან დასვენებული.

საინტერესოა, რომ ვენცონა მსოფლიოში ერთადერთი ადგილი არაა, სდაც წინაპართა მუმიებთან ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს. ინდონეზიური ტომის მკვიდრები გარდაცვლილი ნათესავების სხეულებს დღემდე სახლებში ინახავენ. მუმიებს დროგამოშვებით წმენდენ, ახალ ტანსაცმელს აცვამენ და სუფთა ჰაერზე „სასეირნოდ“ გაჰყავთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აქვთ კ...

მეცნიერებმა გაარკვიეს,
რატომ აქვთ კატებს
ვერტიკალური გუგები

როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც ორი...

სოფელი ბარლი (Baarle) - ორი
ქვეყნის საზღვარი

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში ბავშვებს ს...

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში
ბავშვებს სიცივეში?

რატომ მალავენ კატები საკუთარ ექსკრე...

კატის ტუალეტი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რატომ ჭამენ ჩინელები ჩიტის ბუდეებს?

სალაგანის ბუდე

რატომ არ სვამს ალკოჰოლს ტრამპი? - 1...

დონალდ ტრამპი მამასთან
ერთად

რატომ იკეთებს მართლმადიდებელი საქორ...

საქორწინო ბეჭედი
მარჯვენა ხელზე