საკნატუნო ამბები

ზღაპრული ქალაქი მაროკოში - რატომ არის ჩეფჩაოუენი ლურჯი?

fun time

16:00 შაბ. 26 ივნისი, 2021 წელი

ქალაქი ჩეფჩაოუენი

14
დაკოპირებულია

ჩეფჩაოუენი ყველაზე ჯადოსნური ადგილია ჩრდილოეთ მაროკოში. სახლების ლურჯად შეღებვის ტრადიცია 1930 წელს შემოიღეს ებრაელმა ლტოლვილებმა და მათ ამისთვის ასეთი ლამაზი არგუმენტი ჰქონდათ:

ებრაელები მიიჩნევდნენ, რომ ლურჯი ფერი ცისა და სამოთხის სიმბოლოა და რაც უფრო ხშირად შეხედავდნენ ლურჯ ფერს, მით უფრო ხშირად გაიხსენებდნენ ცასა და ღმერთს.

დროთა განმავლობაში ეს ტრადიცია ამ ქალაქის განუყოფელ ნაწილად იქცა.

თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც - ლურჯი ფერი ამ ქალაქს კოღოებისგან იცავს.

ქალაქი დაარსდა 1471 წელს. მისი სახელწოდება ჩეფჩაოუენი წარმოშობილია ბერბერული სიტყვისგან achawen, რაც „რქებს“ ნიშნავს - ეს, როგორც ჩანს, ქალაქის ირგვლივ არსებული მთაგრეხილის ასოციაციაა.

მოსახლეობა: 42,786 ადამიანი (2014 წლის მონაცემებით);

რელიგია: აქ სუნიტები ცხოვრობენ. ქალაქში აშენებულია 20 მეჩეთი და 30-ზე მეტი სალოცავი ადგილი.

სხვათა შორის, ჩეფჩაოუენი 2010 წელს შეიტანეს იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში და ეს მოხდა ამ მხარეში დამკვიდრებული ხმელთაშუა ზღვის დიეტის პრაქტიკის გამო!

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი აფრიკაში მდებარეობს, მისი რეგიონული კლიმატი, ბუნებრივი გარემო, მემკვიდრეობით მიღებული ტრადიციები და მცენარეულ პროდუქტებზე დამყარებული სამზარეულო სრულად ეხმიანება ხმელთაშუა ზღვის ცხოვრების წესს.

ასეთი კვების პრაქტიკა, როგორც მედიცინა ამბობს, იცავს ადამიანს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან, ამცირებს ალცჰაიმერისა და პარკინსინის რისკებს, ხელს უწყობს ჯანსაღ ორსულობას და ა.შ.;

გთავაზობთ, ერთად გავისეირნოთ ამ ზღაპრული ქალაქის ვიწრო ქუჩებში...


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ გაჩნდა ტანსაცმელზე ჯიბეები და...

ტანსაცმელზე ჯიბეები

ჰიბრიდი ცხოველები, რომლებიც რეალურა...

ლეოპონი

როგორ ცხოვრობენ შვედურ „ხრუშჩოვკებშ...

შვედური „ხრუშჩოვკები“
Lamellhus

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო...

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა,
მით უფრო გრძელი
კონსტიტუცია აქვს

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელშ...

გუმას პრეფექტურის სოფელი
ნანმოკუ

10 ებრაული ანდაზა ცხოვრების შესახებ

10 ებრაული ანდაზა
ცხოვრებაზე

პერუში ააშენეს სახლი, რომლის სიგანე...

პერუში ააშენეს სახლი,
რომლის სიგანე 63
სანტიმეტრია

ვარსკვლავები და მათი უცნაური დიეტებ...

რენე ზელვეგერი

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge