საკნატუნო ამბები

სად გაქრა პლანეტის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი?

fun time

12:00 ორშ. 21 თებერვალი, 2022 წელი

კოულუნი

14
დაკოპირებულია

კოულუნი ოდესღაც მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი იყო. ის დღეს აღარ არსებობს, მაგრამ უნიკალური ისტორიის გამო მაინც ახსოვთ.

დავიწყებული ქალაქი და უკონტროლო ბიზნესი

თავდაპირველად, ქალაქის ადგილზე ციხესიმაგრე მდებარეობდა.1898 წელს ჩინეთმა და დიდმა ბრიტანეთმა შეთანხმება დადეს, რომლის თანახმად, კუნძული კოულუნი ბრიტანელებს 99 წლის ვადით გადაეცათ, თუმცა კოულუნის ციხესიმაგრე, სადაც იმ დროს 700 ადამიანი ცხოვრობდა, ჩინურ მხარეს დარჩა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩინეთის ხელისუფლებას ეს ფაქტორი ყურადღებიდა გაეპარა და ქალაქის არსებობის შესახებ დაივიწყა.

ყველასგან დავიწყებული კოულუნის მოსახლეობა გადასახადებისგან გათავისუფლდა. ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ბიზნესი თავისუფლად ეწარმოებინათ და მთავრობისთვის არაფერი გადაეხადათ. რა თქმა უნდა, კოულუნელებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს და მალე ქალაქი მაღაზიებით და ბაზრებით გაივსო. საქონლსა და მომსახურებაზე დაბალი ფასები დაწესდა, ამიტომ კოულუნს უამრავი კლიენტი მიაწყდა და მოსახლეობის რაოდენობაც სწრაფად გაიზარდა.

მედლის მეორე მხარე

რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა კარგია, მაგრამ ხელისუფლების გულგრილობას და უკონტროლობას ყოველთვის უარყოფითი შედეგები მოჰყვება. ბიზნესის სექტორი არალეგალური ემიგრანტებით გაივსო და ქალაქში ნელ-ნელა კრიმინალი გამეფდა. საბოლოოდ, რეალური ძალაუფლება კრიმინალების ხელში გადავიდა, რომელთა გავლენა კოულონსაც კი გასცდა.

კრიმინალის მიუხედავად, ქალაქში დასახლების მსურველთა რიცხვი ყოველდღიურად იმატებდა. ბუნებრივია, მოსახლეობის რაოდენობის ზრდამ ახალი საცხოვრებელი ადგილების შექმნის საჭიროება გააჩინა, თუმცა დასახლების საზღვრების გაფართოებას არავინ აპირებდა. ხალხმა გამოსავალი ძველ შენობებს შორის ახალი, მრავალსართულიანი შენობების აგებასა და სართულების დაშენებაში მონახა.

არავინ იცის, სადამდე გაგრძელდებოდა სართულების დაშენება, რომ არა საავიაციო უსაფრთხოება. კოულუნის მახლობლად კაიტაკის აეროპორტი მდებარეობდა და ერთ დღესაც თვითმფრინავების შენობებთან შეჯახების საფრთხე გაჩნდა. საბოლოოდ, საავიაციო უსაფრთხოების გათვალისწინებით, ამიტომ სართულების დაშენება შეჩერდა.

მჭიდროდ ნაგები შენობები მზეს საშუალებას არ აძლევდა, რომ ქალაქი სრულად გაენათებინა. ხალხი მუდმივ სიბნელეში ცხოვრობდა. ასევე, არ იყო დასასვენებელი ან სასეირნო ზონები. ადგილობრივი მოსახლეობა ამისთვის მაღალსართულიანი შენობების სახურავებს იყენებდა.

მთლიანობაში კოულუნის მიწაზე 500-მდე მაღალსართულიანი სახლი აშენდა, სადაც ოთახები დაბალჭერიანი და ვიწრო იყო. კომფორტული პირობები არ არსებობდა - ხალხი წყალს ჭებიდან იღებდა და ელექტროენერგიას ქსელებთან უკანონო მიერთებით მოიპოვებდა.

რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ქალაქი დიდხანს ვერ იარსებებდა. როდესაც ჩინელებსა და ბრიტანელებს შორის შეთანხმება დასრულდა, 1993 წელს ჩინეთის ხელისუფლებამ ასანთის კოლოფებივით ერთმანეთზე მიწყობილი შენობების დანგრევა დაიწყო.

ერთი წლის შემდეგ, კოულუნის ძველი დასახლება მთლიანად „აიღეს“ და ადამიანები საცხოვრებლად Kowloon Walled City-ში ახალ სახლებში გადავიდნენ.

დღეს პლანეტის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის ნახვა მხოლოდ ფოტოებზეა შესაძლებელი.

ძველი კოულუნი

ახალი Kowloon Walled City

⭕⭕⭕

10 ქალაქი, სადაც არასდროს უნდა ჩახვიდეთ!

ოქროს მაძიებელთა მიწისქვეშა ქალაქი

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ქალაქი, სადაც მხოლოდ ერთი ქუჩაა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი

შენობა, რომელიც დამოუკიდებლად თბება...

პასიური სახლები - მომავლის
პროექტი

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხე, სადა...

სან პედროს ციხე ბოლივიაში

ვიწრო სახლი, სადაც იმაზე მეტი სივრც...

ყველაზე ვიწრო სახლი
მსოფლიოში