საკნატუნო ამბები

რონდა - ქალაქი უფსკრულზე ესპანეთში

fun time

14:00 კვი. 10 ოქტომბერი, 2021 წელი

ქალაქი რონდა

14
დაკოპირებულია

რონდა ესპანეთის ყველაზე ლამაზ ქალაქად დამსახურებულად ითვლება. აქ ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოდიან. ეს უძველესი ქალაქია. 

 

ისტორია

ჩვ.წ. მე-6 საუკუნეში აქ კელტები ყოფილან დასახლებულები. ქალაქის სტატუსი კი, ისტორიული წყაროების თანახმად, გაიუს იულიუს კეისრის დროს მიუღია (დაახლოებით, ძვ.წ. 46-44 წლებში).

რომაული პერიოდი იყო ქალაქის პირველი აყვავების დრო. 197 წლისთვის ქალაქს მიეცა უფლება. მოეჭრა საკუთარი მონეტები.

ვანდალებისა და ვესტგუთების შემოსევის შემდეგ ქალაქი განადგურდა;

VIII საუკუნეში პირენეს ნახევარკუნძულზე არაბები მოვიდნენ, რომლებმაც ქალაქს მეორე სიცოცხლე აჩუქეს. არაბული პერიოდიდან კარგად არის შემონახული არაბული აბანო, რომელიც მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში.

რეკონკისტას (ესპ. Reconquista დაბრუნება) დაწყებისა და კორდოვის სახალიფოს დაცემის შემდეგ (დღეს ამ სახალიფოს ტერიტორიაზე მდებარეობს (მთლიანად ან ნაწილობრივ) ესპანეთი, პორტუგალია, მაროკო, გიბრალტარი) ეს ქალაქი გახდა პატარა არაბული სახელმწიფოს რონდას დედაქალაქი, რომელიც ევროპაში არაბთა მმართველობის ბოლო ტერიტორია იყო და გაძლო 1485 წლამდე. ამით დასრულდა რეკონკისტას ეპოქა.

ამ მომენტიდან ქალაქმა თანდათან დაიწყო თავისი თანამედროვე იერსახის შეძენა - გახდა მშვიდი ქალაქი, თოვლივით თეთრი კედლებით, რომლებიც კაშკაშა ესპანური მზის სხივებში ანათებენ.

დღეს

ეს საოცარი ქალაქი რონდა ესპანეთის პროვინცია მალაგაში, ზღვის დონიდან 723 მეტრზე მდებარეობს და გადმოკიდებულია ციცაბო კანიონზე ელ ტაიოზე. მოსახლეობა 36698 ადამიანია (2012 წ. მონაცემებით).

ქალაქი ესპანეთის ნაციონალურ ძეგლად არის გამოცხადებული. ხეობა მას ორ ნაწილად ყოფს: მე-13 საუკუნის ძველი ქალაქი და მე-18 საუკუნის ახალი ქალაქი. ქალაქები “ახალი ხიდითაა” შეერთებული, რომელიც მე-18 საუკუნეში აშენდა და რონდას სიმბოლოს წარმოადგენს.

კორიდას სამშობლო

რონდა ესპანური კორიდის აკვნად ითვლება. სახელდობრ, აქ აშენდა პირველი, ყველაზე დიდი და ყველაზე დიდებული არენა ხართა ბრძოლის ჩასატარებლად. 1785 წელს არენა დიდი ხმაურით სამეფო ოჯახის წევრებისა და დიდებულების თანდასწრებით გაიხსნა. ამ არენაზე დღესაც იმართება წარმოდგენები.

ჰემინგუეის სიყვარული

ერნესტ ჰემინგუეიმ მრავალი თვე გაატარა ამ საოცარ ქალაქში და ის თავის ნაწარმოებებშიც მოიხსენია, რითაც მეტად განადიდა ქალაქი და ხელი შეუწყო მის პოპულარულ ტურისტულ მარშრუტად გადაქცევას. ქალაქში მწერლის პატივსაცემად მისი ძეგლიც დგას.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ამერიკაში მოტორიზებული თხილამურები...

ძრავიანი თხილამური

4 შემთხვევა, როდესაც ციდან ფული მარ...

4 შემთხვევა, როდესაც ციდან
ფული მართლა ცვიოდა

ალასკის მკაცრ კლიმატს რომ გაუძლონ,...

როგორ უძლებს ბაყაყი
ყინვას?

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა