იცით თუ არა

ყველაზე მიუწვდომელი ქალაქი დედამიწაზე

fun time

16:20 პარ. 21 ივნისი

ქალაქი მექა

14
დაკოპირებულია

მსოფლიოში არსებობს რამდენიმე ქალაქი, სადაც  მოხვედრა ძალიან საშიშია ან თითქმის შეუძლებელია. ერთ-ერთი ასეთი ქალაქია მუსლიმებისთვის წმინდა მექა, რომელიც საუდის არაბეთში მდებარეობს და თავისი მკაცრი კანონმდებლობით ცნობილია - ურწმუნოებს, სადაც ქრისტიანებსაც მოიაზრებენ, მექაში შესვლა ეკრძალებათ.

ყურანს, სადაც წერია, რომ ურწმუნოები ქააბასთან არ უნდა მიუშვან, საუდის არაბეთის ხელისუფლება თავისებურად განმარტავს, რადგან ისლამის წმინდა წიგნში მთლიანად ქალაქზე არაფერი წერია.

ქააბა ისლამურ რელიგიაში ყველაზე სათაყვანებელი ადგილია. ისლამური ტრადიციის თანახმად შენობა აგებულია მოციქულ იბრჰიმის (აბრაამის) მიერ ორი ათასზე მეტი წლის წინათ. ლოცვის დროს ყოველი მუსლიმანი, დედამიწის რა ადგილასაც არ უნდა იმყოფებოდეს, სახით ქააბასკენ ბრუნდება და ლოცვას ისე აღავლენს.

***

ამბობენ, რომ ურწმუნოებს მექაში მოხვედრა ქალაქი ჯედას გავლით შეუძლიათ, თუ ფულისა და რისკის მოყვარული მეგზური ნახეს, მაგრამ ასეთი დანაშაულისთვის საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯა მოქმედებს და კანონის დარღვევის სურვილი არავის უჩნდება.

***

სამაგიეროდ, ჩვენ გვაქვს Google! მისი ფოტოების წყალობით, შეიძლება დაახლოებით წარმოვიდგინოთ ქალაქი მექა როგორ ცხოვრობს და ზოგადად, როგორი სიტუაციაა. ჩვენი მკითხველების უმეტესობა მექაში ვერასოდეს მოხვდება, გიწვევთ დასათვალიერებლად.

მექას აღმოსავლეთით მდებარეობს გარეუბანი, სახელად მინა. აქაურობა ჰაჯის დროს მომლოცველთა უზარმაზარი ბანაკი ხდება. ჰაჯის დროს მექას მოსახლეობა სამჯერ - 2 მილიონიდან 6 მილიონამდე იზრდება. როგორც ხვდებით, ამ რაოდენობის მომლოცველებს ვერც ერთი სასტუმრო ვერ დაიტევს, ამიტომ მათთვის კარვების ქალაქი შენდება.

მინაში კარვების ქალაქის საერთო ფართობი, დაახლოებით, 20 კვადრატული კილომეტრია.

მომლოცველები, რომლებმაც ადგილი ვერც სასტუმროში ნახეს და ვერც კარავში, ღია ცის ქვეშაც ათევენ ღამეს..

ჰაჯის დროს მინას ხეობაში ორი მნიშვნელოვანი ისლამური რიტუალი ტარდება: ქვების სროლა სვეტისკენ, რომელიც შაითანს (სატანას) განასახიერებს და მსხვერპლშეწირვა.

ახლახან სვეტები კედლებით შეცვალეს, რათა ხალხს ქვა ერთმანეთისთვის არ მოერტყა, მსხვერპლშეწირვა კი უცვლელად დარჩა.

ჰაჯი ისეთი მასობრივი ღონისძიებაა, რომ თითქმის ყველა მომლოცველს ჭყლეტაში მოყოლის საფრთხე ემუქრება. მაგალითად, 1990 და 2015 წლებში მექაში ორი ძალიან დიდი ჭყლეტა მოხდა, სადაც დაახლოებით 4 ათასი ადამიანი დაიღუპა!

***

მექას ურბანულ ლანდშაფტში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხალიჩები. რა თქმა უნდა, მათ უფრო ხშირად მასობრივი ლოცვებისთვის იყენებენ, ვიდრე ღამისთევისთვის.

სხვათა შორის, შიიტებსა და სუნიტებს შორის არსებული დაპირისპირების მიუხედავად, არაბეთის ნახევარკუნძულის სახელმწიფოები ხალიჩებს შიიტურ ირანს უკვეთენ.

***

მეჩეთები მექას სხვადასხვა ნაწილში დგას, მაგრამ ყველა მომლოცველი ქააბას საკურთხევლის ირგვლივ აშენებულ მთავა მეჩეთში - მასჯიდ ალ-ჰარამიში მოხვედრას ცდილობს.

ქალებს უფლება არ აქვთ ქააბას გარშემო რელიგიური რიტუალი შეასრულონ, ამიტომ ისინი უბრალოდ სალოცავის გარშემო სხედან და ლოცულობენ. მამაკაცები ქააბას გარშემო დადიან (საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით).

ქააბასთან ყველაზე ახლოს მყოფი იღბლიანები ცდილობენ შეეხონ შავ ქვას, რომელიც მის ერთ-ერთ კუთხეშია ჩაშენებული.

ქააბა ნაგებია მარმარილოთი და მუქი გრანიტით, გარედან კი დაფარულია შავი აბრეშუმით.

მინის ხეობიდან ქალაქის ცენტრამდე მეტროს 12 ვაგონისგან შემდგარი მატარებელი მოძრაობს. მექაში მეტროს მხოლოდ ერთი ხაზია და ის სპეციალურად მომლოცველებზეა „მორგებული“.

სხვათა შორის, მეტროს მატარებლები 2011 წლიდან სრულად ავტომატიზებულია და მძღოლები არ ჰყავს.

როდესაც მომლოცველი ცოტაა, მოგზაურობა შეიძლება საკმაოდ კომფორტული იყოს, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათობაა.

თუ მეტროში ვერ მოხვდით, შეგიძლიათ ავტობუსით იმგზავროთ.

***

მორწმუნეების სტუმრობის შემდეგ მექას ქუჩები ნაგვის ფენით იფარება.

მომლოცველთა ლაშქარს დამლაგებელთა მთელი არმია ემსახურება. საუდის არაბეთში „შავ სამუშაოს“ როგორც წესი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან - ინდოეთიდან, პაკისტანიდან და ავღანეთიდან ჩასული მიგრანტები ასრულებენ. ამ ადამიანებს რელიგია აერთიანებთ.

***

ესეც მექა მომლოცველების გარეშე:


ესეც დაგაინტერესებთ:

რატომ არ აღნიშნავენ მუსლიმები ახალ წელს?

რატომ ეკრძალებათ მუსლიმან მამაკაცებს აბრეშუმის და ოქროს ტარება?

თამარ მეფის შვილიშვილის ამბავი - როგორ იქცა გურჯი ხათუნი მუსლიმანური სამყაროს სიმბოლოდ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კარგი მეხსიერება აქვს და ლუდი უყვარ...

გიგანტური აქატინას
შესახებ

ინტელექტის ნიშნები - 7 ხერხი, რომელ...

ინტელექტის ნიშნები

რატომ ატარებდა ჰიტლერი ასეთ ვარცხნი...

ჰიტლერის ვარცხნილობა

რომელი ჯიშის კატა ცოცხლობს ყველაზე...

ბურმანული კატა

რატომ არ უყვარს კატას ბანაობა?

რატომ არ უყვარს კატას
ბანაობა

როგორ იქცა ზოლიანი მაისური მეზღვაურ...

როგორ იქცა ზოლიანი
მაისური მეზღვაურების
უნიფორმად?

ქერა ფერადკანიანები - მეცნიერები დი...

ფერადკანიანი, ქერა
ადამიანები მელანეზიაში

რატომ სხედან ტაძარში კათოლიკეები და...

კათოლიკეები

6 მიზეზი იმისთვის, რომ წვიმაში სიარ...

6 მიზეზი იმისთვის, რომ
წვიმაში სიარული
შეიყვაროთ