იცით თუ არა

რატომ არ აღნიშნავენ მუსლიმები ახალ წელს?

fun time

14:04 სამ. 3 იანვარი, 2023 წელი

ახალი წელი მუსლიმანურ
ქვეყნებში

14
დაკოპირებულია

ალბათ გსმენიათ, რომ მუსლიმური ტრადიციების უმეტესობა უკიდურესად მკაცრია და თითოეული მუსლიმი ვალდებულია, რომ ისინი დაიცვას.

 

მუსლიმური ქვეყნები, ძირითადად, ჰიჯრის კალენდარს იყენებენ, რომელიც 622 წლიდან - წინასწარმეტყველ მუჰამედის მედინაში გადასახლებიდან იწყება.
იმ ქვეყნებში, რომლებიც ჰიჯრის მთვარის კალენდარს იყენებენ, ახალი წელი გრიგორიანული კალენდრის თარიღებში ლავირებს. ამგვარად, გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ამ ქვეყნებში 2023 წლის 19 ივლისს 1445 წელი დადგება.

ისლამურ ტრადიციაში წლების შეცვლის დღე დღესასწაულად არ მიაჩნით, ხოლო დასავლეთის ქვეყნების ტრადიციის მიხედვით, 1-ელი იანვრის ღამეს ახალი წლის აღნიშვნა აკრძალულია, რადგან ეს რელიგიის საფუძვლებს ეწინააღმდეგება.

ზოგ ისლამურ ქვეყანაში აკრძალვებს ნაკლებად ითვალისწინებენ. მაგალითად, 31 დეკემბერს დუბაი საახალწლო ფეიერვერკებით ხვდება.

ამასთან, მთელ რიგ მუსლიმურ ქვეყნებში არსებობს დღესასწაული, რომელიც ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს და მას ნოვრუზი ჰქვია. სიტყვა ნოვრუზი სპარსულიდან მომდინარეობს და „ახალ დღეს“ ნიშნავს.

ნოვრუზი გაზაფხულის ბუნიობის დროს აღინიშნება - 21 მარტს.
დღესასწაულის ტრადიცია სათავეს წინაისლამურ ხანაში იღებს - ზოროასტრიზმში გაზაფხულის ბუნიობის დღეს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

ნოვრუზი ახალი წლის სახალხო დღესასწაულია ირანსა და ავღანეთში (ეს ქვეყნები ჰიჯრის მზის კალენდრის მიხედვით ცხოვრობენ) და ფართოდ აღინიშნება შუა აზიის რიგ ქვეყნებში.

გაზაფხულის ბუნიობის თარიღს 21 მარტს საქართველოს აზერბაიჯანელებიც აღნიშნავენ და ეს არა რელიგიური, არამედ სახალხო დღესასწაულია.

ესეც საინტერესოა:

თამარ მეფის შვილიშვილის ამბავი - როგორ იქცა გურჯი ხათუნი მუსლიმანური სამყაროს სიმბოლოდ

რატომ ეკრძალებათ მუსლიმან მამაკაცებს აბრეშუმის და ოქროს ტარება?

ცურვა არაბულად - მუსლიმანი ქალების საცურაო კოსტიუმები



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ისტორიული ფაქტები, რომელთა დაჯერება...

ჩინელი მეკობრე ქალი ჟენგ ი
საო

შეამოწმეთ — ხართ თუ არა დედამიწის პ...

პლანეტა დედამიწა და
ინფორმაცია მისი
მოსახელობის შესახებ

როგორ უმკლავდებოდნენ სიცხეს მსოფლიო...

ნიუ იორკი, 1911 წელი, სიცხე

რატომ უნდა შეეხოთ მთქნარებისას ენას...

რატომ უნდა შეეხოთ
მთქნარებისას ენას?

ვინ გამოიგონა ლუდი?

ვინ გამოიგონა ლუდი?

რისთვის სჭირდება ადამიანს თითის ანა...

თითის ანაბეჭდები

როგორ იქცა ამერიკული აბრევიატურა OK...

ამერიკული აბრევიატურა OK

შექმნეს ნაყინი, რომელიც არ დნება (v...

Kanazawa Ice cream

მამაკაცებს ქალებზე ცუდი სმენა აქვთ?...

მამაკაცებს ქალებზე ცუდი
სმენა აქვთ?